ო, ღმერთო! სულ სექსი, სექსი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გათავება?

ის, რომ თვალსაც მაკლია და ყურსაც (მოკლედ ინვალიდი ვარ) უცხო არავისთვის არის. ამ ნაკლების გამო არაერთხელ ჩავმდგარვარ უხერხულ სიტუაციაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჰეფი ენდით მთავრდება.

სექსი

სექსი

ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური რამ მემართება. ადრე ასეთი რამ სმენის გამო დიალოგებში მემართებოდა, ახლა კი მხედველობის გამო მემართება, რადგან ახლა ხალხთან ძირითადად კომპიუტერით მაქვს მიმოწერა. და მაინც რა მემართება?

იმ დღეს თინის ეწერა ფეისბუქზე სტატუსად: “მაგრად მეძინვის” და მე რატომღაც წავიკითხე “მაგრად მენძვრის”. არ ვიცი ეს ფაქტი რას დავაბრალო, მაგრამ მსგავსი რაღაცეები, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე არაერთი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მეც შესაბამისად დავუკომენტე მაგ სტატუსზე და შესაბამისად ორივეს გაგვეცინა (:D). მარა რა იყო აქ სასაცილო ვერ ვხვდები. ბოლომდე →

მხიარული პაემანი #4

6 იანვარი, 2010 · 23:45 @ Landish  →  სიყვარული და სექსი

განვაგრძობ დიდი ხნის მივიწყებულ პოსტების სერიას, სახელად “მხიარული პაემანი”, რომელიც აგროვებს მარგალიტებს  ჟურნალ-გაზეთების პაემნების განყოფილებიდან და ერთ კრებულად გამოსცემს :D

მხიარული პაემანი #4

ეს რუბრიკა დიდი ხნის წინ ეჭვის ქვეშ მქონდა, გამეგრძელებინა თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მაინც დამეწერა კიდევ ერთი პოსტი მაინც. ქვემოთ იხილავთ გამოკითხვას პოსტთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ მიიღოთ მონაწილოება. ბოლომდე →

სიყვარულის ახსნა – ეფექტური მეთოდი

2 ნოემბერი, 2009 · 21:00 @ Landish  →  სიყვარული და სექსი

ცხოვრება სიყვარულზეა აგებული, მის მოპოვებას და შენარჩუნებას დიდი დრო სჭირდება, დანგრევას და დაკარგვას კი ერთი წამი. სიყვარულის გარეშე ჩვენ რანი ვიქნებოდით? სიყვარული ყველა ასაკშია მოსალოდნელი და ყველასთვის ეს ტერმინი და გრძნობა სხვადასხვანაირად გამოიხატება.

როგორ ავუხსნათ ჩვენს რჩეულს სიყვარული? როგორ გამოვუტყდეთ გრძნობებში? როგორ გავიგოთ, ისიც იმავეს გრძნობს თუ არა, რასაც ჩვენ? და რაც მთავარია როგორ მოვახერხოთ ეს ეფექტურად, რომ მოწონებული ადამიანის გული დავიპყროთ?

1407374374_d4042c9be2

სიყვარულის ახსნა - ეფექტური მეთოდი

ამაზე მეცნიერები ასწლეულობით ფიქრობდნენ და საშველს ვერ მიადგნენ, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა ორმა ახალგაზრდამ შეძლო. მათ სურთ თავიანთი გამოცდილება ჩვენც გაგვიზიარონ, რათა ჩვენი გრძნობები უფრო მალე გახდეს ერთმანეთისთვის ნათელი.

ეფექტური მეთოდის გამოყენება ძალიან მარტივად გახდა შესაძლებელი, სულ რაღაც სამ დღეში თქვენ შეგიძლიათ თქვენი რჩეული გვერდით იყოლიოთ. სამი დღე დიდი დრო არაა, თუმცა ზოგს შესაძლოა მოთმინებამაც უმტყუნოს. მაგრამ რას არ იზამს ადამიანი საყვარელი პიროვნების მოსაპოვებლად? ბოლომდე →

მხიარული პაემანი #3

დავიწყებ იმით, რომ ამ რუბრიკის წერა სულ უფრო და უფრო დიდი დროის ინტერვალით მიწევს ხოლმე, თითქმის თვეში ერთხელ, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პირველი ნომერი გამოვუშვი ამ პოსტისა. მას შემდეგ იკლო “მხიარული” პაემნების შეტყობინებებმა გაზეთში და ყოველ ახალ ნომერში შედარებით მცირე რაოდენობა იბეჭდება ისეთი განცხადებებისა, რომლებმაც შეიძლება ჩემი და შემდგომში უკვე თქვენი ყურადღებაც მიიპყროს :(

mxiaruli-paemani-nawili-mesame

მხიარული პაემანი #3

გარდა ამისა უნდა ავღნიშნო, რომ ამ პოსტს ვწერ ლოგინში ჩაწოლილი ( :D ), ვნახოთ ბოლოს როგორ გამოვა.. :D

მაშ ასე, დავიწყებთ, მაგრამ ჯერ შეგახსენებთ მთავარ პრინციპს, ტექსტის მარცხენა ნაწილში იწერება განცხადების ორიგნალი ვერსია (დაფარულია მხოლოდ საკონტაქო ინფორმაცია), ხოლო მარჯვენა ნაწილში, ტირის შემდეგ იწერება ჩემი შესაბამისი კომენტარი ამა და ამ განცხადებაზე :) ბოლომდე →

მხიარული პაემანი #2

წინა ნაწილში დაგპირდით, რომ ყოველკვირეულად განვანახლებდი ხოლმე ამ რუბრიკას, მაგრამ “მასალის” სიმცირის გამო გადავწყვიტე კიდევ ერთი კვირა მომეცა და ორმაგი რაოდენობით დამეწერა არსებული განცხადებები.

mxiaruli paemani2

მხიარული პაემანი #2

მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ავდგები და პირდაპირ საქმეს შევუდგები. როგორც უკვე გახსოვთ, მარცხენა მხარეში იწერება განცხადების ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ, ტირის შემდეგ თან დავურთავ ჩემს კომენტარს. ბოლომდე →

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

ადამიანი ჟესტების ენით საუბრობს. ურთიერთობისას რაღაც მიმიკებით გამოვირჩევით ხოლმე. ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია. სწორედ ასეთი მიმიკები, ჟესტები და დეტალები დაგეხმარებათ ადამიანის უკეთ შეცნობაში. მაგრამ გაინტერესებთ ესა თუ ის მამაკაცი ქალი ხომ არა? ან ესა თუ ის ქალი – მამაკაცი? ეს დაგეხმარებათ მამაკაცის ქალისგან განსხვავებაში.

200170283-001

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

არსებობს რაღაც ცნობილი ფაქტები, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის ნაცნობია კიდეც. ბავშობაში ბიჭებს გოგოები არ “გეკაიფებოდნენ” ხოლმე, აბა ფრჩხილებზე დაიხედეო? :D მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ? თუ ვერა, მაშინ გადაიკეთეთ პოსტი და აუცილებლად გაგახსენდებათ.  ბოლომდე →

მხიარული პაემანი #1

ადამიანი მისი მეორე ნახევრის საძებრად და საინტერესო ადამიანის გასაცნობად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ზოგი პირველივე შემხვედრს გამოესაუბრება, ზოგი დაინტერესებული პირის საერთო ნაცნობს სთხოვს მის განოცბას, მათ კი ვისაც ყველაზე ნაკლებად გაუმართლა ან ერთგვარი ანონიმურობის დაცვა სურს, გაზეთებს მიმართეს, კერძოდ კი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებსაც პაემნების განყოფილება აქვთ.

mxiaruli-paemani

მხიარული პაემანი #1

სწორედ ასეთი ერთ-ერთი გაზეთი მეჭირა ხელში გუშინ და მაგ განყოფილებას წავაწყდი, უსაქმურობისგან რომ არ მოვკვდარიყავი, ყველა განცხადება წავიკითხე და საკმაოდაც ვიხალისე. ამის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი რუბრიკა “მხიარული პაემანი” დამემატებინა, რომელიც სახალისო და საინტერესო განცხადებების კრებული იქნებოდა და იგივე ყოველკვირეულად განახლდებოდა.

მაშ ასე წარმოგიდგენთ ამ რუბრიკის პირველ ნომერს :)

სიის სახით იხილავთ იმ განცხადებების ორიგინალურ ვარიანტებს, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიწვია, ხოლო ტირის შემდეგ ვეცდები ჩემი კომენტარი დავურთო. ბოლომდე →