ნელ-ნელა ვვითარდებით და წინ მივიწევთ – ბოლო დროს თავში სულ ეს აზრი მიტრიალებს. სოციალური ქსელები და ღამის ცხოვრება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. ამის საუკეთესო მაგალითი კი არის პროექტი -
escape.ge

escape.ca - ყველგან, სადაც რამე ხდება

escape.ge - ყველგან, სადაც რამე ხდება

რა არის escape.ge?

ეს არის პირველი ქართული სოციალური ქსელი, რომელიც საქართველოში მომხდარ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ივენთს აშუქებს. მათი ჟურნალისტების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეიტყვოთ, თუ როგორ ჩაიარა ამა თუ იმ საღამომ, უახლოეს დღეებში რა ივენთებია დაგეგმილი და სხვ.

რეპორტაჟების გარდა თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეა, სადაც შესაძლოა თქვენი თავიც აღმოაჩინოთ. ამ ფოტოებს ივენთებზე სპეციალურად მოწვეული ფოტოგრაფები იღებენ.

ვისთვის არის შექმნილი ეს საიტი?

თუ თქვენ გართობა გიყვართ და ქლაბერი ხართ, მაშინ ეს საიტი ზედგამოჭრილია თქვენთვის. თქვენ აქ იპოვნით მათ, ვისაც თქვენნაირად უყვარს გართობა, გაქვთ ერთნაირი ინტერესები, მოხვედრილხართ ერთ ივენთზე ან ერთსა და იმავე ადგილას აპირებთ წასვლას.

გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფები, სადაც ნებისმიერ  თქვენთვის საინტერესო  საკითხზე შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს თანამოაზრეებთან ერთად. გაიჩინოთ მეგობრები და გქონდეთ მათთან მიმოწერა.

ასევე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც საღამოს იდეალურად გატარებაა შესაძლებელი საყვარელ ადამიანთან ერთად თუ მეგობრების წრეში.

რატომ უნდა დავრეგისტრირდე?

საიტზე შესული სტუმრის სტატუსის მქონე პიროვნებისგან განსხვავებით, დარეგისტრირებულ მომხმარებელს მეტი შესაძლებლობები აქვს. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეგიძლებათ:

  • დააფიქსიროთ საკუთარი აზრი ამა თუ იმ ივენთთან დაკავშირებით
  • ფოტორეპორტაჟებში საკუთარი თავის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგეძლებათ მონიშნოთ ფოტოზე
  • გაწევრიანდეთ და შექმნათ სხვადასხვა ჯგუფები
  • და სხვ. მრავალი საინტერესო რამ.

მე სხვას ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა რომ გირჩიოთ საიტზე შესვლა და დარეგისტრირება, დანარჩენ ყველაფერს თვითვონ მიხვდებით. რეგისტრაციის შემდეგ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი მეგობრებში დამატება.

escape.ge – ეს გართობის მოყვარულებისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია!