დღეს დილას ფეისბუქზე ბილაინის (ახალი) სარეკლამო რგოლი ვიხილე, რომელმაც ერთ-ერთი ძველი რეკლამა გამახსენა თავისი იდეით და შესრულებით. აი იხილეთ თქვენც ორივე ვიდეო (და იპოვნეთ 10 განსხვავება
).
ვიდეოს ბმული – http://www.youtube.com/watch?v=IU3hXdDdzUk
2 კვირაზე მეტი გავიდა, რაც კრეატიული რეკლამების ნაკრების გაკეთება გადავწყვიტე. პირველმა პოსტმა ამასთან დაკავშირებით მოწონება დაიმსახურა. დღეს კი მეორე ნაწილს გთავაზობთ, სადაც არც მეტი არც ნაკლები ორიგინალური რეკლამები დაგხვდებათ თავისი იდეითა თუ გაფორმებით. იხილეთ თითოეული მათგანი, რომლის ხანგრძლივობა 1 წუთსაც არ აღემატება. მიიღეთ სიამოვნება ნანახი რეკლამიდან და დატოვეთ კომენტარი.
ბმული – http://vimeo.com/7419090
ეს ვიდეო ძალიან მომეწონა იდეით და შესრულებითაც, ის რომ პორნოზე მეტად თურმე MTV-ს ყურებაა თინეიჯერებისთვის საზიანო და მშობლები მის ყურებას ბავშვებს უშლიან. ბოლომდე →
დარწმუნებული ვარ რეკლამებს ვერცერთი თქვენგანი ვერ იტანს, ტელევიზორში მის გამოჩენისას ეგრევე სხვა არხზე გადართავთ ხოლმე და უკან არ ბრუნდებით, მანამ არ დამთავრდება იგი. ეს იმიტომ ხდება, რომ რეკლამები ძირითადად მოსაბეზრებელია ხოლმე. იმისთვის, რომ რეკლამის დროს მაყურებელმა სხვა არხზე არ გადართოს, საჭიროა რომ ისეთი რეკლამა გადაიღონ, რომელსაც სიამოვნებით უყურებდნენ.
გადავწყვიტე ასეთი კატეგორია დამემატებინა, ვიდეოები, რომლებიც მოიცავდა მსგავსი სახის რეკლამებს, რომლებსაც სიამოვნებით ვნახავდი ტელევიზორში, რომ ყოფილიყო.
ბმული – http://vimeo.com/7192217
ეს გახლავთ ვიდეო სპორტული არხის შესახებ, რეკლამის აზრი იმაში დევს, რომ სპორტი ყველა ნორმალურ ადამინს უყვარს. ბოლომდე →