3D ამირანში

20 იანვარი, 2010 · 14:46 @ Landish  →  თბილისი  პირადი ჩანაწერები

WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში

3D ამირანში

ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.

ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“  სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. ბოლომდე →

ო, ღმერთო! სულ სექსი, სექსი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გათავება?

ის, რომ თვალსაც მაკლია და ყურსაც (მოკლედ ინვალიდი ვარ) უცხო არავისთვის არის. ამ ნაკლების გამო არაერთხელ ჩავმდგარვარ უხერხულ სიტუაციაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჰეფი ენდით მთავრდება.

სექსი

სექსი

ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური რამ მემართება. ადრე ასეთი რამ სმენის გამო დიალოგებში მემართებოდა, ახლა კი მხედველობის გამო მემართება, რადგან ახლა ხალხთან ძირითადად კომპიუტერით მაქვს მიმოწერა. და მაინც რა მემართება?

იმ დღეს თინის ეწერა ფეისბუქზე სტატუსად: “მაგრად მეძინვის” და მე რატომღაც წავიკითხე “მაგრად მენძვრის”. არ ვიცი ეს ფაქტი რას დავაბრალო, მაგრამ მსგავსი რაღაცეები, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე არაერთი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მეც შესაბამისად დავუკომენტე მაგ სტატუსზე და შესაბამისად ორივეს გაგვეცინა (:D). მარა რა იყო აქ სასაცილო ვერ ვხვდები. ბოლომდე →

ფული ხელის ჭუჭყია

მახსოვს ადრე, ძალიან ადრე, მქონდა ყალბი 10 ლარიანი, რომელიც კარგად რომ მოვძებნო სადმე ახლო-მახლო მექნება შენახული, თან ეს იმ დროს, როცა 10 ლარი ჯერ კიდევ ფული იყო და რაღაცის ყიდვა შეიძლებოდა მაგით.

 2 ლარი VS. 10 ლარი

2 ლარი VS. 10 ლარი

დღესდღეობით 10 ლარი არაფერია, ბევრს ვერაფერს შეიძენ მაგ თანხით, რომ არაფერი ვთქვათ  2 ლარზე. სულ, რომ ვკვდებოდე შიმშილით და პურის ფული არ მქონდეს, მაგით (იმ ყალბი თუმანით) პურს ნამდვილად არ ვიყიდდი. მაგრამ არის ხალხი, რომელიც ათს კი არა, ორ ლარსაც ყალბს გამოიყენებს, იმის გულისთვის, რომ მას მეტი შეხვდეს. ალბათ არ  სმენიათ იმ აფორიზმის შესახებ, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”. ეს ადამიანი არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები.  ბოლომდე →

მქონდეს მაინც რამე შესაჯამებელი (2009-2010)

5 იანვარი, 2010 · 23:51 @ Landish  →  პირადი ჩანაწერები

ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი მანამ, სანამ რამდენიმე სხვა ბლოგერის პოსტებს არ ვნახავდი, თუ როგორ აჯამებდნენ ისინი გასული წლის მოვლენებს. მეც გადავხედე წინა წელს და თურმე რამდენი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

To Do List

2009 წლის მოვლენები

  • ავიღე დომენი landish.ge
  • შედარებით სერიოზულად მოვკიდე ხელი ბლოგინგს
  • ოქტომბრის თვეში ახალი მედიის ფორუმზე ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე და ცოდნა მივიღე
  • უკვე მეორედ ვიყავით ფილმზე “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“-ზე, როგორც ბლოგერი
  • ჩავაბარე გამოცდები და მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში
  • ავიხდინე 12 წლიანი ოცნება – მოვინახულე საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ციხექალაქი ვარძია
  • ნახევარწლიანი პარტნიორის ძიების შემდეგ, როგორც იქნა შევედი ცეკვაზე (ცეკვის პარტნიორის :D )
  • 6 წლიანი სურვილის და ვაი-ვაების შემდეგ როგორც იქნა მოვკიდე გიტარას ხელი
  • ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ექიმის ჩარევა, რომ გარესამყაროსთან თავი სრულყოფილად მეგრძნო – გავიკეთე სათვალე
  • შევიძინე უამრავი კარგი მეგობარი, ხოლო ძველებთან ურთიერთოვა გავიმკვრივე
  • ლამის აზრი შემეცვალა და ნაადრევად არ “შემომეყვანა” ცოლი  :D
  • სხვას ვერაფერს ვიხსენებ, რადგან ამ პოსტს, “გადარბენაზე” ვწერ .. : )

ბოლომდე →

ანკეტა

1 ნოემბერი, 2009 · 23:09 @ Landish  →  პირადი ჩანაწერები

ბლოგერებს მორიგი ტეგ თამაში მოიფიქრებიათ, რომლის მაქინაციებში მეც გამრიეს, კერძოდ კი ეს საქმე თინიმ ითავა. მაშ ასე, ვიწყებ ანკეტის შევსებას:

questionnaire

ანკეტა

  • მიყვარს - სხვის ნერვებზე თამაში
  • ვოცნებობ - რომ არაფერზე ვოცნებობდე
  • მძულს -  ძალით პატიოსანი და უწი პუწი ახალგაზრდობა
  • ვნანობ - რომ ამ თამაშში დამტაგეს
  • კმაყოფილი ვარ – იმით, რომ ეს ველი ბოლოს შემოვიტოვე და ამ პოსტს გამოვაქვეყნებ
  • მენატრება - სითბო
  • მსურს - ურო ჩავცხო ზოგიერს
  • მაღიზიანებს - მეზობლის ბავშვის ტირილი
  • მეშინია - რომ ვინმე უკნიდან არ მომეპაროს და არ გამაუპატიუროს
  • ვიცი - რომ უცოდინარი ვარ
  • არ ვიცი - არაფერი
  • შემიძლია - უსასრულოდ ვხარჯო ფული
  • არ შემიძლია - ვიყო #1 ბლოგერ დივა
  • ვმეგობრობ - მათთან, ვინც იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა
  • ვაპატიებ - ყველაფერს ღალატის გარდა
  • ვტირი - როცა, პამპერს არ მიცვლიან
  • ვიცინი - როცა მიღიტინებენ
  • ვეძებ -  20 თეთრიანს, რომელიც სამი წლის წინ მეტროში დავკარგე
  • ღირსი ვარ – only god can judge me
  • ვკარგავ - ინტერესს სექსის მიმართ (ვიპოტენტდები ბლიად)
  • მშურს - მათი, ვისაც მრავალჯერადი ორგაზმის მიღება შეუძლიათ
  • ვემალები - მევალეებს
  • ვემტერები - ქურთ მათხოვრებს
  • მაინტერესებს - რატომ ვარ ასეთი უინტერესო
  • არ მაინტერესებს – არაფერი
  • მახსოვს - რომ გაწვიმდა, თბილისში აცივდა…. (ლა ლალა ლა ლალააა )
  • მრცხვენია - ვინმემ ფანჯრიდან არ დამინახოს, როგორ …
  • ვუარყოფ - ბრიტნი სპირსის პოპ დივად აღიარებას
  • ვავადმყოფობ - დიდი სიზარმაცით
  • ვმალავ - ტრუსიკში 3 რაღაცას..
  • ვინახავ - საგულდაგულოდ
  • მწამს - ღმერთის
  • მიკვირს - რატომ ბრუნავს დედამიწა
  • მიხარია – რომ მუდამ გახარებული ვარ
  • ვჭორაობ - ჭორობა ბოზურია დსმა
  • ვდარდობ - უდარდელ რამეებზე
  • ვამაყობ - საქართველოს ნაკრებით ფეხბურთში
  • ვაკეთებ - ბავშვებს
  • ვეფერები - მოსაფერებელ ადგილებს
  • მსიამოვნებს - როცა ინტერნეტი ითიშება
  • მესიზმრება - ყოველდღე სიზმრები ჩემი შეკვეთით
  • ვეხმარები - მოხუცებს გზის არ გადაკვეთვაში
  • ვეწევი - მიწათმოქმედებას
  • მწყინს - როცა ჩემს ხუმრობებზე არ იცინიან
  • ვხარჯავ - ფულს და ცხოვრებას უაზროდ
  • ვღალატობ - საყვარელს, როცა შინ ცოლი მელოდება
  • ვკამათობ - დებატებში, მხოლოდ ინგა გრიგოლიასთან ერთად
  • ვუხეშობ - როცა მეუხეშებიან
  • ვუსმენ - იმას, რაც სიჩუმეს არღვევს
  • ვყოყმანობ - ხვალე უნივერსიტეტში წასვლაზე
  • ვკითხულობ - პაემნების განცხადებებს, რადგან ვეძებ ჩემს ბედს
  • ვამზადებ - საუცხოო კერძებს ბინაზე მიტანით
  • ვუყურებ - იმას, რაც ჩემ წინ არს
  • ვცხოვრობ - ბლოგერი კაცის ცხოვრები
  • ვცემ - პატარებს, იმიტომ რომ ვერევი
  • ვყვირი - როცა მინდება იოგების დაძაბვა
  • ვმღერი - აბაზანაში, როცა არავის არ ესმის
  • ვასრულებ - საშინაო დავალებას 5იანზე
  • დავდივარ - ორი ფეხის მეშვეობით
  • ვმკურნალობ -  შიდსის გარდა ყველაფრით
  • ვერიდები - შარს და შარიანებს და პავლოვზე 120-ით მომავალ მანქანებს
  • ვთამაშობ - სხვის გრძნობებზე
  • ვიტყუები - იმიტომ, რომ კარგად გამომდის
  • ვეთაყვანები - სულაც არავის
  • ვგიჟდები - როცა ჩემგან შვილს ელოდებიან
  • ვაგროვებ - ფულს, რომელსაც მალევე დავხარჯავ
  • ვიხდი - ტანსაცმელს აბაზანაში შესვლის წინ
  • ვეჭვიანობ - საკუთარ თავზე
  • ვკაიფობ” – თუკი პლანს მოვწევ
  • ვიზიდავ - პიდარასტებს
  • ვალამაზებ - მათ ცხოვრებას, ვინც უბედურია

ცოტა გრძელია, მაგრამ არაუშავს :D

ვტაგავ:

სიცილი სიცილიურად, ანუ ეპიზოდი “ევროტურიდან”

რამდენად “ევრო” გამოვიდა ჩემი საზაფხულო დასვენება (ტური) არ ვიცი, მაგრამ ბევრი კარგი რამ დამამახსოვრდა და ბევრიც ვიცინე.

ერთ-ერთი კურიოზი, რის შესახებაც მინდა ამ პოსტში დავწერო, დღემდე მოყოლებული მაგის გახსენება სახეზე ღიმილს მიტოვებს.

mi-skuzi-episode-eurotrip

ეპიზოდი "ევროტურიდან"

ფილმი “ევროტური” ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, რომელი გამოშვების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მაყურებლებს შორს. რა შუაში ეს ფილმი ჩემს პოსტთან, ამას მოგვიანებით შეიტყობთ. ბოლომდე →

თბილისი-ბორჯომის მატარებელი და ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადი”

კვირაზე მეტია, რაც ბორჯომიდან დაბრუნებული თბილისის აუტანელ სიცხეებს ვცდილობ შევეგუო. ახლა კი იმის შესახებ მოგიყვებით, რაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

old_train_2

ძველებური მატარებელი

რადგან ბორჯომი ვახსენე, მოდით აქედან დავიწყებ. გამოცდების დასრულებისთანავე ბარგი ავიკიდე და რამდენიმე დღით ზემოთხსენებულ ადგილას გავემართე დასასვენებლად. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გზაში მატარებლით უნდა მემგზავრა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასე უფრო მალე ჩავიდოდი, მეგონა მატარებელი თავის სახელს გაამართლებდა თქო – “ელექტრიჩკა”-ს, მაგრამ შევცდი.

ვინაიდან და რადგანაც მგზავრობის დიდი მოყვარული არ ვარ, ჩემთვის მთავარი დანიშნულების პუნქტამდე სწრაფად ჩასვლა იყო და არა კომფორტულად მგზავრობა. მანამდე ახლობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მაგ მატარებელში ათასი რჯულის და რასის ხალხი მგზავრობდა და მათი ოფლის სუნი სიცხეში გადაადგილების პროცესს აუტანელს ხდიდა. ამ დროს გავიფიქრე, მაშინ ოპტიმალური ვარიანტი სამუშაო დღეს, დილის რეისზე გამგზავრება იქნებოდა, რადგან ხალხი ამ დროს ნაკლებად სარგებლობდა ამ ტრანსპორტით, აქაც კვლავინდებურად შევცდი. ბოლომდე →

დავბრუნდისსავით :P

2 ივლისი, 2009 · 23:33 @ Landish  →  ბლოგი  პირადი ჩანაწერები

სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ მეგონა თუ კი ჩემს ბლოგს ონლაინში ისევ ვიხილავდი. თვეზე მეტია რაც სერვერი გათიშული იყო და ადმინისტრაციას ვერ ვუკავშირდებოდი (გარკვეული მიზეზების გამო), რათა გამეგო, თუ რა ხდებოდა. მოკლედ ბლოგს მონატრებული ვარ ძალიან და უახლოეს მომავალში შევუდგები უფრო ფართო მაშტაბიან პოსტვას :D ბოლო თვის მანძილზე კი იმდენი საწერი მასალა მომიგროვდა, რომ ვშიშობ ბაზა არ დავაზიანო ამდენი ინფრომაციით :D

თუ კი ჩემს ბლოგს ერთხელ მაინც ესტუმრეთ მისი არსებობის მანძილზე, შეამჩნევდით “საიდბარში” არსებულ წარწერას გამოცდებთან დაკავშირებით. დღეს პირველი გამოცდა ვწერე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რომ ვთქვა გამიძნელდა, მოგატყუებთ, რომ ვთქვა ძალიან გამიადვილდა, ამ შემთხვევაშიც მოტყუებულნი დარჩებით. მე კი რახან ტყუილები არ მიყვარს, გეტყვით სიმართლეს – გამოცდა საშუალო დონის სირთულის იყო. ყოველგვარი ჭორი იმის შესახებ, რომ წელს ბევრად გართულებულიაო და რაღაც, არ გამართლდა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც. მოკლედ ტესტი ადვილად დავწერე, წვიმის დროს გემრიელადაც დავსველდი და გადაღლილი ვცდილობ ახლა ამ პოსტის დაფაბლიშებას :D

ეს რაც შეეხებოდა სიახლეებს ასე ვთქათ პირადი ცხოვრებიდან. ახლა კი იმ კატეგორიასაც შევეხოთ, რასაც ძირითადად ჩემი ბლოგი “ემსახურება”. ბოლომდე →