ერორები XHTML ვალიდაციისას

დიზაინის აწყობის შემდეგ, როგორც წესი ვებ-მასტერი თავის xhtml დოკუმენტს უკეთებს ვალიდაციას, რაც ნიშნავს კოდის სტანდარტებთან შემოწმებას. თუ ვალიდაციის დროს აღმოჩნდება რაიმე შეცდომეა, იგივე error, მაშინ იგი ცდილობს რომ ეს შეცდომა გამოასწოროს და მიიღოს “სუფთა” xhtml კოდი.თუმცა ხშირად ამას არავინ აქცევს ყურადღებას, რაც ჩემი აზრით არც თუ ისე მართებულია. ქვემოთ მოყვანილია პატარა სია, იმისა თუ ყველაზე ხშირად რა შეცდმომები გვხდება ვალიდაციის დროს.

w3c

The World Wide Web Consortium

ამპერსანტი (&)

მაგალითი (შეცდომა):

<a href="foo.php?chapter=1&section=2">...</a>

ასეთი კოდი სავარაუდოდ შემდეგ შეცდომას გვიჩვნებს: Unknown entity

მის გამოსასწორებლად საჭიროა მოვიქცეთ შემდეგნაირად, ყოველთვის დავწეროთ &amp; ამის მაგივრად &.

სწორია:

<a href="foo.php?chapter=1&amp;section=2">...</a>

სამწუხაროდ კოდების პლაგინი არ მაძლევს საშუალებას, რომ კოდი ზუსტად გამოვსახო

ელემენტების არასწორი განლაგება

მაგალითი (შეცდომა):

<strong><em>...</strong></em>

ვალიდაციის დროს შეცდომას სავარაუდოდ დაგვიწერს შემდეგს: Missing tag

XHTML-ში (და HTML-შიც) ელემენტები თანმიმდევრულად უნდა იყოს დახურული

სწორია:

<strong><em>...</em></strong>

სიტყვა DOCTYPE წერია პატარა ასეობით

მაგალითი (შეცდომა):

<!doctype html public "-//w3c//dtd xhtml 1.0 strict//en"
"http://www.w3.org/tr/xhtml1/dtd/xhtml1-strict.dtd" >

ვალიდატორი სავარაუდოდ გვიჩვენებს შემდეგ შენიშნვას: Missing DOCTYPE

აუცილებელია ამ სიტყვის დიდი ასოებით დაწერა.

სწორია:

<!DOCTYPE html PUBLIC "-//W3C//DTD XHTML 1.0 Strict//EN"
"http://www.w3.org/TR/xhtml1/DTD/xhtml1-strict.dtd" >

გამოტოვებულია დამხურავი ტეგი “/”

მაგალითი (შეცდომა):

<img src="image.gif" width="100" height="100" alt="Logo">

ვალიდატორი გვანიშნებს შემდეგს: Missing closing tag

XHTML-ში ისეთი ტეგები, როგორიცაა img, br, hr და სხვა, საჭიროა ჰქონდეს შიგნითვე დამხურავი ტეგი “/”.

სწორია:

<img src="image.gif" width="100" height="100" alt="Logo" />

დიდი ასოებით აკრეფილი ტეგები

მაგალითი (შეცდომა):

<STRONG><EM>...</EM></STRONG>

ვალიდატორი გვეტყვის: There is no such element

XHTML-ში აუცილებელია ნებისმიერი ტეგის, ატრიბუტისა თუ პარამეტრის, პატარა ასეობში დაწერა, რადგან XML “მგრძნობიარე” დიდ და პატარა ასოებთან, მისთვის EM და em ტეგები სხვადასხვა.

სწორია:

<strong><em>...</em></strong>

ატრიბუტების პარამეტრები

მაგალითი (შეცდომა):

<td rowspan=3>

ასეთ შემთხვევაი ვალიდატორი ამოგვიგდებს მსგავს შეტყობინებას: Missing quotation marks

პარამეტრების მნიშვნელობები აუცილებლად უნდა იყოს ჩასმული ერთ ან ორკბილიან ბრჭყალებში.

სწორია:

<td rowspan="3">

IMG ტეგს აკლია ALT ატრიბუტი

მაგალითი (შეცდომა):

<img src="image.gif" width="100" height="100">

ეს კოდი შეცდომაა და ვალიდატორი გამოგვიტანს შეცდომას: required attribute “alt” not specified

ნებისმიერ სურათს (IMG ტეგს) უნდა ჰქონდეს ატრიბუტი alt, თუნდაც ცარიელი.

სწორია:

<img src="image.gif" width="100" height="100" alt="Logo">

დეტალურად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ ვალიდატორის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ: Common XHTML Validation Errors

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "დეველოპმენტი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , .

3 კომენტარი პოსტზე ერორები XHTML ვალიდაციისას

  1. Sweet Baby Girl ამბობს:

    აუ შენი დახმარება მჭირდებაა…. :( ( იქნებ მოიცალო ერთი ნახევარი საათი პლზ

  2. რეზიკო ამბობს:

    აი ალტ ატრიბუტზე არამგონია ვალიდატორმა რაიმე ამოაგდოს დანარჩენი იასნია :) გამოადგება დამწყებებს

    • Landish ამბობს:

      რას ამბობ? ალტ ატრიბუთი ძალიან მნიშვნელოვანია იმეიჯ ტეგისთვის და მისი გამოტოვება პირდაპირ მარკაპის გაუმართაობასთან მიგიყვანს :)

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>