დარწმუნებული ვარ რეკლამებს ვერცერთი თქვენგანი ვერ იტანს, ტელევიზორში მის გამოჩენისას ეგრევე სხვა არხზე გადართავთ ხოლმე და უკან არ ბრუნდებით, მანამ არ დამთავრდება იგი. ეს იმიტომ ხდება, რომ რეკლამები ძირითადად მოსაბეზრებელია ხოლმე. იმისთვის, რომ რეკლამის დროს მაყურებელმა სხვა არხზე არ გადართოს, საჭიროა რომ ისეთი რეკლამა გადაიღონ, რომელსაც სიამოვნებით უყურებდნენ.

გადავწყვიტე ასეთი კატეგორია დამემატებინა, ვიდეოები, რომლებიც მოიცავდა მსგავსი სახის რეკლამებს, რომლებსაც სიამოვნებით ვნახავდი ტელევიზორში, რომ ყოფილიყო.

1. Foxsports – Cabin

ბმული – http://vimeo.com/7192217

ეს გახლავთ ვიდეო სპორტული არხის შესახებ, რეკლამის აზრი იმაში დევს, რომ სპორტი ყველა ნორმალურ ადამინს უყვარს.

2. Renault – Baby

ბმული – http://vimeo.com/6622591

ცნობილი ავტობრენდის, Renault-ის რეკლამა, რომლის მთავარი აზრიც ისაა, რომ ეს ახალი ავტომობილი მეტად მძლავრია, თანაც ის ნაკლებ საწვავს მოითხოვს.

3. Tele2 “Big Bills”

ბმული – http://vimeo.com/8216718

შვედური მობილური და ინტერნეტ კომპანიის, Tele2-ის რეკლამა, რომლის მთავარი აზრიც გამოხატავს იმას, რომ კომპანიის დაბალ გადასახადებს აწესებს თავის მომხმარებლებზე.

4. Nova “Baby”

მული – http://vimeo.com/7466767

რადიო Nova-ს რეკლამა, რომლის აზრიც ისაა, რომ ეს რადიო სხვანაირად ჟღერს.

5. Central Beheer “Invasion”

ბმული – http://vimeo.com/7978274

ეს არის ბუზის საკლავის სახეობის, მისაწებებლების რეკლამა, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ ეს პროდუქცია მიიკრავს ნებისმიერ მწერს.

დღეს ამით დავასრულებ, ვეცდები ხშირ-ხშირად დავდო ხოლმე მსგავსი სახის კრეატიული რეკლამები და ვიდეოები, რომლის ნახვაც სასიამოვნო იქნება თქვენთვის. ეს ვიდოები არ იქნება მოსაბეზრებელი და დროის თვალსაზრისითაც მაქსიმუმ 1 წუთიანები. (+- რამდენიმე წამი).

აქვე გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა მცირე გამოკითხვაში გავაგრძელო თუ არა მსგავსი ვიდეოების დადება? გთხოვთ ასევე შემატყობინოთ კომენტარის სახით, რომელი ვიდეო მოგეწონათ ყველაზე მეტად? რომელი არა?

http://answers.polldaddy.com/poll/2540611/

რეკლამაზე გამახსენდა და შეგიძლიათ, რომ გვერდითა და პოსტის ქვემოთან ბანერზე დამიკლიკოთ ხოლმე ერთხელ, მადლობა :)