ფული ხელის ჭუჭყია

მახსოვს ადრე, ძალიან ადრე, მქონდა ყალბი 10 ლარიანი, რომელიც კარგად რომ მოვძებნო სადმე ახლო-მახლო მექნება შენახული, თან ეს იმ დროს, როცა 10 ლარი ჯერ კიდევ ფული იყო და რაღაცის ყიდვა შეიძლებოდა მაგით.

 2 ლარი VS. 10 ლარი

2 ლარი VS. 10 ლარი

დღესდღეობით 10 ლარი არაფერია, ბევრს ვერაფერს შეიძენ მაგ თანხით, რომ არაფერი ვთქვათ  2 ლარზე. სულ, რომ ვკვდებოდე შიმშილით და პურის ფული არ მქონდეს, მაგით (იმ ყალბი თუმანით) პურს ნამდვილად არ ვიყიდდი. მაგრამ არის ხალხი, რომელიც ათს კი არა, ორ ლარსაც ყალბს გამოიყენებს, იმის გულისთვის, რომ მას მეტი შეხვდეს. ალბათ არ  სმენიათ იმ აფორიზმის შესახებ, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”. ეს ადამიანი არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები. 

პატენტი 2 ლარიანი

პატენტი 2 ლარიანი

ამას წინათ შინ გვიან ვბრუნდებოდი, ბნელოდა, და როცა გაჩერებაზე ჩავედი, მივაწოდე 5 ლარიანი და ხურდა ფულს რომ მიბრუნებდა არ შევხედე და პირდაპირ ჩავიდე ჯიბეში, რას წარმოვიდგენდი ასეთი რამე თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. არა, ფულს ყოველთვის ვუყურებ ხოლმე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს რკინის მონეტა იმდენად გავდა 2 ლარიანს, რომ ეჭვიც არ შემპარვია მძღოლის კეთილსინდისიერებაში.

პატენტი 2 ლარიანი. უკანა ხედი

პატენტი 2 ლარიანი. უკანა ხედი

იპოვეთ 10 განსხვავება :D

როდესაც შინ მისვლისას აღმოვაჩინე, გამიკვირდა, ვიფიქრე ეს რა არის თქო? ეგრევე მივხვდი, ვისი ნახელავიც იყო. მაგრამ არც გავბრაზებულვარ და არც გინება დამიწყია. ყველაფერს ჩემს უგუნურობას ვაბრალებ. ეგ კი არადა გამეცინა კიდეც, ასეთი რამ, რომ შემემთხვევა.

მოკლედ,  ასე და ამგვარად მომატყუეს და მე ერთი უცოდველი ანგელოზივით მგზავრი. ასე, რომ როცა ხურდას გიბრუნებენ, არ ააქვს მაგას მნიშვნელობა, რკინის იქნება ეს თუ ქაღალდის ფული, ყოველთვის გადაამოწმეთ ხოლმე, თორემ მსგავსი რამ თქვენც დაგემართებათ.

P.S. ფულზე გამახსენდა და ბლოგზე რომ ტექსტური რეკლამები მაქვს, გვერდით და პოსტების ქვემოთ, შეგიძლიათ დღეში ერთხელ დააკლიკოთ ხოლმე, არ იკბინებიან, მადლობთ :D

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "საზოგადოება" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , , .

26 კომენტარი პოსტზე ფული ხელის ჭუჭყია

  1. მარუსია ამბობს:

    ხო აი ხედავ ამ ანგელოზებს ერჩიან სულ მძღოლები :D

  2. Kate_AlukaЯD ამბობს:

    :D :D ლოლ მე ეგრე 50 თეთრიანებზე მემართება ვეჩნად :) )))) ეგ ჭკვიანები 5 თეთრიანებს ბრონზეში ღებავენ ოქროსფრად :D

  3. მრ.პიკასსო ამბობს:

    გამოტყდი ლანდიშ შენც ალბათ ის შენი ათ ლარიანი გადაუხადე მაგანაც იხიტრა და ყალბი ფულითვე დაგიბრუნა ხურდა :) ისე რა ჯიშის ფულია რაგაც უცნაური კაცუნა ხატია ზედ?

  4. ვასასი ამბობს:

    ისა და…

    რომელი ქვეყნის ვალუტა იყო ეგ, არ გაარკვიე?..

    • Landish ამბობს:

      ეგ მონეტა ახლაც მაქვს, მაგრამ არ არის ფული :)
      რაღაც გოლკლუბის მონეტაა : ))
      ალბათ კლუბის წევრებს ურიგებენ : ))

  5. თინი ამბობს:

    იქნება იმ მძღოლმაც არ იცოდა რო ყალბი იყო ჰა? :user:

  6. დემეტრე ამბობს:

    რა სიმპო მონეტაა :D

  7. X-Spamer ამბობს:

    მშვენიერი უნიკალური მონეტაა :D

  8. ლოოოოოოოოოოოოოლ, ვაიმე გეხვეწები ეგ რაღაცა მაჩუქე რა :D :D :D რა კაცია, ორლარიანის ადიბასია :D

    საღოლ, მაგარი პოსტია ძაან!

  9. TreZoRA ამბობს:

    ისა და ლადო ეგეთი ბევრი ხელი ჭუჭყები გქონდეს არ გინდა?:D:D:D
    ისე მძღოლი კაი ჩათლახი ყოფილა

  10. აკო ამბობს:

    მომყიდე რა ეგ მონეტა 2 ლარად :P

  11. ნინი ამბობს:

    მე არასდროს ვითვლი ხოლმე, ძალიან ძნელია დათვლა, რომ ჩამოდიხარ მარშუთკიდან და გაწოდებს ხურდას მძღოლი შენ კიდე თვლას იწყებ სანამ დაითვლი კი წავა მარშუტკა და. როგორღა დაითვლი. მე არ შემხვედრია ეგეთი მძღოლი არასდოს, არც ვუსურვებ

    • Landish ამბობს:

      შენ თავს არ უსურვებ თუ მძღოლს? : ))
      ეხა თვლაში შენც კაპიკ კაპიკ ნუ დაითვლი, უბრალოდ თვალი გადაავლე და მიხვდები ადგილზეა თუ არა ყველაფერი და ფულია თუ მონეტები : ))

  12. მტერსასრუტი ამბობს:

    ჰეჰ..ყალბი ათ ლარიანი მეც გამახსენდა ბუნდოვნად. : D გაჭირვების დროს დამეხმარა.პრინტერი აღარ მაქვს,თორემ ერთ-ორს კიდევ დავბეჭდავდი.

    პ.ს.დაკავების შემთხვევაში შეიტენეთ უკან დუმილის უფლება,მე უნდა ვიყვირო.

  13. გოჩა ამბობს:

    ავტობუსით ვმგზავრობდი , მოხუცი ქალი ჩადიოდა და მძღოლს დიდი წითელი ვაშლი მიაწოდა,ფული არ მაქვსო,მძღოლმა გამოიღო ბარდაჩოკიდან პატარა ვაშლი,მოაწოდა და უთხრა,აჰა ბებო ხურდა გერგებაო!

  14. ლილიანი ამბობს:

    მე 5 ლარიანი მქონდა ეგეთი ყალბი სადღაც მაღაზიაში დამიბრუნეს მარა იმდენად კარგად იყო მიმსგავსებული რომ ბანკშიც დიდი ხანი არკვევდნენ და 1000 რაღაც შუქებში ატარებდნენ : )))

  15. nicholas ამბობს:

    მმმ მე არასდროს არ ვუყურებ… ნუ ხურდას ნაამდვილად. აწი შევხედავ :D

  16. გიორგი ამბობს:

    და ფული თუ არ გვექნება ვერ ვიარსებებტ ესეგი ჭუჭყში ვცხოვრობთ ჭუჭყი გვაჭმევს, გვასმევს, კარგი მანქანა ჭუჭყის გამო გვაქვს მგონი მეგობარო სატაური წესივრად ვერ გაუეკტე არა?

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>