მანახე შენი ბლოგი და გეტყვი ვინ ხარ შენ

31 იანვარი, 2010 · 22:10 @ Landish  →  ბლოგი

ბლოგებზე არაერთხელ თქმულა და არაერხელ დაწერილა. თქმისა რა მოგახსენოთ, მარა დაწერილის სიას მეც მსურს ერთი პოსტი შევმატო.

ბლოგები რო თემატიკითა და ვიზუალური მხრით განსხვავდებიან, ეს ყველამ იცის. მაგრამ რეალური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ ბლოგერები თავიანთი ბლოგისთვის კონკრეტულ დიზაინს და ამა თუ იმ პლატფორმას, ბევრმა არ იცის.

მე გადავწყვიტე დამეყო ბლოგები კატეგორიებად თავისი ვიზუალური მხრიდან გამომდინარე და გამერკვია, თუ რატომ აქვთ მათ ავტორებს ასეთი დიზაინი.

ზანგი ბლოგები

ტერმინი ზანგი ბლოგები ქართულ ბლოგოსფეროში კარგა ხანია დამკვიდრდა.  იგი მოიცავს მუქ ფონზე დაწერილი ღია, ან უარეს შემთხვევაში მუქივე ფერის ტექსტს. ასეთი ბლოგები შედარებით ცოტაა, თუმცა იმდენი, რომ მათზე სალაპარაკო მაინც გვეძლევა.

ზანგი ბლოგები

ზანგი ბლოგები

მახსოვს ინტერნეტში პირველი საიტი, როცა გავაკეთე, მუქი ფერის იყო, მაშინ მეგონა, რომ შავი ფერის დიზაინი ღია ფერისას სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი. მაშინ ეგ ფერი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავდა.

ალბათ ამ შემთხვევაშიც ამჟამინდელი მუქი დიზაინის მქონე ბლოგების ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მაგარია და ღია ფერის შაბლონები ზედმეტად გაპაპსავებულია. ბოლომდე →

10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 3

8 იანვარი, 2010 · 23:54 @ Landish  →  ბლოგი

ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ასეული აქტიური ბლოგია, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკის, წერის სტილისა და სხვა უამრავი ასპექტის მიხედვით განსხვავდებიან. მათ შორის განსხავება სათაურებში, ბლოგის აღწერებში და ტეგლაინებშია. გადავწყვიტე სია შემედგინა იმ ბლოგებისა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული, ორიგინალური და მეტად საინტერესო ტეგლაინები აქვთ. ამ პოსტში მხოლოდ 10 ასეთ ბლოგს დავწერ, შემდეგ ნაწილებშიც ასევე 10-10 ბლოგი იქნება საინტერეს ტეგლაინებით.

1. უკანასკნელი კეისარი

უკანასკნელი კეისარი

ZURRIUSS – ქუთაისელი ჟურნალისტის საოპერო და თეატრალური ბლოგი. ბოლომდე →

10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 2

1 იანვარი, 2010 · 22:54 @ Landish  →  ბლოგი

ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ასეული აქტიური ბლოგია, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკის, წერის სტილისა და სხვა უამრავი ასპექტის მიხედვით განსხვავდებიან. მათ შორის განსხავება სათაურებში, ბლოგის აღწერებში და ტეგლაინებშია. გადავწყვიტე სია შემედგინა იმ ბლოგებისა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული, ორიგინალური და მეტად საინტერესო ტეგლაინები აქვთ. ამ პოსტში მხოლოდ 10 ასეთ ბლოგს დავწერ, შემდეგ ნაწილებშიც ასევე 10-10 ბლოგი იქნება საინტერეს ტეგლაინებით.

1. დასაწყისიდან აპოკალიფსამდე

დასაწყისიდან აპოკალიფსამდე

ღმერთების დღიურები – მამაღმერთის ღვთიური ბლოგი. ბოლომდე →

10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 1

29 დეკემბერი, 2009 · 23:10 @ Landish  →  ბლოგი

ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ასეული აქტიური ბლოგია, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკის, წერის სტილისა და სხვა უამრავი ასპექტის მიხედვით განსხვავდებიან. მათ შორის განსხავება სათაურებში, ბლოგის აღწერებში და ტეგლაინებშია. გადავწყვიტე სია შემედგინა იმ ბლოგებისა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული, ორიგინალური და მეტად საინტერესო ტეგლაინები აქვთ. ამ პოსტში მხოლოდ 10 ასეთ ბლოგს დავწერ, შემდეგ ნაწილებშიც ასევე 10-10 ბლოგი იქნება საინტერეს ტეგლაინებით.

1. need you more “youmore” :)

screen_doinge

need you more "youmore" :)

თითქმის EXCLUSIVE – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართული ბლოგი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყავრლესიცაა. ნამდვილი ქართული იუმორით გაჟღენთილი ბლოგი. ბოლომდე →

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

28 დეკემბერი, 2009 · 05:03 @ Landish  →  ბლოგი  სხვადასხვა

როგორც ჩანს, ფორმულა “კრეატივმა” ტრადიციად ჩამოაყალიბა ფილმ “რაც ყველაზე ძალიან გიყვარსის” ჩვენებებზე ბლოგერების დაპატიჟება. კვირას სწორედ ამ ფილმის მეორე სერიაზე ვიყავით მიწვეულნი. სეანსზე დასწრების ბედნიერება მეც მერგო.

ვისაც ფილმის პირველი ნაწილის ბლოგერული ქრონიკები იცით, გეხსომებათ ჩემი იმდროინდელი მოსაზრებაც და პოსტიც. მას შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე და ფილმის სანახავად ამჯერად ფხიზელ მდგომარეობაში მივედი :D

kaikino

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ როდესაც ფილმის ორ ან მეტ სერიას იღებენ, პირველი სერია ყოველთვის უკეთესი გამოდის ხოლმე, ამ შემთხვევაში ამ თეორიამ არ გაამართლა. ჩემდა გასაკვირვად ფილმი მომეწონა. რამდენჯერმე გავიცინე კიდეც. თუმცა არა ისე, როგორც ეს უკანა რიგებიდან ისმოდა. რამდენჯერმე გავიფიქრე კიდეც, ისინი სხვა ფილმს ხომ არ უყურებენ თქო :D

მოკლედ, ფილმი იდეალური არ იყო, იყო მცირედი ხარვეზები, მაგრამ პირველთან შედარებით ბევრად უკეთესი გამოდგა.

მინუსების კატეგორიას შეილება მივანიჭოთ, ის ფაქტი, რომ სრულიად ზედმეტი იყო კადრების ვერტფრენდიდან გადაღება, მითუმეტეს, როდესაც ეს კარგად არ იციან (ჯერ).  ბოლომდე →

Wordpress 2.9 Features

16 ნოემბერი, 2009 · 21:45 @ Landish  →  ბლოგი  ვორდპრესი

ვორდპრესის დეველოპერები მის ბირთვს ელვისებური სისწრაფით ანახლებენ და უამრავ საინტერესო ფუნქციას ამატებ ყოველ ვერსიაში. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება 2.9 ვერსია, რომლის ახალ ფუნქციებზეც და მნიშვნელობებზეც დღეს ვისაუბრებ.

სანაგვე

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაიმე პოსტი, სურათი ან კომენტარი წაგშლიათ და გსურდათ მისი აღდგენა (მახსოვს ნატოშას დაემართა რამდენიმე დღის წინ ესეთი რამ), მაგრამ ვერაფერი გიღონიათ, რადგან იგი სამუდამოედ დაემშვიდობა თქვენს მონაცემთა ბაზებს.

ახალ ვერსიაში ამისთვის წამალი გამოიგონეს – სანაგვე  (Trash), რომელიც იგივე ფუქნციის იქნება, რასაც თქვენი Recycle Bin შვრება თქვენს ვინდოუსში. ინახავს “წაშლილ” ინფორმაციას, სანამ სანაგვეს არ გაასუფთავებთ.

wordpress-trassh

Wordpress Trash Can

მე თუ მკითხავთ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფუქნციაა, რომ აქამდე უნდა ჩამატებულიყო :)

სტანდარტულად სანაგვეში არსებული პოსტები 30 დღის შემდეგ იშლება, მაგრამ თქვენ ამ რიხცვის შეცვლა შეგიძლიათ wp-config.php ფაილში შემდეგი ხაზის გაწერით.

define('EMPTY_TRASH_DAYS',7);

ბოლომდე →

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

30 ოქტომბერი, 2009 · 21:12 @ Landish  →  ბლოგი  რჩევები და ხრიკები

ნამდვილად არ მინდა ეხა უაზრო სტატისტიკებით აგირიოთ თავგზა და შეგაწუხოთ. უბრალოდ მინდა იმ ხერხის შესახებ გითხრათ, რომელსაც მე ვხმარობ და ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს მართლაც საუკეთესოა.

ისმის კითხვა, დღის რომელი ინტერვალია საუკეთესო პოსტის დასაწერად? დილა, შუადღე, საღამო თუ ღამე?

ოთხივე მათგანს თავისი დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს, როგორც მკითხველისთვის, ასევე ბლოგერისთვის. აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ვამბობ “დაწერას”, ვგულისხმობ “გამოქვეყნებას” :)

CBR003592

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

პოსტის დილაობით გამოქვეყნება

ეს ის დროა, როდესაც თქვენი მკითხვლების უმეტესობა სამსახურშია, ინსტიტუში ან თუნდაც სკოლაში. სამწურხაროდ არ შევხვედრივარ ისეთ პიროვნებას, რომელიც ზემოთხსნებულ დაწესებულებას, მხოლოდ იმიტომ გააცდენდა, რომ ბლოგზე პოსტი წაეკითხა :D . ასეთი ვინმე, რომც ყოფილიყო, 1-2 კომენტი და ვიზიტორი არაფერს მოგცემდათ. თქვენ ფართო აუდიტორიაზე უნდა იზრუნოთ :)

ამიტომ დილა გამორიცხულია ბოლომდე →

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

გააქვთ მულტიავტორიანი (როდესად რამდენიმე წევრი წერს ერთ ბლოგზე) ბლოგი ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენს საიტზე იყვნენ ადამინები, რომლებსაც გარკვეული უფლებები ექნებათ თქვენს საიტზე?

ამის საშუალებას ვორდპრეის გვაძლევს User Roles-ების მეშვეობით. ეს არის ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები. ესენია:

  • Administrator – ადმინისტრატორი
  • Editor – რედაქტორი
  • Author – ავტორი
  • Contributor – ჟურნალისტი
  • Subscriber – წევრი

თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს ბლოგზე, შესაბამისი შეზღუდვები და ხარისხები.

wordpress user groups

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

დავიწყოთ უმაღლესით, ადმინისტრატორით.

Administrator – ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი გამორჩეულია სხვა ჯგუფებისგან შემდეგი ფუქნციებით:

  • არის ბლოგის მფლობელი
  • შეუძლია ადმინპანელში შესვლა
  • შეუძლია ბლოგის ყოველგვარი შესაძლო კონფიგურაცია
  • შეუძლია მომხმარებლების შექმნა და რედაქირება, ასევე წაშლაც
  • შეუძლია კონტენტის სრული მართვა (პოსტებისა, გვერდებისა და მედია ფაილების წაშლა, დამატება და რედაქტირება)
  • შეუძლია კომენტარების სრული მართვა
  • შეუძლია ლინკების (blogroll) სრული მართვა

ბოლომდე →

Top.Ge Sucks!

19 ოქტომბერი, 2009 · 00:22 @ Landish  →  ბლოგი  სხვადასხვა

ეგ მთვლელი რო მთლა დალაგებული ვერ იყო, კი ვიცოდი, მარა ამ დონეზე?

topgesucks

Top.Ge Sucks!

რა უნდოდა? რას მერჩოდა? :|

უმნიშვნელოვანესი კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის – ახალი მედიის ფორუმი და სხვ.

ის, რომ გასული რამდენიმე დღე და კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრმა შენიშნა. 12-13 ოქტომბერს “მთაწმინდის პარკი” ახალი მედიის წარმომადგენლებს  – ბლოგერებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მოყვარულებს მასპინძლობდა. პარკი ღონისძიებაზე ასეულობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა.

  • რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?
  • როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
  • რატომ უნდა გვქონდეს ბლოგი, თუნდაც პირადი?
  • რა არის ზოგადად ბლოგი და როგორ გავხადოთ იგი პოპულარული?
  • საიდან სჯობს დავიწყოთ ბლოგის გაკეთება?
  • რა არის დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება?
  • როგორ შევქმნათ პოდკასტი და საერთოდაც, რა არის იგი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩატარდა კონფერენციები, პრეზენტაციები ქართველი და უცხელი ექსპერტების მიერ და იწერებოდა უამრავი ინტერვიუ. (პრეზენტაციები, რომელიც ქართველებმა ბლოგერებმა მოამზადეს, სავარაუდოდ დაიდება ახალი მედიის ფორუმზე, ან მათ პირად ბლოგებზე: – Sweet, Dodka, Rocko )

New-Media-Forum-Logo

New Media Forum

მიუხედავად ჩამოსული უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც პარალელლურად ატარებდნენ სემინარებს, ქართველი ბლოგერების პრეზენტაციებზე სავსე იყო აუდიტორია. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ნოდარ დავითურის (a.k.a. Rocko) პრეზენტაცია – “როგორ შევუყვარდეთ საძიებო სისტემებს?”.  სხვა დანარჩენ პრეზენტაციებში ახალი ვერაფერი შევიტყვე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვიცოდი :)

თუ კი შენ ბლოგის გაკეთების სურვილი გაქვს და არ იცი როგორ, მაშინ შენ სამწუხაროდ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაკარგე :(

ზოგადად წინა ორი დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა  – 12 ოქტომბერი და 13 ოქტომბერი. ბოლომდე →