wp-config.php ფაილი არის WordPress-ის მთავარი საკონფიგურაციო ფაილი, სადაც ინახება ყოველგვარი ინფორმაცია სერვერის მონაცემთა ბაზის და ბლოგის პარამეტრების შესახებ. თუ კი ერთხელ მაინც დაგიყნებია ვორდპრესი საკუთარ ან პროვაიდერის მიერ გამოყოფილს სერვერზე, მაშინ ამ ფაილის რედაქტირებისას აუცილებლად ჩაწერდი კონკრეტული ბაზის ინფორმაციას, მაგრამ არედაქტირედი თუ არა ამ ფაილს სრულიად შენს გემოზე?

wp-config.php
ყურადღება: ნუ ჩაწერ და ნუ გადააკოპირებ პირდაპირ აქედან შენს უკვე გამოშუქებულ ბლოგზე ამ პარამეტრებს, რადგან იგი ყველასთვის იქნება ცნობილი, ჩაწერე ინდივიდუალური მონაცემები.
პირველი, რითაც დავიწყებ, ალბათ ისევ მონაცემთა ბაზის პარამეტრებია, რადგან ეს უმთავრესია ამ ფაილში.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ wp-config.php ფაილი WordPress-ის დირექტორიაში არ არის, იგი შენ უნდა შექმნა ხელით, უფრო სწორად კი არსებული wp-config-sample.php ფაილი გადააკეთო და შეინახო, როგორც wp-config.php
მაშ ასე შევუდგეთ ფაილის განხილვას.
define('DB_NAME', 'putyourdbnamehere'); // The name of the database
define('DB_USER', 'usernamehere'); // Your MySQL username
define('DB_PASSWORD', 'yourpasswordhere'); // ...and password
define('DB_HOST', 'localhost'); // 99% chance you won't need to change this value
მოკლედ გეტყვი, რომ putyourdbnamehere-ის მაგივრად უნდა ჩაწერო შენი მონაცემთა ბაზის სახელი, რომელიც უკვე შექმინლი გავს phpmyadmin-ის მეშვეობით. usernamehere-ის ადგილას უნდა ჩაწერო შენი მონაცემთა ბაზის მომხმარებლის სახელი, ხოლო yourpasswordhere-ის ნახვლად კი ამ მომხმარებლის პაროლი. localhost-ს ხელს არ ვახლებ, რადგან იგი 99% შემთხვევაში ამ მნიშვნელობას ინარჩუნებს. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესა მას პორტის მიცერა, ან თუნდაც საერთოდ სხვა მისამართის ჩაწერა ესაჭიროება ეს შენს ჰოსტთან უნდა გაარკვიო ..
მაგალითად, ეს არის localhost-ი თავისი სტანდრტული (default) პორტით
define('DB_HOST', 'localhost:3307');
ეს კი ჰოსტის მისამართი თავისივე პორტის ნომრით
define('DB_HOST', 'mysql.example.com:4454');
CUSTOM_USER_TABLE და CUSTOM_USER_META_TABLE პარამეტრები საშუალებას გაძლევენ გამოიყენო შენთვის სასურველი მნიშვნელობები, რომელიც იქნება გამოყნებული ბლოგის ადმინისტრატორისა და მომხმარებლების ინფორაციის შესანახავად მონაცემთა ბაზის კონკრეტულ ცხრილში.
define('CUSTOM_USER_TABLE', $table_prefix.'my_users');
define('CUSTOM_USER_META_TABLE', $table_prefix.'my_usermeta');
შემდეგი პარამეტრი მოდის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვისთვის საჭირო კოდირების შესახებ. ეს პრობლემა ძირითადად ქართულ და არასტანდარტული ენის მქონე ბლოგერებს სჭირდებათ ხოლმე. Default-ად მისი მნიშვნელობა არის UTF-8, რაც ქართული უნიკოდისთვის სავსებით გამოსადეგია და მისი შეცვლა შენ არ დაგჭირდება. აი ისიც…
define('DB_CHARSET', 'utf8');
შემდეგი პარამეტრი კი მიუთითებს ბაზაში არსებული ცხრილების კოდირებას. ჩვეულებრივ იგი ბაზის შექმნის დროს უნდა მიუთითო ხოლმე, მაგრამ არის შემთვევები, როდესაც არ უთითებენ და phpmyadmin-ის მიერ გათვლილი Default კოდირება ყენდება ამ ცხრილებზე. ამის შესაცვლელად შენ შეგიძლია გამოიყენო ეს პარამეტრი
define('DB_COLLATE', 'utf8_general_ci');
მივადექით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ბლოგის დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ეს არის Secret Key.
თავიდან საკონფიგურაციო ფაილში წერია ასე
define('AUTH_KEY', 'put your unique phrase here');
define('SECURE_AUTH_KEY', 'put your unique phrase here');
define('LOGGED_IN_KEY', 'put your unique phrase here');
define('NONCE_KEY', 'put your unique phrase here');
ხოლო მათ ნაცვლად უნდა ჩაწერო Secret Key Generator-ის მიერ შედგენილი დამცავი სიტყვები (თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას
), რომელიც ყოველ ჯერზე უნიკალურია. ამ Key-ის მოპოვება შენ შეგიძლია ამ მისამართიდან. ეს პარამეტრი WordPress-ში დამატებული იქნა 2.6 ვერსიის შემდგომ.
ცხრილის პრეფიქსი WordPress-ში ჩვეულებრივ ასე გამოიყურება, მისი რედაქტირება და შეცვლა შეგიძლია.
$table_prefix = 'wp_';
ბლოგის მისამართის შეცვლა აუცილებელია მაშინ, თუ WordPress-ის ძირეული სკრიპტი ინახება სერვერზე სხვა ფოლდერში, მაგალითად ფოლდერში /blog/ , ხოლოდ index.php არის მთავარ დირექტორიაში. ამ მისამარტის შეცვლა შესაძლებელია როგორც ადმინპანელიდან (Administration >Settings > General), ისევე wp-config.php ფაილიდან.
define('WP_SITEURL', 'http://example.com/wordpress');
define('WP_HOME', 'http://example.com/wordpress');
WP_SITEURL-ს პარამეტრის მნიშვნელობად იწერება ის მისამართი სადაც მდებარეობს ძირეული სკრიპტი, ხოლოდ WP_HOME-საში კი ის ადგილი სადაც მდებარეობს index.php ფაილში.
გაითვალისწინე, რომ ამ პარამეტრების გამოყენების შემთხვევაში, მთავარ დირექტორიაში არსებული index.php ფაილის რედაქტირება მოგიწევს და შიგ ამ ნაწილის ჩასწორება require(‘./wordpress/wp-blog-header.php’); , ანუ იმ ადგილის მისამართის მიწერა, სადაც მდებარეობს შენი ძირეული სკრიპტი.
ესეც ასე, ახლა კი ვორდპრესის ასათვირთი ფაილების, პლაგინებისა და სკინების ფოლდერები მივუთითოთ შემდეგნაირად. ტუმცა ამ პარამეტრის ჩამადება/რედაქტირება არ არის საჭირო.
define( 'WP_CONTENT_DIR', $_SERVER['DOCUMENT_ROOT'] . '/blog/wp-content' ); define( 'WP_CONTENT_URL', 'http://example/blog/wp-content');
ამოირჩიე რომელიმე, პირველი მიუთითებს ფოლდერის ლოკალურ მისამართს, ხოლო მეორე მიუთითებს ფოლდერის სრულ მისამართს.
AutoSave-ის დროის შეცვლა შეგიძლია ამ პარამეტრის მნიშვნელობის შეცვლის მეშვეობით. ჩვეუებრივ იგი 60 წამზეა დაყენებული, შენ ეს დრო შეგიძლია გაზარდო ან შეამცირო შენივე სურვილისამებრ.
define('AUTOSAVE_INTERVAL', 160 ); // seconds
აქვე შეგახსენებ, რო Autosave არის სკრიპტი, რომლის მეშვეობითაც პოსტის წერის დროს ვორდპრესსში ავტომატურად ინახება ჩაწერილი ტექსტი, რომლის რედაქტირება და მართვა ძალიან ადვილია
ამავე ფუნქციას აქვს Revision-ების ნახვის საშულება, ანუ შეხედო ტექსტს/პოსტს იმ გაკრვეული დროის მანძილზე, რომელზეც მან დაიმახსოვრა არსებული მონაცემები. შენ შეგიძლია ამ ფუქნციის გაუქმება, ან პირიქით Revision-ების რაოდენობის გაზრდა და/ან შემცირება.
define('WP_POST_REVISIONS', false );
define('WP_POST_REVISIONS', 3);
თუ გსურს, რომ Revision-ები მოხსნა, მაშინ წერ false-ს, ხოლო თუ გსურს მათი რაოდნოების გაზრდა/შემცირება, მაშინ ჩაწერ შენთვის სასურველ რაოდენობას რიცხვით. მაგ: 3.
Debug გახლავთ ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ეკრანზე გამოდის ამა თუ იმ შეცდომებისა (error-ების) და გაფრთხილებების (warnings-ების) შეტყობინებები. მათი ჩართვა და გამორთვა შეგიძლია ამ პარამეტრის გამოყენებით, მნიშვნელობით true ან false.
define('WP_DEBUG', true);
define('WP_DEBUG', false);
თუ კი შენ არ გიწერია ეს პარამეტრი, მაშინ იგი ნაგულისხმევი იქნება, როგორც false, ანუ გამორთული.
თუ კი შენ არ მიგიწვდება ხელი შენი სერვერის php.ini ფაილზე, მაშინ შენ შესაძლოა მოგიხდეს ამ პარამეტრის გამოყენება, თუ კი შენ დაინტერესებული ხარ error_log-ის ნახვით. (ეს არის ერთგვარი ჟურნალი, სადაც აისახება დაშვებული შეცდომები)
@ini_set('log_errors','On');@ini_set('display_errors','Off');
@ini_set('error_log','/home/example.com/logs/php_error.log');
/* That's all, stop editing! Happy blogging. */
თუ შენ ფაილის ატვირთვისას ეკრანზე მიიღე ასეთი შეტყობინება, Allowed memory size of xxxxxx bytes exhausted, სადაც x-ების ნაცვლად წერია ციფრები, მაშინ შენ დაგიჭრდება Memory Size-ის გაზრდა, თუ კი ეს ნებადართული შენი ჰოსტის მიერ. (ამის თაობაზე დაუკავშირდით ჰოსტის ადმინისტრაიას). ამ ლიმიტის გაზრდა შენ შეგიძლია შემდეგნირად
define('WP_MEMORY_LIMIT', '64M');
64M-ს ნაცვლად შენ შეგიძლია ჩაწერო შენთვის სასურველი ზომა მეგაბაიტის თვალსაზრისით. ჩვეულებრივ ეს პარამეტრი არ აღემატება 32M-ს.
არც ქეშირების საკითხია უყურადღებოდ დატოვებული. შენ შეგიძლია გამოიყენო ქეშირება, რომელიც გამოიყენებს wp-content/advanced-cache.php ფაილს ყოველი wp-settings.php ფაილის ჩატვირთვისას. პარამეტრი ასე გამოიყურება.
define('WP_CACHE', true);
WordPress, როგორც ყველაზე პოპულარული და მრავალმომხარებლიანი ბლოგ სისტემა, ნათარგმნია უამრავ ენაზე, მათ შორის ქარულზეც. ენის შესაცლველად შენ დაგჭირდება ორი პარამეტრის ჩაწერა
define('WPLANG', 'ge_GE');
define('LANGDIR', 'mylanguagedirectory');
პირველი პარამეტრი მიუთითებს ენის სახელწოდებას, ხოლო მეორე პარამეტრი ფაილის მდებარეობას. თუ ამ პარამეტრს არ მივუთითებთ, მაშინ ავტომატურად გამოძახეულ იიქნება ენის .mo ფაილი ფოლდერიდან /wp-content/languages/, რომელიც ხელით უნდა გქონდეს შექმნილი.
Save Queries საშუალებას გაძლევს გაანალიზო და დაინახო ყველა ბრძანება, რომელიც კეთდება შენი სკიპტის მეშვეობით მონაცემთა ბაზაში. ამ ფუნქციის ჩართვა შეგიძლია ასე
define('SAVEQUERIES', true);
ფაილების default უფლებების დასაყნებლად (CHMOD) გამოიყენე შემდეგი ორი პარამეტრი
define('FS_CHMOD_FILE',0755);
define('FS_CHMOD_DIR',0755);
FS_CHMOD_FILE მიუთითებს ფაილებისთვის არსებულ default ნებართვას, ხოლო FS_CHMOD_DIR კი ფოლდერებისთვის არსებულ ნებართვებს, ანუ CHMOD-ებს.
wp-config.php ფაილში შესაძლებელია ასევე FTP ინფორმაციის გაწერა შემდეგნაირად
define('FTP_BASE', '/path/to/wordpress/');
define('FTP_CONTENT_DIR', '/path/to/wordpress/wp-content/');
define('FTP_PLUGIN_DIR ', '/path/to/wordpress/wp-content/plugins/');
define('FTP_PUBKEY', '/home/username/.ssh/id_rsa.pub');
define('FTP_PRIVKEY', '/home/username/.ssh/id_rsa');
define('FTP_USER', 'username');
define('FTP_PASS', 'password');
define('FTP_HOST', 'ftp.example.org:21');
სადაც, FTP_BASE არის სრული გზა მთავარ დირექტორიამდე, FTP_CONTENT_DIR - სრული გზა კონტენტის დირექტორიამდე, FTP_PLUGIN_DIR – სრული გზა პლაგინების დირექტორიამდე, FTP_PUBKEY და FTP_PRIVKEY არის FTP-ს SSH public და private გასაღებები. ხოლო FTP_USER, როგოროც უკვე მიხვდი არის FTP-ს მომხამრებელი, FTP_PASS – პაროლი, ხოლო FTP_HOST კი FTP-ს მისამართი.
ინფორმაციისთვის და ცოდნის გასაღრმავებლად გეტყვი, რომ არის პარამეტრები ქუქი ჩანაწერებისთვისაც, რომლებიც ასე გამოიყურებიან
define('COOKIEPATH', preg_replace('|https?://[^/]+|i', '', get_option('home') . '/' ) );
define('SITECOOKIEPATH', preg_replace('|https?://[^/]+|i', '', get_option('siteurl') . '/' ) );
define( 'ADMIN_COOKIE_PATH', SITECOOKIEPATH . 'wp-admin' );
define( 'PLUGINS_COOKIE_PATH', preg_replace('|https?://[^/]+|i', '', WP_PLUGIN_URL) );
define('TEMPLATEPATH', get_template_directory());define('STYLESHEETPATH', get_stylesheet_directory());
ამის გამოყენება მაინც არ არის რეკომენდებული, თუ კი შენ რაიმე განსხვაებული სახის დომენს არ ფლობ.
მოკლედ სულ ეს იყო, დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლია მიაკითხო ოფიციალურ დოკუმენტაციას


ეგ კი არა ვეჟო ის დაწერე თემის CSS-ის მოდიფიკაცია როგორ უნდა ნუბებისთვის.
ბლოგ.გე-ზე ვაპირებ მაგ ფუნქციის ჩართვას და ხალხმა რომ ისწავლოს
Sweet Baby Girl
შენ ჩართე და ხალხი ისწავლის
ძალიან კაია
წარმატებები
ეხლა ჩვენი გუნდი თარგმნის ფორუმს , და მერე ერთ სტატას თუ დაწერ ფორუმის შესახებ(ჩვენც დავწერ..
) მადლობელი ვიქნები
გამარჯობათ. აქ არაფერ შუაში ამაგრამ იქნება დამეხმაროთ რა გასაჭირში ვარ. ოპერაში ყველაფერი კაგადაა მაგრამ IE ში ფუტერი ვარდება ხოლმე ზემოთ ანუ სადღაც შუაში იჩედება დააღარც დაბლა იფურცლება საიტი აღარც მაღლა. მტავრ გვერდზე არ მოსდის ანუ ინდექს ფაილში კარგადაა ყველაფერი არქივებში ა რარაცა ნიტოდ. და იქნება მიშველოთ რა
დათო
მასე ზეპირად ვერ იტყვი…
ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია…
დავაყენე საიტზე ნახვების მოდული ანუ რამდენჯერაა სტატია მონახულებული აქტივაცია გავუკეთე და როგორ გამოვაჩინო და კიდევ თუ შეიძლება დადე კოდი რომლითაც შევძლებ შენნაირი კომენტარების ვიდის გაკეთებას : )) წინასწარ დიდი მადლობა
ბარათა
მაგ ნახვების პლაგინს მოჰყვება ინსტრუქცია და წაიკითხე… რაც შეეხება ჩემნაირეი კომენარტრების ვიდს… ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.. კერძოდ კი HTML + CSS და ცოტა PHP-ს ცოდნა
არანაირი ინსტრუქცია არ მოყოლია სამწუხაროდ