Favicon.ico

რა არის Favicon და როგორ შევქმნათ იგი? თქვენ ალბათ არაერთხელ გინახავთ საიტებზე შესვლილას, თქვენს ბრაუზერში ვებ-გვერდის მისამართის გვერდით პატარა ხატულა, იგივე იკონკა, და გდომებიათ მსგავსი რამის გაკეთება თქვენს საიტზე. სწორედ ეს არის Favicon და მისი დაყენება ძალიან მარტივია.

faviconinaction

Favicon.ico

Favicon-ის ზომა უნდა იყოს 16X16 პიქსელზე, და აუცილებლად ico ფორმატში. არსებობს რამოდენიმე ხერხი ამ ხატულის შესაქმნელად: ფოტოშოპის პლაგინები, სპეციალურად ამისთვის შექმნილი პროგრამები და ა.შ. მაგრამ რატომ იტკიებთ აუტკიებელ თავს? არ ჯობია ნეტში მოვძებნოთ რაიმე ისეთი, რაც მარტივია, სწრაფი და ხარისხიანი?

პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც შევქმნით ამ ხატულას, თუ თქვენ ხატულის შექმნა ნულიდან გინდათ, მაშინ მე გირჩევთ ამ საიტს, http://www.favicon.cc/, სადაც თქვენი გემოვნების მიხედვით შექმნით სასურველ იკონკას.

მაგრამ თუ თქვენ გაქვთ უკვე მზა სურათი, ეს შეილება იყოს ლოგო ტიპი ან სხვა რაიმე და გსურთ მისი Favicon-ად გამოყენება, მაშინ თქვენ უბრალოდ უნდა დააჭირო ამ ლინკს, ამოირჩიოთ სურათი თქვენი კომპიუტერიდან, ატვრთოთ და კონვენტირების შემდეგ გადმოიწეროთ თქვენს მყარ დისკზე.

ეს რაც შეეხებოდა შექმნას ახლა ის თუ როგორ დავაყენოთ იგი, ამისათვის საჭიროა ჩვენს მიერ შექმნილი ხატულა (Favicon) ავტვირთოთ ჩვენს სერვერზე მთავარ დირექტორიაში, სახელით favicon.ico სადაც ico ფაილის გაფართოებაა, ხოლო favicon კი ამ ფაილის სახელი.

სერვერზე ატვირთვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თქვენი საიტის ჰედერში ჩაწეროთ შემდეგი კოდი

<link rel="shortcut icon" href="http://example.com/favicon.ico" />

მის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ რომ დატკბეთ თქვენი იკონკით :)

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "დეველოპმენტი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

11 კომენტარი პოსტზე Favicon.ico

  1. რამზესა ამბობს:

    და წორდპრესსზე? :D

  2. ფავიკონა ამბობს:

    წორდპრესზეც არ ვიცი მარა ჯუმლაზე ვიცი თუ გინდა და დაწერე თუ გაინტერესებს

  3. Kemmo ამბობს:

    მერე ბლოგსპოტზე სად ვიპოვნო დირექტორია? :(

  4. aku ამბობს:

    ჰო, სად ვნახოთ ბლოგერზე ეგ დირექტორია? :(

  5. Landish ამბობს:

    მაგ დირექტორიას ნახავთ Settings >> Layout >> Edit HTML -ში …
    მაგრამ ვეჭვობ რომ დააყენოთ რადგან ბლოგერი თავის ხატულას ამატებს ხოლმე და ორი ხატულა ვერ იქნება : )

  6. loler ამბობს:

    რატომ მაინცდამაინც .ico? xD

    Settings >> Layout >> Edit HTML – ში ჩაწერეთ

    ზემოთ მდებარტე კოდი ჩაწერეთ

    ამ შუალედში

  7. loler ამბობს:

    კოდებს არ მაწირენბს… არაა ჩემი ბრალი : D ჰტმლ პოსტინგია აკრძალული :D ანტი ხსს ბლინ xD

  8. loler ამბობს:

    საერთოდ .პნგ-ს ხმარებონ… რიავიცი რიავიცი : D

  9. უკუკავშირი: Google Chrome-ის 15 დამატება თქვენი Facebook-ისათვის | PCMania.ge

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>