escape.ge – ყველგან, სადაც რამე ხდება

11 თებერვალი, 2010 · 15:47 @ Landish  →  ინტერნეტი  მედია

ნელ-ნელა ვვითარდებით და წინ მივიწევთ – ბოლო დროს თავში სულ ეს აზრი მიტრიალებს. სოციალური ქსელები და ღამის ცხოვრება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. ამის საუკეთესო მაგალითი კი არის პროექტი -
escape.ge

escape.ca - ყველგან, სადაც რამე ხდება

escape.ge - ყველგან, სადაც რამე ხდება

რა არის escape.ge?

ეს არის პირველი ქართული სოციალური ქსელი, რომელიც საქართველოში მომხდარ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ივენთს აშუქებს. მათი ჟურნალისტების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეიტყვოთ, თუ როგორ ჩაიარა ამა თუ იმ საღამომ, უახლოეს დღეებში რა ივენთებია დაგეგმილი და სხვ.

რეპორტაჟების გარდა თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეა, სადაც შესაძლოა თქვენი თავიც აღმოაჩინოთ. ამ ფოტოებს ივენთებზე სპეციალურად მოწვეული ფოტოგრაფები იღებენ. ბოლომდე →

All Roads Lead To Facebook!

27 იანვარი, 2010 · 01:04 @ Landish  →  ინტერნეტი

ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში განიცადა ევოლუცია და იგი დღეს სრულყოფილი პიროვნების სახით არის მოვლენილი. იმისთვის, რომ სრულყოფილმა პიროვნებამ თავი სრულყოფლად იგრძნოს ინტერნეტშიც, მას სრულყოფილი სოციალური ქსელი სჭირდება (იზვინიწე ზა კალამბურ).

ფოტო, რომელიც ყველაფერს ამბობს

All Roads Lead To Facebook!

All Roads Lead To Facebook! ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

ასე, რომ დაიწყეთ სრულყოფილება დღესვე, დარეგისტრირდით ფეისბუქზე!

P.S. თუ კი ფოტომ თქვენს სახეზე ღიმილი გამოიწვია და მისი თქვენს საიტზე განთავსება მოგინდებათ, გთხოვთ მიუთითოთ მისი წყარო!

საიტი, რომელმაც ბავშობის ოცნება ამიხდინა

16 იანვარი, 2010 · 12:01 @ Landish  →  ინტერნეტი  სხვადასხვა

წუხელ, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე. ალბათ გაინტერესებთ რა ოცნებაა და როგორ ავიხდინე იგი. პატარაობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა დეტექტივების და კრიმინალური ჟანრის ფილმების ყურება, სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ FBI-ის აგენტი ვყოფილიყავი მკვლელობების განყოფილებაში. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც რომ შემომთავაზონ ეს სამსახური, უარს არ ვიტყვი.

Kill With Me

Kill With Me

წუხელ ერთი საიტის აღმოჩენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ასე დიდი ხანია არცერთ ვებ-გვერს არ მოვუხიბლივარ. საიტი 2008 წლის ერთ-ერთი ფილმის, Untraceable-ის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ თქვენ ეხმარებით მკვლელს მსხვერპლის შეწირვის დაჩქარებაში. ნუ ფილმის შინაარსით ეს ასეა, რეალურად კი თქვენ ხართ ახალი აგენტი, რომელიც ცდილობს ამ მკვლელის შეჩერებას.

თავიდან ცოტათი გამიჭირდა მასთან შეჭიდება, მაგრამ ბოლოს მისი სერვერი მაინც გავანადგურე და ხელახლა არაერთხელ ჩავრთე სათამაშოდ. იმდენად ჩამითრია, რომ ამ პოსტის წერისას რამდენჯერმე შევჩერდი, რომ კვლავინდებურად შემძლებოდა იმ სიამოვნების მიღება, რასაც ალბათ ზემოხსენებული სამსახურურებრივი დავალების შესრულების შემთხვევაში მივიღებდი.  ბოლომდე →

რა არის გრავატარი?

4 იანვარი, 2010 · 23:55 @ Landish  →  გაკვეთილები  ინტერნეტი

ავატრები ყველგანაა, ფორუმებზე, ფეისბუქზე, თვითერზე და ყველა სოციალურ ქსელზე.  ზოგს ავატრად საკუთარი ფოტო უყენია, ზოგიც კი მზა ანიმაციას ხმარობს. მიზანი კი ერთია, ადვილად შევძლოთ მეგობრის პროფილის ამოცნობა და ჩვენი თავის იდენტურობა. ავატარი ბლოგებზეც გამოიყენება, ამ ყველაფერს ყველაზე მარტივად გრავატარი უმკლავდება, მაგრამ სამწუხაორდ ჩემი ბლოგის კომენტატორების უმეტესობამ, არ იცის როგორ გამოიყენოს იგი.

Gravatar: მთავარი გვერდი

Gravatar იშიფრება, როგორც A Globally Recognized Avatar, და საზოგადოდ ცნობილ ავატარს ნიშნავს. აქამდე თითოეულ საიტზე ავატრის დასაყენებლად გვჭირდებოდა მისი უშუალოდ ატვირთვა, მაგრამ გიფიქრიათ რომ ყველა სოციალურ ქსელში ავატრების მართვა ერთი საიტიდან იქნებოდა შესაძლებელი?

გრავატარი ამის საშუალებას გვაძლევს. ბოლომდე →

როგორ გავიგოთ Facebook-ში ჩვენი პროფილის ID?

2 იანვარი, 2010 · 22:39 @ Landish  →  ინტერნეტი  რჩევები და ხრიკები

ერთ-ერთ წინა პოსტში გასწავლეთ თუ როგორ შეგვეცვალა ჩვენი პროფილის მისამართები, რათა ისინი უფრო ადვილი დასამახსოვრებელი და უნიკალურები ყოფილიყვნენ. მაგრამ ზოგიერთ სოციალურ ქსელში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ფეისბუქის ID-ის ჩაწერა, რომელიც წინავე პოსტიდან გაქვთ გადაკეთებული. თუ რა სოციალურ ქსელებზე მაქ საუბარი, ამას მოგვიანებით განვიხილავ.

ჩვენი პროფილის ID-ების გარკვევა რამდენიმე ნაბიჯის გავლით არის შესაძლებელი. პირველ რიგში უნდა შევიდეთ ჩვენი პროფილის გვერდზე. უბრალოოდ დააჭირეთ თქვენს სახელს. (იხილეთ სქრინი)

პროფილში გადასვლა (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ჩვენივე პროფილში გადასვლის შემდეგ რამდენიმე გზა არსებობს ჩვენი ID-ის გასაგებად. ბოლომდე →

Facebook-ში პროფილისა და გვერდების URL-ების შეცვლა

30 დეკემბერი, 2009 · 23:26 @ Landish  →  ინტერნეტი  რჩევები და ხრიკები

სოციალური ქსელის, Facebook-ის, მომხარებელი ალბათ ყოველი ჩვენგანია. ალბათ ბევრისთვის მიგიციათ თქვენი პროფილის მისამართი, ალბათ ბევრისთვის გითქვამთ თუ რა სახელით ხართ დარეგისტრირებულნი და მათაც მოუძებნიხართ, ალბათ რაიმე გვერდიც შეგიქმნიათ და მისი მისამართიც ისევე მიგიციათ სხვებისთვის, როგორც თქვენივე პროფილის.

Facebook.Com - სოციალური ქსელი

მაგრამ სტანდარტულად ფეისბუქს პროფილისა და გვერდების მისამართები არც თუ ისე ადვილი დასამახსოვრებელი და თვალსაჩნოა. ალბათ გნდომებიათ, რომ უკეთესი ყოფილიყო, მაგალითად იმ ნიკისა, რა ნიკითაც ხართ ცნობილი ინტერნეტ სივრცეში. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ბოლომდე →

How To Speed Up Firefox?

1 ნოემბერი, 2009 · 19:05 @ Landish  →  ინტერნეტი  რჩევები და ხრიკები

Firefox ბევრისთვის საყვარელი ბრაუზერია, იგი სისწრაფით, მოხერხებულობითა და მრავალფუნქციონალურობით (Add-on-ების მეშვეობით) გამოირჩევა. სწორედ ამ Add-on-ების გამო ხშირად ნელდება ხოლმე ამ ბრაუზერის სიჩქარე.

firefoxspeedometer0100_ffx

How To Speed-Up Firefox?

ამის თავიდან ასაცილებლად დეველოპერებმა შექმნეს ერთი მცირე, მაგრამ მუშა ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ბრაუზერის ჩართვის (startup) სიჩქარის გაუმჯობესებაში. ბოლომდე →

RE: Sweet.Ge – როგორ აშტერებენ ჯეო-გადაცემები ქართულ საზოგადოებას

21 ოქტომბერი, 2009 · 23:06 @ Landish  →  ინტერნეტი  მედია  საზოგადოება

პირველ რიგში მანამ ერთი პიროვნება ნაცნობ სათაურს იხილავს და სხვა დანარჩენნი უბრალოდ გაოგნდებით მსგავსისებრი პოსტით, მინდა ავღნიშნო რომ იდეა ამ პოსტის დაწერის მომივიდა ამ კომენტარიდან, რომელსაც ვინმე გიო ტოვებს :) . დიდი მადლობა მას ამ იდეის შთაგენობესთვის :)

რაც შეეხება პოსტს, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა ბლოგერმა, Sweet-მ, დაწერა პოსტი თუ როგორი ცუდია დღევანდელ დღეს ქართული გადაცემები ტელემაყურებლისთვის და ზოგადად ქართველი საზოგადოებისთვის. ( პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. )

word-sell-shocked-woman

შორიკირებული :)

პოსტის წაკითხვის შემდეგ უკმაყოფილობის და რაღაც მომენტში აგრესიის გრძნობაც კი გამიჩნდა, მაგრამ რომ დავფიქრდი ამის კომენტარად დაწერას პოსტად დაწერა სჯობს მეთქი და ამ დროს გამოჩნდა სწორედაც ის ზემოთხსენებული კომენტარი :)

არ მიყვარს როდესაც ვინმე ვინმეს უსაბუთოდ აკრიტიკებს, არ მიყვარს კი არადა, დიახაც ვერ ვიტან, სწორედ ეს გახლა ჩემი უსიამოვნების შეგრძნების მიზეზიც. პოსტში აღწერილი იყო, თუ რაოდენ იყო ცუდი “ჯეო-გადაცემები”, მაგრამ კონკრეტული მიზეზები ამისა, ვერ დავინახე :)

მინდა მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი:

ხოლო ჟიურის მარადმწვანე წევრი, ქალბატონი მარინა ბერიძე, ყოველ ახალ კასტინგზე, რომელიმე სოფლიდან ჩამოსულ მსხვერპლს ისეთ დამცირებას და ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლს უწყობს, რომ ალბათ ის ადამიანი მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებს სასიმღეროდ.

მარი, რატომ თვლი, რომ რაინში არსებული კონკურსანტები, რომლებმაც კასტინგი გაიარეს “ჯეოსტარზე”, მარინას ხელში არიან მსხვერპლნი?

მე პირადად ვერ ვიხსენებ, რომელიმე მომენტს, სადაც მარინას შეურაწყოფა მიეყენებინა კონკურსანტისთვის, პირიქით ისეთებზე მომშლია ნერვები, მეთქი მაგის ადგილას რამეს გავუქანებ თქო, კასტინგზე რო მოვიდა საერთოდ თქო, მარა ქალმა თითქმის ყოველ მონაწილეს, რომლის ხმაც არ მოუწონა, უთხრა: “გმადლობთ, შემდეგი”, “სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში”, “თვენ ვერ აკმაყოფილებთ ჯეოსტარის პროფილს (თუ პირობებს, აღარ მახსოვს)” …  და.ა.შ..

იყო შემთხვევები, როდესაც მარინას ზოგიერთი კონკურსანტისთვის შედარებით უხეშად უთქვამს, რომ ვერ გადავიდა შემდეგ ტურში,  მაგრამ ის, რომ ქალმა ეს მონაეწილეები დაამცირა, დასცინა და რაღაც, ყოველგვარი დასააბუთების გარეშე მარაზმია :)

რატომ ეუხეშებოდა მარინა მონაწილეებს?

ეუხეშებოდა შეილება შესაფერისი სიტყვა არაა, მაგრამ მაინც გამოვიყენებ. ისა და ეგ ქალი რობოტი კი არაა? თითოეული ჩვენგანისნაირი ადამიანია, რომელსაც ნერვები აქვს, და ის რომ დღეში ასობით ადამიანის “სიმღერას” ისმენდა, რომლებსაც მართლა არც სმენა ჰქონდათ და არც ხმა, მოეშლებოდა იმ ქალს ნერვები აბა რა იქნებოდა? :D

დღეში რამდენიმე რო მოვა შენთან ასეთი პიროვნება და ჰგონია რომ სიმღერა შეუძლია, როგორ ირეაგირებ არ ვიცი :)

ალბათ იტყვი, რომ მე ზრდილობიანად ვეტყოდი, რომ ვერ გადალახა ესა და ეს ბარიერი და ა.შ. ნურას უკაცრავად, არავინ იცის ამა და ამ მომენტში ვინ როგორ მოიქცეოდა, სანამ რეალურად არ მოხვდებოდა კონკრეტულ სიტუაციაში.

წეღან ვახსენე “ასეთი” თქო.. როგორი ასეთი? დიახ, ასეთები :)

მოკლედ დანარჩენის ნახვა მემგონი თქვენც შეგიძლიათ არსებულ ვიდეოჰოსტინგზე.

მარი, შენ ალბათ ამ ვიდეობიდან გამომდინარე გაქვს ნაგულისხმევი, რომ მარინა “ცუდად ექცევა” მონაწილეებს, შეურაწყოფს, მეორედ რაიმეს სიმღერის ხალისს დაუკარგავს და ა.შ. თუ შენ იქ კულისებში იყავი დამალული და თვალს ადევნებდი მიმდინარე პროცესს? :)

კარგით, ამ საკითხზე მოვრჩეთ, ეხა ნიკას და ნატოს მივხედოთ :) ბოლომდე →

Screenr

რა არის Screenr?

Screenr ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენს დესკტოპს გადაუღოთ ვიდეო 5 წუთის განმავლობაში. იგი twitter-თან არის ინტეგრირებული და არ საჭიროებს ზედმეტ და დროისდამკარგავ რეგისტრაციას. გადაღებული ვიდეო მომენტალურად იდება საიტზე და თქვენი თანხმობის გარეშე არ ქვეყნდება. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ამ ვიდეოს წაშლაც. ასევე შეგიძლიათ ვიდეოს გაუკეთოს მოკლე აღწერა (120 სიმბოლომდე). მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ არის საჭირო ზედმეტი პროგრამების დაყენება. ვიდეობის ნახვა შესაძლებელია თვით iPhone-დანაც კი.

screenr

რა არის Screenr?

როგორ გამოვიყენოთ იგი?

ძალიან მარტივად :)

  • შევიდეთ საიტზე – Screenr.com
  • დავაჭიროთ ღილაკს Record
  • მოვირგოთ ჩარჩო ჩვენს გემოზე (ამ შემთხვევაში ზომაზე)
  • დავაჭიროთ წითალ ღილაკს (რათა დაიწყოს ჩაწერა)
  • დავაჭიროთ Done-ს, როდესაც მოვრჩებით ჩაწერას (მაქსიმუმ 5 წუთი)
  • დავტკბეთ გადაღებული ვიდეოთი :)

ბოლომდე →

უმნიშვნელოვანესი კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის – ახალი მედიის ფორუმი და სხვ.

ის, რომ გასული რამდენიმე დღე და კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრმა შენიშნა. 12-13 ოქტომბერს “მთაწმინდის პარკი” ახალი მედიის წარმომადგენლებს  – ბლოგერებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მოყვარულებს მასპინძლობდა. პარკი ღონისძიებაზე ასეულობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა.

  • რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?
  • როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
  • რატომ უნდა გვქონდეს ბლოგი, თუნდაც პირადი?
  • რა არის ზოგადად ბლოგი და როგორ გავხადოთ იგი პოპულარული?
  • საიდან სჯობს დავიწყოთ ბლოგის გაკეთება?
  • რა არის დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება?
  • როგორ შევქმნათ პოდკასტი და საერთოდაც, რა არის იგი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩატარდა კონფერენციები, პრეზენტაციები ქართველი და უცხელი ექსპერტების მიერ და იწერებოდა უამრავი ინტერვიუ. (პრეზენტაციები, რომელიც ქართველებმა ბლოგერებმა მოამზადეს, სავარაუდოდ დაიდება ახალი მედიის ფორუმზე, ან მათ პირად ბლოგებზე: – Sweet, Dodka, Rocko )

New-Media-Forum-Logo

New Media Forum

მიუხედავად ჩამოსული უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც პარალელლურად ატარებდნენ სემინარებს, ქართველი ბლოგერების პრეზენტაციებზე სავსე იყო აუდიტორია. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ნოდარ დავითურის (a.k.a. Rocko) პრეზენტაცია – “როგორ შევუყვარდეთ საძიებო სისტემებს?”.  სხვა დანარჩენ პრეზენტაციებში ახალი ვერაფერი შევიტყვე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვიცოდი :)

თუ კი შენ ბლოგის გაკეთების სურვილი გაქვს და არ იცი როგორ, მაშინ შენ სამწუხაროდ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაკარგე :(

ზოგადად წინა ორი დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა  – 12 ოქტომბერი და 13 ოქტომბერი. ბოლომდე →