რამდენიმე დღის წინ ნაგვის გასატანად რომ ვიყავი ბუნკერში, შევნიშნე რომ მილი ამოლუქული იყო. თავიდან ვიფიქრე მეზობლებმა ამოლუქეს თქო, თუმცა რატო ამოლუქეს მაინც ვერ გამეგო. ნაგვის პარკით შინ რომ შევბრუნდი, ვიკითხე, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ და პასუხად მივიღე, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ბუნკერი კვირაზე მეტია იმყოფებოდა :D .

თურმე ქალაქის მერიას კორპუსებში ბუნკრების დალუქვა დაუწყია და ეს დიდი ხნის ამბავი ყოფილა, უბრალოდ ჩემთან მოაღწია სიახლეებმა გვიან.

bunkeri

ნაგვის კონტეინერი

თავიდან ეს ფაქტი მეუცნაურა, ოღონდ რამე ახალი გააკეთონ და რას აკეთებნ თვითონაც არ იციან თქო.

მარა მე გამახსენდა ყოველი მინუსი, იმისა რაც ბუნკერს მოჰქონდა. ეს იყო, ვირთხები, ბუზები, აუტანელი სუნი და ყოველგვარი სანიტარია. ახლა ასეთი რამ აღარ არის. ეს ყველაფერი კი ნაგვის კონტეინერების დამსახურებაა.

თბილისის უბნების უმეტესობას უკვე დაულუქეს ბუნკრები, ნაწილს მალე ემუქრება ეს ფაქტი. თუმცა სიტყვა მუქარა აქ შეუსაბამოა, რადგან დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენსვე სასიკეთოდ კეთდება. წარმოუდგენელი იყო კორპუსებში ბუნკრის მხარეს მქონე ბინებში ცხოვრება. განსაკუთრებით ზაფხულში, ვერც ფანჯარას გააღებდი და ვერც აივინს კარს. სარეცხის დასაფენად კი ელვისებური სისწრაფით უნდა გემოქმედათ, ან როგორც მინიმუმ, “პროწივა გაზი” უნდა გაგეკეთებინათ. მძაფრი სუნი მაღალ სართულებზეც აღწევდა, რომ არაფერი ვთქვათ დაბალ სართულებზე. ნაგვის არომატი განსაკუთრებით მაშინ იყო გამძაფრებული, როდესაც დასუფთავების სამსახურიდან იყვენენ მოსულნი და ბუნკერს ასუფთავებდნენ. ეს პროცესი აშკრად არც მათ და არც მოსახლეობას მოსწონდა. ახლა ნაგვის კონტეინერების საშუალებით ეს პროცესი ბევრად სწრაფადაც ხდება.

მოსახლეობის უმეტესობას მოსწონს მერიის ეს გადაწყევტლება. არიან რათ თქმა უნდა ისეთებიც, რომლებიც სიზარმაცისგან ბუზღუნებდნენ, მათ ძველი ბუნკრები ერჩივნათ. ერჩივნად რამდენიმე ნაბიჯი გაევლოთ სახლის კარიდან ნაგვის გადასაგდებად, ვიდრე ახლა რამდენიმე სართული და + ათიოდე მეტრი.

თუმცაღა არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ სულაც არ არის საჭრო ნაგვის გასატანად ცალე გასვლა. როდესაც სამსახურში, მაღაზიაში ან სასწავლებელში მიდიხართ, მოჰკიდეთ ხელი პარკს და გაიყოლეთ. მერწმუნეთ ასე უფრო ადვილი იქნება სახლიდან ნაგვის გატანის პროცესი :D

ნუ მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ ნაგავზე საუბარს, უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ცივილიზებურ ქვეყანას ნელ-ნელა ვემსგავსებით, ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ დავემსგავსოთ. ამისთვის კი ასეთი მცირე მოვლენები აუცილებელი ფაქტორებია.

თქვენ რას ფიქრობთ ამ დალუქულ ბუნკერებზე? დალუქეს თუ არა თქვენთან და მოგწონთ თუ არა ეს ფაქტი?

თემა თბილისის ფორუმზე