3D ამირანში

20 იანვარი, 2010 · 14:46 @ Landish  →  თბილისი  პირადი ჩანაწერები

WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში

3D ამირანში

ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.

ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“  სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. ბოლომდე →

დალუქული ბუნკერები

31 ოქტომბერი, 2009 · 21:02 @ Landish  →  თბილისი  საზოგადოება

რამდენიმე დღის წინ ნაგვის გასატანად რომ ვიყავი ბუნკერში, შევნიშნე რომ მილი ამოლუქული იყო. თავიდან ვიფიქრე მეზობლებმა ამოლუქეს თქო, თუმცა რატო ამოლუქეს მაინც ვერ გამეგო. ნაგვის პარკით შინ რომ შევბრუნდი, ვიკითხე, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ და პასუხად მივიღე, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ბუნკერი კვირაზე მეტია იმყოფებოდა :D .

თურმე ქალაქის მერიას კორპუსებში ბუნკრების დალუქვა დაუწყია და ეს დიდი ხნის ამბავი ყოფილა, უბრალოდ ჩემთან მოაღწია სიახლეებმა გვიან.

bunkeri

ნაგვის კონტეინერი

თავიდან ეს ფაქტი მეუცნაურა, ოღონდ რამე ახალი გააკეთონ და რას აკეთებნ თვითონაც არ იციან თქო.

მარა მე გამახსენდა ყოველი მინუსი, იმისა რაც ბუნკერს მოჰქონდა. ეს იყო, ვირთხები, ბუზები, აუტანელი სუნი და ყოველგვარი სანიტარია. ახლა ასეთი რამ აღარ არის. ეს ყველაფერი კი ნაგვის კონტეინერების დამსახურებაა.

თბილისის უბნების უმეტესობას უკვე დაულუქეს ბუნკრები, ნაწილს მალე ემუქრება ეს ფაქტი. თუმცა სიტყვა მუქარა აქ შეუსაბამოა, რადგან დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენსვე სასიკეთოდ კეთდება. წარმოუდგენელი იყო კორპუსებში ბუნკრის მხარეს მქონე ბინებში ცხოვრება. განსაკუთრებით ზაფხულში, ვერც ფანჯარას გააღებდი და ვერც აივინს კარს. სარეცხის დასაფენად კი ელვისებური სისწრაფით უნდა გემოქმედათ, ან როგორც მინიმუმ, “პროწივა გაზი” უნდა გაგეკეთებინათ. მძაფრი სუნი მაღალ სართულებზეც აღწევდა, რომ არაფერი ვთქვათ დაბალ სართულებზე. ნაგვის არომატი განსაკუთრებით მაშინ იყო გამძაფრებული, როდესაც დასუფთავების სამსახურიდან იყვენენ მოსულნი და ბუნკერს ასუფთავებდნენ. ბოლომდე →

ფრთხილად! საჭესთან ქალია!

27 ოქტომბერი, 2009 · 22:17 @ Landish  →  თბილისი  საზოგადოება

არსებობს უამრავი ლეგენდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ ქალები საუკეთესო მძღოლები არ არიან. ეს გზაზე ერთგვარ საფრთხესაც ჰქმნის. ამიტომ როგორც ჩანს, ზოგმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ სხვებზე ეზრუნა და თავის ავტომობილს ასეთი ნიშანი მიამაგრა (იხ.სურ.).

Untitled-1

ფრთხილად, საჭესთან ქალია!

ასეთი ნიშანი არაერთ ავტომობილზე შევნიშნე, მაგრამ სურათის გადაღება მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის მოვახერხე, რათა ბლოგზე დამედო :D

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ნიშანი 2 ადგილას უნდა დაიდგას, პირველი 150 მეტრში, ხოლო მეორე უშუალოდ ნიშნის მოქმედების წინ, ასე ბევრად უსაფრთხო იქნება მგზავრობა ამ ავტომობილის მიდამოებში :D

ველი კომენტარებს… :)

უმნიშვნელოვანესი კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის – ახალი მედიის ფორუმი და სხვ.

ის, რომ გასული რამდენიმე დღე და კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრმა შენიშნა. 12-13 ოქტომბერს “მთაწმინდის პარკი” ახალი მედიის წარმომადგენლებს  – ბლოგერებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მოყვარულებს მასპინძლობდა. პარკი ღონისძიებაზე ასეულობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა.

  • რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?
  • როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
  • რატომ უნდა გვქონდეს ბლოგი, თუნდაც პირადი?
  • რა არის ზოგადად ბლოგი და როგორ გავხადოთ იგი პოპულარული?
  • საიდან სჯობს დავიწყოთ ბლოგის გაკეთება?
  • რა არის დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება?
  • როგორ შევქმნათ პოდკასტი და საერთოდაც, რა არის იგი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩატარდა კონფერენციები, პრეზენტაციები ქართველი და უცხელი ექსპერტების მიერ და იწერებოდა უამრავი ინტერვიუ. (პრეზენტაციები, რომელიც ქართველებმა ბლოგერებმა მოამზადეს, სავარაუდოდ დაიდება ახალი მედიის ფორუმზე, ან მათ პირად ბლოგებზე: – Sweet, Dodka, Rocko )

New-Media-Forum-Logo

New Media Forum

მიუხედავად ჩამოსული უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც პარალელლურად ატარებდნენ სემინარებს, ქართველი ბლოგერების პრეზენტაციებზე სავსე იყო აუდიტორია. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ნოდარ დავითურის (a.k.a. Rocko) პრეზენტაცია – “როგორ შევუყვარდეთ საძიებო სისტემებს?”.  სხვა დანარჩენ პრეზენტაციებში ახალი ვერაფერი შევიტყვე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვიცოდი :)

თუ კი შენ ბლოგის გაკეთების სურვილი გაქვს და არ იცი როგორ, მაშინ შენ სამწუხაროდ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაკარგე :(

ზოგადად წინა ორი დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა  – 12 ოქტომბერი და 13 ოქტომბერი. ბოლომდე →

თბილისი-ბორჯომის მატარებელი და ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადი”

კვირაზე მეტია, რაც ბორჯომიდან დაბრუნებული თბილისის აუტანელ სიცხეებს ვცდილობ შევეგუო. ახლა კი იმის შესახებ მოგიყვებით, რაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

old_train_2

ძველებური მატარებელი

რადგან ბორჯომი ვახსენე, მოდით აქედან დავიწყებ. გამოცდების დასრულებისთანავე ბარგი ავიკიდე და რამდენიმე დღით ზემოთხსენებულ ადგილას გავემართე დასასვენებლად. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გზაში მატარებლით უნდა მემგზავრა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასე უფრო მალე ჩავიდოდი, მეგონა მატარებელი თავის სახელს გაამართლებდა თქო – “ელექტრიჩკა”-ს, მაგრამ შევცდი.

ვინაიდან და რადგანაც მგზავრობის დიდი მოყვარული არ ვარ, ჩემთვის მთავარი დანიშნულების პუნქტამდე სწრაფად ჩასვლა იყო და არა კომფორტულად მგზავრობა. მანამდე ახლობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მაგ მატარებელში ათასი რჯულის და რასის ხალხი მგზავრობდა და მათი ოფლის სუნი სიცხეში გადაადგილების პროცესს აუტანელს ხდიდა. ამ დროს გავიფიქრე, მაშინ ოპტიმალური ვარიანტი სამუშაო დღეს, დილის რეისზე გამგზავრება იქნებოდა, რადგან ხალხი ამ დროს ნაკლებად სარგებლობდა ამ ტრანსპორტით, აქაც კვლავინდებურად შევცდი. ბოლომდე →