40 სართულიანი მეგრული წყევლა და სხვანი

16 თებერვალი, 2010 · 01:41 @ Landish  →  სხვადასხვა

ნიჭიერის” დღევანდელი გადაცემით იმდენად კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ არ მიმეძღვნა, არ შეიძლებოდა. თუ კი მეორე გადაცემა, პირველთან შედარებით ორჯერ უფრო საინტერესო და სახალისო იყო, მესამე ნამდვილად სამჯერ უკეთესი იყო. შესავალშივე რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ შოუს მონაწილეებზე დავიწყებ საუბარს.

Next Level VS. New Style

Next Level VS. New Style

დღევანდელი გადაცემა, ჯგუფმა “Next Level”-მა გახსნა, რომელიც “Hip-Hop”-სა და “Breakdance”-ს ცეკვავს. იგი ჯერ კიდევ წინა გადაცემაში აიღარეს ჯგუფ “New Style”-ს კონკურენტად, თუმცა მე თუ მკითხავ კონკურენციამდე ბევრი უკლიათ. არა, უდაოდ კარგად ცეკვავდნენ, თუმცა ამ ორიდან ჩემთვის პირველ გადაცემაში მყოფი ჯგუფი ფავორიტია.

ასე რომ დავას, “Next Level”  ჯობია, თუ “New Style”, არ დავიწყებ. ბოლომდე →

Super Mario

11 თებერვალი, 2010 · 23:21 @ Landish  →  სხვადასხვა

ეს თამაში ალბათ ყველას გახსოვთ. იგი ჩვენი ბავშვობის განუყრელი და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ყველას გითამაშიათ იგი, ყველას გიბრძვიათ პრინცესას გადასარჩენად და ამისთვის არაერთი იხვი, გუმბა, თევზი და მედუზა მოგიკლავთ, არაერთი სოკო გიჭამიათ ენერგიის მოსამატებლად და არაერთ ცეცხლოვან დრაკონს შესჭიდებიხართ.

Super Mario

Super Mario

დარწმუნებული ვარ, მისი მუსიკის ჰანგები ახლაც ჩაგესმით, რომელიც სატელევიზიო რეკლამებში არაერთხელ შეგხვედრიათ. მისი მოსმენით ჩემი გული ყოველთვის ნოსტალგიით ივსება და ის ტკბილი დრო მახსენდება, როცა დენდის 10 კნოპკიანი ჯოისტიკით ვიბრძოდი ხოლმე ჩემი არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის მქონე პრინცესას გადასარჩენად.

თქვენი არ ვიცი და მარიო ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი თამაში იყო. იმ დროის გასახსენებლად კი მისი სიმულატორის ძებნა დავიწყე ინტერნეტში, თუმცა რას არ წავაწყდი, ათასნაირ remake და გარემიქსებულ (:D) ვერსიებს. ჩემი გული კი მხოლოდ ორიგინალისკენ მიიღწვოდა და ბოლოს, როგორც იქნა, ისიც აღმოვაჩინე. ბოლომდე →

უნიჭო ნიჭიერები და ქართველი სიუზან ბოილი

2 თებერვალი, 2010 · 00:05 @ Landish  →  სხვადასხვა

სულ ცოტა ხანია რაც „ნიჭიერის“ პირველი გადაცემა დასრულდა, რომელსაც საკმაო ფურორი და აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოში არაერთი უცნაური ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება მთელი ქვეყნის მასშტაბით წარსდგა, რომელთაგანაც გადაცემის მეორე ტურში მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა გადასვლა.

დადებითი თუ უარყოფითი ემოციის მოხდენა ჩემზე არაერთმა მონაწილემ შეძლო. გამაოცა უმეტესი მონაწილის უნიჭოობის (ანუ განსაკუთრებული არაფრის) ნიჭით დაჯილდოვებულობამ.

ზოგს ბავშვობიდანვე შეუძლია მუშტი პირში ჩაიდვას, რასაც ჟიურის აღტაცება და მაიას „ვაიმე შვილო“ მოჰყვება.

მარიამ გუჯაბიძე პროექტში "ნიჭიერი"

მარიამ გუჯაბიძე პროექტში "ნიჭიერი"

ზოგს ველიოსიპედზე უკუღმა ტრიალი შეუძლია და დამსწრე საზოგადოების ასე გაოცება. ბოლომდე →

ავატარი – ფილმის მიმოხილვა

29 იანვარი, 2010 · 00:27 @ Landish  →  სხვადასხვა

ავატარი, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. მის გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის ქართველებიც. დღეს კი სწორედ ამ ფილმის პრემიერა გადიოდა კინოთეატრ “ამირანში”, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ემოციებისგან ჯერ კიდევ არ დავცლილვარ.

ავატარი (პოსტერი)

ავატარი (პოსტერი)

ამ ფილმის გამო არაერთი ხმაური იყო ატეხილი, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად კი არ ვიცოდი ავატარი რას ნიშნავდა ამ ფილმის მიხედვით, უბრალოდ მის პუბლიკაციას ველოდი, რომ თავად გამეგო ყველაფერი.

რა არის ავატარი? – მოდით, მეტი გარკვევისთვის ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს მოგიყვებით, რაც მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ. ბოლომდე →

ჯეოსტარი (მიმოხილვა)

21 იანვარი, 2010 · 13:00 @ Landish  →  სხვადასხვა

პროექტმა, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყანაში ტარდება და სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც შეამოღწია და მან „ჯეოსტარის“ სახელით მოიპოვა პოპულარობა.

ჯეოსტარი (მიმოხილვა)

ჯეოსელისა“ და „რუსთავი 2“-ის ეს გრანდიოზული პროექტი მუსიკის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალებას  აძლევს. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს სამთვიანი მარათონი იწყება, რომლის გამარჯვებულიც სხვადასხვა პრიზებით ჯილდოვდება. ბოლომდე →

საიტი, რომელმაც ბავშობის ოცნება ამიხდინა

16 იანვარი, 2010 · 12:01 @ Landish  →  ინტერნეტი  სხვადასხვა

წუხელ, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე. ალბათ გაინტერესებთ რა ოცნებაა და როგორ ავიხდინე იგი. პატარაობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა დეტექტივების და კრიმინალური ჟანრის ფილმების ყურება, სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ FBI-ის აგენტი ვყოფილიყავი მკვლელობების განყოფილებაში. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც რომ შემომთავაზონ ეს სამსახური, უარს არ ვიტყვი.

Kill With Me

Kill With Me

წუხელ ერთი საიტის აღმოჩენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ასე დიდი ხანია არცერთ ვებ-გვერს არ მოვუხიბლივარ. საიტი 2008 წლის ერთ-ერთი ფილმის, Untraceable-ის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ თქვენ ეხმარებით მკვლელს მსხვერპლის შეწირვის დაჩქარებაში. ნუ ფილმის შინაარსით ეს ასეა, რეალურად კი თქვენ ხართ ახალი აგენტი, რომელიც ცდილობს ამ მკვლელის შეჩერებას.

თავიდან ცოტათი გამიჭირდა მასთან შეჭიდება, მაგრამ ბოლოს მისი სერვერი მაინც გავანადგურე და ხელახლა არაერთხელ ჩავრთე სათამაშოდ. იმდენად ჩამითრია, რომ ამ პოსტის წერისას რამდენჯერმე შევჩერდი, რომ კვლავინდებურად შემძლებოდა იმ სიამოვნების მიღება, რასაც ალბათ ზემოხსენებული სამსახურურებრივი დავალების შესრულების შემთხვევაში მივიღებდი.  ბოლომდე →

ვინ არის შვედეთის გმირი?

15 იანვარი, 2010 · 00:37 @ Landish  →  მედია  სხვადასხვა

მოგეხსენებათ, რომ გასული წელი შვედეთივის, ისევე რთული აღმოჩნდა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ამ ქვეყანას ეკონომიკამ ძლიერი კრიზისული დარტყმა მიაყანება. მთავრობამ ახალი გმირის ძიება დაიწყო. მას შემდეგ, როცა ასეთი გმირი შვედეთში ვერ აღმოაჩინეს, ძიების არეალი გააფართოვეს და საქართველოს კარსაც მოადგნენ.

ძიებამ საქართველოში შედეგიანად ჩაიარა, შვედეთს ახალი ეროვნული გმირი ყავს და ეს გმირი თქვენს წინაშეა.

იხილეთ ვიდეო vimeo.com-ზე

შვედეთმა შესაძლოა მორიგი ეროვნული გმირის ძიება დაიწყოს, წარადგინეთ თქვენი კანდიდატურაც.

განათლების ახალი რეფორმა – 10 სავალდებულო საგანი ეროვნულ გამოცდებზე

13 იანვარი, 2010 · 22:43 @ Landish  →  მედია  სხვადასხვა

საკუთარ ყურებას არ დავუჯერე, როდესაც კურიერის ერთ-ერთი სიუჟეტში მოვისმინე შემდეგი ფრაზა, რომ ეროვნულ გამოცდებზე 10 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს, მაშინ როდესაც წელს 4 სავალდებულო საგნის ჩაბარებაა  აუცილებელი, შარშან კი არც მეტი, არც ნაკლები 3 იყო.

აბიტურიენტი გოგონა

პირველი რაც გავიფიქრე იყო, აი სად გავასწარი მეთქი, მეორე – საწყალი აბიტურიენტები თქო, მესამე კი, ნუ მესამეს ალბათ ყველანი ხვდებით :D . ეს რეფორმა 2011 წლიდან ამოქმედდება და მასზე ექსპერტები უკვე მუშაობენ.

მოდით ვეცადოთ ზედმეტი გინებისა და ლანძღვის გარეშე ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენი განათლების სამინისტრო ბოლო წლებია აქტიურად ცვლის სასწავლო რეფორმებს. დამეთანხმებით, რომ უმეტესობა მათგანი მოსახლეობის (მოსწავლეებისა და მასწავლებლების) მიერაა დაწუნებული.  ბოლომდე →

ეს უნდა იკითხოს ჩვენმა მომავალმა თაობამ?

12 იანვარი, 2010 · 23:02 @ Landish  →  სხვადასხვა

დღეს მქონდა ბედნიერება გავცნობოდი საბავშვო ლიტერატურის ნამდვილ ზეიმს. ხელთ ჩამივარდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი საბავშვო სახელმძღვანელო სახელად “პრინცესები“.

წიგნი: პრინცესები

არ დაგიმალავთ და ყდამ ძალზედ მომხიბლა, ვიფიქრე სად იყო ჩემს დროს ასეთ ყდიანი წიგნები თქო და გადავშალე. მასში ლამაზად იყო ჩაწყობილი 12 ცალი პატარა ზომის ბლოკნოტის მაგვარი წიგნი, სადაც 12 სხვადასხვა ისტორია ეწერა პრინცესების შესახებ. გადავწყვიტე ინტერესის გრძნობა მომეკლა და წამეკითხა ისინი, თითოს წაკითხვას წუთიც კი არ მოვანდომე. წარმოგიდგენთ მათ: ბოლომდე →

“ბლოგის შესახებ” და სხვანი…

10 იანვარი, 2010 · 23:08 @ Landish  →  სხვადასხვა

ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ გვერდი – ბლოგის შესახებ, უკვე დიდი ხანია რაც გამოქვეყნებულია, მაგრამ შიგ ინფორმაცია სულ არ ეწერა არც ავტორის, არც ბლოგის შესახებ.

ცვლილებები ბლოგზე

დღეს ეს პრობლემა გადავჭერი და შევავსე ბლოგის ეს გვერდი საჭირო ინფორმაციით. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ გვერდს და მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. ვინაიდან და რადგანაც, გვერდებზე კომენტარები გათიშული მაქვს, თქვენ შეგიძლიათ ამ პოსტის ბოლოში გამოთქვათ აზრი, გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით.

ასევე განვაახლე კონტაქტის გვერდიც, უფრო სწორად ჩავამატე საკონტაქტო ფორმა, რომლის მეშვოებითაც შეგიძლიათ მომწეროთ წერილები.

არც ქართველი ბლოგერების გვერდი დამვიწყებია, და გადავწყვიტე იქაც ჩამემატებინა ფორმა, რომლის მეშვოეიბთაც თქვენვე შეძლებდით ბლოგის დამატებას.

ჩემი ცვლილებები ბლოგზე ჯერ-ჯერობით ამით ამოვწურე, ველი თქვენს მოსაზრებებს : )