Adobe License Agreement Pop-Up Window-ის გათიშვა

გიყვართ ფოტოშოპი და ილუსტრატორი? ხშირად იყენებთ ამ პროგრამებს? დარწმუნებული ვარ კი. მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მათი ლიცენზიის მოსაპოვებლად 1000 მწვანეს კი არ გადაიხდიდით, არამედ ინტერნეტში მის კრეკს და სერიულ ნომერს მოძებნიდით. ასეა? რათქმა უნდა კი.

მაგრამ ასეთი ფანჯარა არასდროს გიხტებოდათ ხოლმე პროგრამის ჩართვისას?

adobe_license_agreement

Adobe License Agreement Pop-Up Window

ამ პრობლემამ ორ თვეზე მეტი მაწვალა. ყოველი ჩართვისას მიგდებდა ხოლმე ამ ფანჯარას და არსებული სამი ღილაკიდან, ნებისმიერზე დაჭერის შემდეგ პროგრამა მაინც ირთვებოდა. თუ კი ასე ხდებოდა, უბრალოდ ამ ფანჯარის ამოგდების არსს ვერ ვწვდებოდი. ალბათ მორიგი ბაგი (BUG) იყო. მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი ვისწავლე.

ვისწავლე და მინდა თქვენც გასწავლოთ. შუა ღამისას გამომღვეძა იმაში ფიქრით, რომ ნუთუ ამ პრობლემის მოგვარeბის გზა არ უნდა არსებობდეს? ნუთუ ასე უნდა ვწვალობდე ხოლმე ყოველი კომპთან დაჯდომისას? და ბოლოს 1000 უინტერესო შედეგის მიუხედავად მივაგენი ერთ ფორუმს და ვიღაც ღვთისნიერი კაცის პოსტს, სადაც უმარტივესი გზა იყო ახსნილი ამ თავის ტკივილის წამლისა.

აი მისი პოსტიც (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

adobe_eulla

adobe_eulla.dll

გადაარქვით ნებისმიერი სახელი ან უბრალოდ წაშალეთ ფაილი adobe_eulla.dll თქვენი დაინსტალირებული Adobe-ს ფოლდერიდან და მორჩა, დაისვენეთ.

თუ კი თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებთ, ეხა უკვე იცით, როგორ გადაჭრათ იგი :)

ასევე თუ არ იცით, შემდეგში გასწავლით Adobe-ს პროგრამების დაკრეკვის ხერხებსაც. გასწავლოთ? :D

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "დეველოპმენტი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

4 კომენტარი პოსტზე Adobe License Agreement Pop-Up Window-ის გათიშვა

  1. ვაჰ რა მაგარია. : ) ზუსტად ასეთი პრობლემა ჰქონდა ჩემს მეგობარს. ვერაფერი მოუხერხა და წაშალა ფოტოშოფი.

  2. Lord Vader ამბობს:

    ლეონარდ შელბი :
    ზუსტად ასეთი პრობლემა ჰქონდა ჩემს მეგობარს. ვერაფერი მოუხერხა და წაშალა ფოტოშოფი.

    წაშალა ფოტოშოფი და დააყენა ქორელ დროს პაკეტი+PSP
    და არაფერიც არ დაუკარგავს :)
    სავარაუდოდ, მოიგო კიდეც :)

  3. Katten Försvann ამბობს:

    მიხარია რომ გახსენი კვანძი, თუმცა მე არ მქონია მსგავსი პრობლემა :)

  4. Landish ამბობს:

    @Katten Försvann
    უნდა გენახე, გუშინ რა ტკბილად მეძინა :D გუშინ რა, დღეს.. :D

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>