არსებობს უამრავი ლეგენდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ ქალები საუკეთესო მძღოლები არ არიან. ეს გზაზე ერთგვარ საფრთხესაც ჰქმნის. ამიტომ როგორც ჩანს, ზოგმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ სხვებზე ეზრუნა და თავის ავტომობილს ასეთი ნიშანი მიამაგრა (იხ.სურ.).

ფრთხილად, საჭესთან ქალია!
ასეთი ნიშანი არაერთ ავტომობილზე შევნიშნე, მაგრამ სურათის გადაღება მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის მოვახერხე, რათა ბლოგზე დამედო
სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ნიშანი 2 ადგილას უნდა დაიდგას, პირველი 150 მეტრში, ხოლო მეორე უშუალოდ ნიშნის მოქმედების წინ, ასე ბევრად უსაფრთხო იქნება მგზავრობა ამ ავტომობილის მიდამოებში
ველი კომენტარებს…
ოფფფფფფ ლანდიშ სულაც არ არიან ქალები ცუდი მძღოლები და ნუ გვაკომპლექსებთ ამდაგვარი ფრაზებით
)))
ისე ეგეთ ნიშნანზე მეც ვიფიქრე რო ვნახე პირველად, და ისიც იმათი ბრალია ასე რო იძახიან “ფრთხილად, საჭესთან ქალია”, მე ეგ უფრო მაბნევს, საჭესთან რო მითხრან ტარება არ იციო გაზი და ტორმუზი ამერევა ნერვიულობისგაან
)))
მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიებზეც საჭიროა სულ თვალი გაურბით ახალი კოლექციები რომ არ გამორჩეთ და საშიშია
თითქმის მართალია
თუმცა ქალების ბატობა უკეთ იმიტომ ჩანს რომ ცოტა ქალია და მეტი კაცი თორე კაცი რომ Yლეობას აკეთებს ეგეთ რამეზე ქალს არც ჭკუა ეყოფა და არც გაბედაობა!
ანუ უმეტესობა ქალი ბატვით დადის
მე პირადად ქალაქში არაერთხელ შემინიშნავს ისეთი ფაქტები მოძრაობისას, რომელზეც აშკარად იტყოდა ადამიანი, რომ საჭესთან ქალი ზის
რა გიყოთ გოგონები, ყველას ერთ გვაბში ვერ მოგხარშავთ, უბრალოდ არაა მანქანა თქვენი საქმე და შეეშვით რა
შულ მინდა ხოლმე ამ თემაზე პოლემისკისგან, თუ ბლოგის დაკომენტარებისგან თავი შევიკავო ხოლმე, მაგრამ არ გამომდის და რა ვქნა აბა ?!
, არადა აშკარად მდედრების ასაგდებად კეტდება მსგავსი პოსტები
პ.ს. საჭესთან მჯდომი კაცების გაკეთებული სისულელეები და დარღვევევი რომ მინახავს, ისეთს არც მე და არც სხვა ქალი მძღოლი არასოდეს გააკეტებს.
ეს იმიტომ, რომ ქალები უფრო “ნაგლად” ატარებენ.
კაცს შეიძლება ათასში ერთხელ მაინც შეაწუხოს ჯენტლმენობამ და ქუჩაზე გადასვლისას დაუთმოს ქალს, ან სხვა მანქანას. ან კაკ მინიმუმ, ის მაინც იცის, რომ კაცია და მას არავინ დაუთმობს.
აი ქალები გატუტუცებულები არიან (ვართ-ს ვერ ვიტყვი, რადგან მე არ ვარ ჯერჯერობით ქალი-მძღოლი
), ელოდებიან, რომ ყველამ მათ უნდა დაუთმოს და მოერიდოს. ქვეცნობიერად მაინც ეს მომენტი მოქმედებს.
აბა ფემინისტი ქალები ნახეთ როგორი მძღოლები არიან
ასე რომ, ერთადერთი საკითხია, რაშიც კაცებს ვეთანხმები.
ფრთხილად, საჭესთან ქალია !
ვაა არც ერთხელ არ მინახავს ამ იკონკით მანქანა, თორემ ამ პოსტს უეჭველი მე დავწერდი
ისე კაცებშიც არიან კარგი და ცუდი მძღოლები და ქალებშიც
ბევრი კაცი მინახავს ბატივით მოსიარულე და ბევრი ქალიც
ისე ქალების სიბატეზე უფრო ვბრაზდები ხოლმე, საბაბს აძლევენ მერე კაცებს, რომ დასცინონ მძღოლ ქალებს :user:
ქალები მასიურად, ბატებივით, რომ არ ატარებდეთ მანქანას, ამ “ზნაკს” კი არ გამოიგონებდნენ
მდაა… ხო ვიცი დიდად კარგი მძღოლი არ ვარ, მაგრამ ესეთი დამოკიდებულება უფრ მაკომპლექსებს… ამიტომაც მარჯვენა ზოლი უფრო მეკომფორტულება
ისე ასეთი დამოკიდებულებაა ბევრ ქვეყანაში – ‘ქალი და მძღოლი?’ ……
ფოტო უნდა გადავუღო ხოლმე კაცები რა ‘ვაჟკაცობებს’ აკეთებენ…
ლანდიშ მანქანა რომ მეყოლება უნდა ჩაგაგდო შიგნით და იმდენი გაკივლო სანამ ხმა არ ჩაგეხლიჩება და წერის სურვილს არ დაკარგავ :ჯამპ:
სიტყვაზე გიჭერ… უფრო სწორად კომენტზე გიჭერ..
ლოლ
ჭკვიანურია )))
რას წარმოვიდგენდი, რომ ქალი მძღოლები მიხვდებოდნენ, რომ საშიშები არიან და ნიშანს დაიკრავდნენ )))
არ გეთანხმებით, რომ ყველა ქალი ცუდად ატარებს. თუმცა, ზოგჯერ მიხვდები, რომ საჭესთან ქალია, ისე არალოგიკურად დადის. ისე, შევმცდარვარ კიდევაც და არალოგიკურად კაცი ატარებდა.
მე კარგი მძღოლი ვარ
ეს ვარდისფერი ფეხსაცმელი ისე მომეწონა, დიდი სიამოვნებით გავაკრავდი ჩემს ლამაზ მანქანაზე