თუ თქვენ ვებ-გვერდების გასახსნელად Mozilla Firefox-ს ან IE (Internet Explorer)-ს ხმარობთ (იმედია ამ უკანასკნელს არა), მაშინ ეს პოსტი გამოგადგებათ ერთი პრობლემის მოგვარებაში, თუ კი ამას პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ.

ერთი საინტერესო მიგნება Firefox-ში
როდესაც შევდივართ ჩვენს საყავრელ საიტზე სადაც გვჭირდება ავტორიზაცია, შეგვყავს ჩვენი სახელი და პაროლი და შევდივართ სისტემაში, Firefox ამ სახელს (Username-ს) იმახსოვრებს, პაროლის დასამახსოვრებლად კი ჩვენი ნებართვაა საჭირო. როდესაც გამოვალთ სისტემიდან, რომელიმე ფორუმიდან, სოციალური ქსელიდან ან სხვა საიტიდან და შემდეგში ბრაუზერის გახსნისას ისევ მოგვინდება შესვლა, სახელის ველში, წინაზე ჩაწერილ სახელს უკვე დავინახავთ.
ეს კარგია. მაგრამ როგორია როდესაც, შეგვეშლება სახელი ან სხვა ისარგებლებს ჩვენი კომპიუტერით, ამ შემთხვევაში არასწორად აკრეფილი ჩვენი ან სხვისი სახელიც დამახსოვრდება Firefox-ში. და ჩვენი კვლავინდებურად ხელახალი შესვლისას დაგვხდება მათი სახელებიც, სწორიც და არასწორიც. ეს დამეთანხმებით არც თუ ისე სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ თუ კი თქვენ საკუთარ კომპიუტერზე ზიხართ.
სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას დავუთმე ეს პოსტი. სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ აღმოვაჩინე მე თვითონაც ეს, რადგან ერთ-ერთ საიტზე შესვლისას ყოველთვის ეს პრობლემა მაწუხებდა, და დროს მაკარგვინებდა ავტორიზაციაში. მოვიძიე გუგლით ამ პრობლემის შესახებ და მივადექი ამ გადაწყვეტილებასაც.
როდესაც რომელიმე იუზერის წაშლა გსურთ დამახსოვრებულ ველში, უბრალოდ გააკეთეთ შემდეგი პროცედურა:
- დააჭირეთ ველს, სადაც არის ზემდეტი სახელი (username)
- მაუსის ან ქვედა ისრის მეშვეობით მონიშნეთ ის სახელი, რომლის წაშლაც გსურთ
- მონიშულ სახელზე დააჭირეთ Delete-ს, ან ძველ ვერსიებში ეს იყო Shift + Delete
სულ ეს იყო.
იგივე პრობლემის მოგვარება შესაძლებელია IE-შიც, ზუსტად ზემოთხსნებული პროცედურების გავლის შემდეგ. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ IE პაროლებსაც იმახსოვრებს და მათი წაშლის შემთხვევაში შეგეკითხებათ წაშალოს თუ არა ესა თუ ის პაროლი.
მორჩა, თავის ტკივილებმა გაგვიარა.
ახლა მეტყვით რა საჭიროა ამდენჯერ სისტემაში შესვლა და გამოსვლა? ეს თქვენი ნებაა, დარჩებით თუ არა ავტორიზებული ბრაუზერის დახურვის შემთხვევაში საიტზე, მაგრამ თუ არ დარჩით და ყოველ გახსნისას შედიხართ ახლიდან, ეს პატარა ხრიკიც გეცოდინებათ
აუ ჩემი ცეცხლაკუდა არ იმახსოვრესბ უსერნეიმს და პასვორდებს დაჟE დადებითად მიპტიჩკვის შემდეგაც კი :მად:
რა ვუქნა?? ყველაფერი ვცადე ოპშენებშიც ვიქექე და ყველაფერი რიგზეა
უი ეს ვიცოდი. მე თვითონ მივხვდი
პ.ს. აღნიშნვა დამავიწყდა, რომ მსგავსი რამის გაკეთება Google Chrome-შიც შეიძლება : )