Shut Up Bitch!

22 ოქტომბერი, 2009 · 22:00 @ Landish  →  დროის მოსაკლავი

ვაიმე, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი იუმორისტულ საიტზე რამდენიმე gif ანიმაცია ვნახე, რომელიც ვიდეოდან არის გადაკეთებული და რომლებმაც ძალიან მაგრად მახალისა ბოლო რამდენიმე წუთია :D

მინდა ეს გიფები თქვენც გაგიზიაროთ. მათი მთავარი თემატიკა და საერთო ისაა, რომ იგი ერთი კონტექსტის ქვეშ არიან მოთავსებულნი. კონტექსტის სახელწოდებით “Shut Up Bitch!” :D

მე ვეცდები თითიოეული მათგანი შესაბამისად დავასათაურო :D

ძნელია მინეტის გაკეთება?

01

ძნელია მინეტის გაკეთება?

ტაშ, ტაშ, ტაშ, ტარამ ტარამ, მრავალჟამიერ

02

ტაშ, ტაშ, ტაშ, ტარამ ტარამ, მრავალჟამიერ

პლიუსზე ვმღერით არა?

03

პლიუსზე ვმღერით არა?

ბოლომდე →

მხიარული პაემანი #3

დავიწყებ იმით, რომ ამ რუბრიკის წერა სულ უფრო და უფრო დიდი დროის ინტერვალით მიწევს ხოლმე, თითქმის თვეში ერთხელ, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პირველი ნომერი გამოვუშვი ამ პოსტისა. მას შემდეგ იკლო “მხიარული” პაემნების შეტყობინებებმა გაზეთში და ყოველ ახალ ნომერში შედარებით მცირე რაოდენობა იბეჭდება ისეთი განცხადებებისა, რომლებმაც შეიძლება ჩემი და შემდგომში უკვე თქვენი ყურადღებაც მიიპყროს :(

mxiaruli-paemani-nawili-mesame

მხიარული პაემანი #3

გარდა ამისა უნდა ავღნიშნო, რომ ამ პოსტს ვწერ ლოგინში ჩაწოლილი ( :D ), ვნახოთ ბოლოს როგორ გამოვა.. :D

მაშ ასე, დავიწყებთ, მაგრამ ჯერ შეგახსენებთ მთავარ პრინციპს, ტექსტის მარცხენა ნაწილში იწერება განცხადების ორიგნალი ვერსია (დაფარულია მხოლოდ საკონტაქო ინფორმაცია), ხოლო მარჯვენა ნაწილში, ტირის შემდეგ იწერება ჩემი შესაბამისი კომენტარი ამა და ამ განცხადებაზე :) ბოლომდე →

მხიარული პაემანი #2

წინა ნაწილში დაგპირდით, რომ ყოველკვირეულად განვანახლებდი ხოლმე ამ რუბრიკას, მაგრამ “მასალის” სიმცირის გამო გადავწყვიტე კიდევ ერთი კვირა მომეცა და ორმაგი რაოდენობით დამეწერა არსებული განცხადებები.

mxiaruli paemani2

მხიარული პაემანი #2

მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ავდგები და პირდაპირ საქმეს შევუდგები. როგორც უკვე გახსოვთ, მარცხენა მხარეში იწერება განცხადების ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ, ტირის შემდეგ თან დავურთავ ჩემს კომენტარს. ბოლომდე →

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

ადამიანი ჟესტების ენით საუბრობს. ურთიერთობისას რაღაც მიმიკებით გამოვირჩევით ხოლმე. ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია. სწორედ ასეთი მიმიკები, ჟესტები და დეტალები დაგეხმარებათ ადამიანის უკეთ შეცნობაში. მაგრამ გაინტერესებთ ესა თუ ის მამაკაცი ქალი ხომ არა? ან ესა თუ ის ქალი – მამაკაცი? ეს დაგეხმარებათ მამაკაცის ქალისგან განსხვავებაში.

200170283-001

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

არსებობს რაღაც ცნობილი ფაქტები, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის ნაცნობია კიდეც. ბავშობაში ბიჭებს გოგოები არ “გეკაიფებოდნენ” ხოლმე, აბა ფრჩხილებზე დაიხედეო? :D მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ? თუ ვერა, მაშინ გადაიკეთეთ პოსტი და აუცილებლად გაგახსენდებათ.  ბოლომდე →

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?

15 სექტემბერი, 2009 · 12:55 @ Landish  →  დროის მოსაკლავი  სხვადასხვა

სულ ცოტა ხანია, რაც ბილიარდს ვთამაშობ, ეს თამაში კი უკვე ძალიან შემიყვარდა. ამას წინათ რაღაც მასალას ვეძებდი ქართულ ენაზე ბილიარდთან დაკავშირებით და ამასაც წავაწყდი.

8ball-main_Full

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?

  1. თქვენ არ გჭირდებათ ბილიარდის ჟურნალების ჩუმად სახლში მიტანა და გადამალვა
  2. თუ თქვენ არ ხართ ძლიერი ბილიარდში, ამისთვის არავინ დაგცინებთ და შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ დახმარებისთვის
  3. თუ თქვენი პარტნიორი ბილიარდის თამაშის დროს მოინდომებს ფირზე ჩაწერას, თქვენ ამაზე არ აღელდებით, რომ შემდეგში ეს ფაქტი ხელს შეუშლის თქვენს კარიერას
  4. თქვენი პარტნიორი არასოდეს დაგიწყებთ გამოკითხვას, კიდევ ვისთან ერთად თამაშობდით წარსულში ბილიარდს
  5. ბილიარდის თამაში შესაძლებელია საერთოდ ახალგაცნობილთან ან უცნობთან
  6. თუ თქვენ ხედავთ ბრწყინვალე მოთამაშეს და მოგინდებათ მასთან თამაში, ეს არანაირ სირცხვილს არ წარმოადგენს და თამამად შეგიძლიათ შეთავაზოთ
  7. თუ თქვენი პარტნიორის მოსვლამდე სხვასთან ითამაშებ, არ ეწყინება და ამისთვის კამათს არ დაგიწყებს
  8. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოათავსოთ საკუთარ კაბინეტში ბილიარდის თამაშის დროს გადაღებული ფოტოები, ასევე ისაუბროთ თანამშრომლებთან ბილიარდის შესახებ და ამის გამო თქვენ “დაუკმაყოფილებელ” და აგზნებულ ადამიანად არავინ ჩაგთვლით
  9. თქვენი პარტნიორი არასოდეს მოგთხოვთ პირობის დადებას, რომ სიცოცხლის ბოლომდე მარტო მასთან ითამაშებთ
  10. თუ თქვენი პარტნიორი დაკარგავს ბილიარდის ინტერესს ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ

ბონუსი: თქვენი პარტნიორი არასოდეს გეტყვით საყვედურს, რომ “ჩვენ უკვე ხო ვითამაშეთ ბილიარდი დღეს და სულ მაგ ფიქრი რატომ გაქვსო” :D

მხიარული პაემანი #1

ადამიანი მისი მეორე ნახევრის საძებრად და საინტერესო ადამიანის გასაცნობად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ზოგი პირველივე შემხვედრს გამოესაუბრება, ზოგი დაინტერესებული პირის საერთო ნაცნობს სთხოვს მის განოცბას, მათ კი ვისაც ყველაზე ნაკლებად გაუმართლა ან ერთგვარი ანონიმურობის დაცვა სურს, გაზეთებს მიმართეს, კერძოდ კი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებსაც პაემნების განყოფილება აქვთ.

mxiaruli-paemani

მხიარული პაემანი #1

სწორედ ასეთი ერთ-ერთი გაზეთი მეჭირა ხელში გუშინ და მაგ განყოფილებას წავაწყდი, უსაქმურობისგან რომ არ მოვკვდარიყავი, ყველა განცხადება წავიკითხე და საკმაოდაც ვიხალისე. ამის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი რუბრიკა “მხიარული პაემანი” დამემატებინა, რომელიც სახალისო და საინტერესო განცხადებების კრებული იქნებოდა და იგივე ყოველკვირეულად განახლდებოდა.

მაშ ასე წარმოგიდგენთ ამ რუბრიკის პირველ ნომერს :)

სიის სახით იხილავთ იმ განცხადებების ორიგინალურ ვარიანტებს, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიწვია, ხოლო ტირის შემდეგ ვეცდები ჩემი კომენტარი დავურთო. ბოლომდე →

სიცილი სიცილიურად, ანუ ეპიზოდი “ევროტურიდან”

რამდენად “ევრო” გამოვიდა ჩემი საზაფხულო დასვენება (ტური) არ ვიცი, მაგრამ ბევრი კარგი რამ დამამახსოვრდა და ბევრიც ვიცინე.

ერთ-ერთი კურიოზი, რის შესახებაც მინდა ამ პოსტში დავწერო, დღემდე მოყოლებული მაგის გახსენება სახეზე ღიმილს მიტოვებს.

mi-skuzi-episode-eurotrip

ეპიზოდი "ევროტურიდან"

ფილმი “ევროტური” ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, რომელი გამოშვების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მაყურებლებს შორს. რა შუაში ეს ფილმი ჩემს პოსტთან, ამას მოგვიანებით შეიტყობთ. ბოლომდე →

პროექტი სახელწოდებით “გააჯვი”!

გქონია შემთხვევა, როდესაც ვინმეს შენთვის ნერვები მოუშლია ინტერნეტის მეშვეობით? გქონია შემთხვევა, როდესაც ვინმესთვის უცენზურო სიტყვით მიმართვის სურვილი გამოძრავებდა, მაგრამ მაინც თავს იკავებდი? გქონია სურვილი, რომ ვინმეს ბოროტად გახუმრებოდი? მაშინ პროექტი სახელწოდებით “გააჯვი” შენთვის არის შექმნილი.  ბოლომდე →

Dear Penis

14 აპრილი, 2009 · 02:27 @ Landish  →  დროის მოსაკლავი

რამდენიმე წლის წინ უცხოურ ვიდეოპორტალებზე გაშუქებული ფლეშ ანიმაცია სახელწოდებით Dear Penis, რომლის ავტორიც Rodney Carrington-ია, დიდი პოპულარობა მოიპოვა. იმ დროს ბლოგინგით არ ვიყავი დაინტერესებული და პოსტი ამ სიმღერას და ამ პიროვნებას ვერ მივუძღვენი. მაგრამ ამის შანსი ახლა მაქვს და ხელიდან არ გავუშვებ :D

ბოლომდე →