- ვაიმე გიო ეს შენ ხარ?
- ვაა მარი?
- როგორა ხარ ბიჭო? მაგრად გამიხარდა შენი ნახვა
- მე ძალიან მაგრად ვარ, შენ?
- მეც მაგრად. რა ხდება შენსკენ ახალი? სად ხარ დაკარგული?
- რავი არაფერი, ძველებურად ვარ, შენ?
- მეც მასე რა.
(უხერხული დუმილი … ) და სავარაუდოდ დიალოგიც აქ მთავრდება ხოლმე და ეს ორნი ემშვიდობებიან. გიორგი და მარი პირობითად ავიღე, როგორც ორი ყველაზე პოპულარული სახელი თბილისში.
გულახდილად მიპასუხეთ, რამდენჯერ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, როცა ქუჩაში ნაცნობი შეგხვედრიათ და “რავი მეც მაგრადის” შემდეგ დამშვიდობებიხართ ერთმანეთს?
რატომ ხდება, რო ნაცნობებს სალაპარაკო თემა არ ააქვთ ხოლმე? თუ ეს უბრალოდ მათთვისაა, ვისაც არ გაუხარდა თავის ნაცნობთან შეხვედრა?
არის რა თქმა უნდა ისეც, როცა ორი დიდი ხნის უნახავი ერთმანეთთან სადმე დასხდებიან და თავიანთ მთელ ისტორიებს მოუყვებიან, მარა ეს რატომღაც ნაკლებად ხდება ხოლმე. მასობრივად კი ზემოთხსენებული პრობლემაა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი შეილძება ჰქონდეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ რა მიზეზებია ეს? რატომ ხდება ასე? როგორ განვაგრძოთ საუბარი მასთან, რომელსაც დიდი ხანია არ ვყოლივართ ნანახი? რას გრძნობთ და ფიქრობთ ხოლმე ასეთი შემთხვევების შემდეგ?

მე მასე ისეთ ადამიანებთან მომდის ვის მიმართაც არანაირი ინტერესი არ მამოძრავებს
მითუმეტეს თუ უბრალოდ “ძველი ნაცნობია”
არა მანდ არ მტავრდება კაკ მინიმუმ შენთვის ცნობილი მისი ინტერესებიოს სფეროს შეეხები რაღაცას კითხავ რამე სიახლე ხომ არაა ისიც იგივეს გააკეთებს და ყოფილა ქუჩაში ასე შემთხვევით შეხვედრილ ძველ ნაცნობთან 2 საათი მიჭორავია და ძალიან კმაყოფილად დავცილდით
მონდომებაზე და განწყობაზეა დამოკიდებული. თუ გკიდია ის ადამიანი რა თქმა უნდა ამ სამი ფრაზის მერე ნახუი გაუშვებ და შენს გზას გააგრძელებ
ეგ თემა ჩემი ტკივილია
((( ალბათ ის არის რომ უბრალოდ არ ვინტერესდებით ერთმანეთით თორე ის გამმონაკლისები რომლებიც შენ ახსენე აღარ იქნებოდა გამონაკლისები =) იავიცი იავიცი…
რავიცი გზას გავაგრძელებ?
არა გამახსენდა: მერე ამინდზე დაუწყებ ლაპარაკს და ა.შ.
ძველ ნაცნობსაც გააჩნია. თუ ძველად მეგობრობდით, ასე “რავი, მაგრად” არ მთავრდება და თუ უბრალოდ ნაცნობია, ახალი რა უნდა მოუყვე, როცა ძველიც კი არ იცის?
არ მიყვარს მსგავსი ნაცნობების ხილვა
ზოგჯერ უბრალოდ უთემობის ბრალია და უმეტეს შემთხვევაში უფულობის
ხო არ დადგები და გოგოსთან შუა ქუჩაში რუსთAველის “ვეფხისტყაოსანზე” ხო არ დაიწყებ ლაპარაკს. სადმე უნდა დაპატიჟო ყავაზე დასხდეთ და მერე მოვა თავში სალაპარაკო თემაც და ყველაფერი..ააი ეგ დასკვნა გავაკეთე მე, რადგანაც მეც საკმაოდ მაწუხებს ეგ რავა ხარ/რავი შენის ამბავი
სხვათაშორის მაგ მიზეზმა მხოლოდ ახლა დამაფიქრა : ))
ადამიანთა საუბარს ნებისმიერ ადგილას შევძლებ, მთავარია პიროვნება და თემები იყოს საინტერესო : )
მაშ რაიზე უნ ისაუბრო ყმაწვილ ქალთან ოდეს შუკაში უცებლიედ შეხვდები?
უცებ მოიკითხავ და გააგრძელებ ცხოვრებას. ლოგიკურად ეს მაშინ ხდება, როცა ძალიან გეჩქარება, ან როცა შემხვედრი შენთვის უბრალო ნაცნობია და მეტი არაფერი.
ვარსქენ შენ ცოცხალი ხარ? რავა ხარ? )))
ეგ იმიტომ, რომ ცოტა ადამიანია, ვისი ამბებიც დაგაინტერესებს.
))
ანუ, ახლა რამდენ ადამიანთან გაქვს კონტაქტი, თუნდაც ფბ-თი და აქედან რამდენის ამბებით ინტერესდები და იგებ შენი ინიციატივით? 100დან ხო მაქსიმუმ 10 ადამიანი გავს ეგეთი? დანარჩენებს პროსტა იცნობ. სხვა მიზნით კონტაქტობ მათთან.
ეგრე არის ძველ ნაცნობებთანაც. იცნობ და მიესალმები, მაგრამ მისი ამბებით არც დაინტერესდები და თვითონაც არ მოგივა აზრად, შენი ახალი ამბები მას გაუზიარო
თუ გინდა, მაშინ თემის ძებნაც არ დაგჭირდება..
მოკლედ , იმჰო, დამოკიდებულია ადამიანზე, გარემოზე და სურვილზე.. ყველაზე მეტად კი ამ უკანასკნელზე.
ამ თემაზე მეც ვაპირებდი პოსტის დაწერას, მაგრამ მემგონი ყვალას აქვს დაწერილი და გადავიფიქრე
( ასეთი გულგრილობის მიზეზი კი – ჩემი აზრით ისაა რომ, ყველა მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვხოვრობთ და ყველაფერი გვკიდია..ეჰ, что поделаеш, XXI век.
ის რომ ამ თემაზე ბევრს უწერია, არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ გაქ ამის დაწერის უფლება… პირიკით შენი სათქმელიც უნდა დააფიქსირო : )
ძალიან ნერვებს მიშლის ასეთი დიალოგები
მე ვფიქრობ, რომ დიალოგი აქ იმიტომ მთავრდება, რომ სავარაუდოდ ისეთი ადამიანი გხვდება ვისაც კარგად არ იცნობ და ჩერეზ მეგობარს შემთხვევით გაუცნია ან რაღაც
ანდა ძველი ნაცნობია და საერთო თემა არ გაქვს რომ გაუზიარო
მე ასე მგონია
ამიტომ თუ სადმე ისეთ ნაცნობს დავინახავ, ვისთანაც ვიცი რომ როგორ ხარ, რავი შენ-ით დამავრდება ყველაფერი
საერთოდაც ვემალებისავით ხოლმე :ს
“მასობრივად კი ზემოთხსენებული პრობლემაა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი შეილძება ჰქონდეს.” <—- მე სულაც არ მგონია, რომ ეს პრობლემაა : )
ძალიან კარგი, სასიამოვნო განსხვავებული აზრის მოსმენა : )
ტოლსტიომ თქვა ერთხელ, არაფერი ისეთ დიდ ტკივილს არ გვანიჭებს, როგორც შეხვედრა ადამიანთან რომელიც ერთ დროს ჩვენთვის ძალზედ ახლობელი იყო და ხედავ რომ ორიოდე სიტყვის შემდეგ საუბარსაც ვეღარ ახერხებთო.
უბრალო ნაცნობზე არაა ლაპარაკი, ისეთი ადამიანი ვნახე, ადრე რომ ძალიან ახლოს ვიყავით და ისეთი შეცვლილი მეჩვენა, ზუსტად ისე დამთავრდა ჩვენი დიალოგი, როგორც გიწერია ზემოთ. საშინელ გულისტკივილს ვგრძნობდი , მაშინ გამახსენდა ეს ფრაზა და რა გენიალურად უთქვამს მეთქი, გავიფიქრე. რატომ ხდება და ვიცვლებით და იმიტომ, ცხოვრება ცვლის ადამიანებს. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და დღემდე ჩამრჩა გულში, ახლა ისე ხშირად ხდება ასეთები, რომ…
მე ვფიქრობ: ვინ იყო ნეტა ეს?