ყოველ 15 წუთში ავტოკატასტროფაში იღუპება ადამიანი. ბავშვი, კაცი, ქალი, თუ მოზარდი, მნიშვნელობა არ ააქვს, სიკვდილთან ყოველი ჩვენგანი თანასწორია.

აქცია "ყოველ 15 წუთში"

აქცია "ყოველ 15 წუთში"

ამერიკის შეერთებულ შტატებში,  შერვუდის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში”. დროის ამ შუალედით სტუდენტები სიმულირებულ კატასტროფაში “იღუპებოდნენ”. აქციის მიზანი საზოგადოების ყურადღების გამახვილება არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის საშიშროების შესახებ იყო.

სტეფინა სნოუდენს ერთ-ერთ “ცოცხალ მკვდრად” აქცევენ. მას შესაბამის მაკიაჟს უკეთებენ და დღის განმავლობაში ეკრძალება საუბარი და ხალხთან კონტაქტი.

სტეფინა სნოუდენი, აქციის მონაწილე, "ცოცხალ მკვდარი" სტუდენტი

სტეფინა სნოუდენი, აქციის მონაწილე, "ცოცხალ მკვდარი" სტუდენტი

ამავდროულად ბილი ოურენი, ამავე სკოლის სტუდენტი, სიკვდილს განასახიერებს. იგი კორიდორების გავლით საკლასო ოთახებში შედის და ახალ მსხვერპლს ეძებს, რომელსაც სისოცხლის მხოლოდ 15 წუთიღა დარჩა.

ბილი ოურენი კორიდორებში

ბილი ოურენი კორიდორებში

“სიკვდილმა” მორიგი მსხვერპლიც შეარჩია.  მანამ, სანამ შერჩეულ მსხვერპლს საგრიმიოროში გააგზავნიან და აქციისთვის მოამზადებენ, საკლასო ოთახში პოლიციის ოფიცერი მომავალი გარდაცვლილის შესახებ მცირე ნეკროლოგს კითხულობს, რომელიც სტუდენტის მშობლებმა შეადგინეს.

მსხვერპლის შერჩევის პროცესი

მსხვერპლის შერჩევის პროცესი

მორიგი შერჩეული სტუდენტი/მსხვერპლი, ჯეკი მონრო უკვე შენიღბულია. მას შავი ფერის მაისური აცვია წარწერით “Every 15 Minutes” (ყოველ 15 წუთში).

შენიღბული ჯეკი მონრო

შენიღბული ჯეკი მონრო

სკოლის ავტოსადგომზე კი ამ დროს ავტოავარიაა ინსცინირებული.

ინსცინირებული ავტოავარია

ინსცინირებული ავტოავარია

პროგრამაში მაშველებიც არიან ჩართულნი. ისინი სპეციალურ ჰიდრავლიკულ ხელსაწყოს იყენებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაზარალებულის ავტომობილიდან ამოყვანა.

მაშველების მუშაობის პროცესი

მაშველების მუშაობის პროცესი

მას შემდეგ რაც, სტუდენტი “იღუპება”, პოლიციის თანამშრომლები მის ნათესავებს გარდაცვლილის შესახებ ატყობინებენ. აქციას ამავდროულად აკვირდებიან სკოლის სხვა მოსწავლეებიც.

აქციის მონაწილეები

აქციის მონაწილეები

რობერტ ოლსენმა კი ტესტი სიფხიზლეზე წარუმატებლად გაიარა, ამიტომაც მას ციხეში გაუშვებენ. ესეც პროგრამის ნაწილია.

წარუმატებელი ტესტი სიფხიზლეზე

წარუმატებელი ტესტი სიფხიზლეზე

ავტოკატასტროფის დროს დაზარალებული ლიზი ელჯინი კი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

რეანიმაციისკენ მიმავალი სამაშველო ბრიგადა

რეანიმაციისკენ მიმავალი სამაშველო ბრიგადა

დღის ბოლოს კი ბრენდონ ელისონი და სხვა სტუდენტები დამკრძალავ ბიუროში მიჰყავთ. აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში” აჩვენებს სტუდენტებს, თუ რა შორს შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით მოძრაობამ მიგიყვანოს.

ბრენდონ ელისონი დამკრძალავ ბიუროში

ბრენდონ ელისონი დამკრძალავ ბიუროში

აქციის დასრულების შემდეგ “ცოცხალმა მკვდერბმა” ნეკროლოგები წაიკითხეს თავიანთ შესახებ. მათ ამ დროს უკვე მაისურები ეცვათ წარწერით “today it was me.” (დღეს ეს მე ვიყავი).

სტუდენტები ნეკროლოგების კითხვისას

სტუდენტები ნეკროლოგების კითხვისას

იმავე ღამეს ისინი სახლში არ მიიყვანეს და სხვაგან დააძინეს, რათა ეგრძნოთ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ოჯახისა და მეგობრებისგან შორს იმყოფები.

აქციის დროს არავინ დაღუპულა და ციხეშიც არავინ გაუგზავნიათ. ეს ყველაფერი იყო დადგმული, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, სანამ საჭესთან დასხდებოდნენ.

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ კი მსგავსი ტიპის აქციები ჩვენთანაც გაიმართებოდა. ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი აქაც არანაკლებია. დროა საზოგადოება გონს მოეგოს და კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ საკითხზე. პირადად ჩემზე ამ აქციამ დადებითად იმოქმედა, კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამ პრობლემის შესახებ, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ფეხით მოსიარულეთა ნაწილს მივეკუთვნები, ვფიქრობ ეს ჩატარებული აქცია თავისი ორიგინალურობითა და შესრულების ხარისხით ყოველთვის მემახსოვრება.

თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენად დიდია თბილისში და ზოგადად საქართველოში ავტოკატასტროფების რიცხვი? რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენს თქვენთვის არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა? როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისთვის რომ კატასტროფების რიცხვი შემცირდეს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ მსგავსი ტიპის აქციები საზოგადოებაზე მოქმედებს?