ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სპორტის ისეთი სახეობებით დავინტერესდი, სადაც ზედმეტი სირბილი და გაოფლიანება საჭირო არაა, ისეთები, როგორიცაა ბილიარდი, ბოულინგი, გოლფი და სხვ. ბილიარდს წელიწადზე მეტია ვთამაშობ, მინი გოლფი ბავშვობაში მითამაშია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ვაკის პარკში“ „გოლფ კლუბი“ იყო გახსნილი. ამჯერად კი ბოულინგის ჯერი დადგა.

ორიოდ დღის წინ კი „თბილისი ცენტრალში“ გახსნილი ბოულინგ კლუბს მე და ჩემმა ძმაკაცებმა მივაკითხეთ, რომლის შესახებაც თაასგან შევიტყვე – Tbilisi Central Opening. საღამოს 11 საათი იქნებოდა, ამ დროს კი ფასები ყველგან და ყველაფერში მატულობს ხოლმე, ამიტომაც მხოლოდ ერთი საათი შევძელით იქ გაჩერება.
თამაშის დაწყებამდე სპეციალური ფეხსაცმელები გადმოგვცეს, რომელიც იატაკს იცავს დაზიანებისა და ნაკაწრებისგან. მას საგულდაგულოდ რაღაც აეროზოლი “მიაშხურეს”, რომელიც ალბათ ფეხსაცმელს სუნისა და სოკოს გადადებისგან იცავს. ეს ფეხსაცემელები ასე გამოიყურება:
(ბანჯგვლიანი ფეხების ფოტოსთვის ბოდიში მომითხოვია
)
მიუხედავად იმისა, რომ კეგლების „დამწყობი“ აპარატი (სამწუხაროდ ზუსტი სახელწოდება არ ვიცი) ხანდახან ჭედავდა და კეგლების დალაგებას აგვიანებდა ხოლმე, ხოლო ანგარიშის ტაბლო დრო და დრო რესტარტდებოდა და ქულები ხანდახან არ გვემატებოდა ხოლმე, თამაშისგან მაინც უდიდესი სიამოვნება მივიღე.
ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც დაახლოებით 30-40 მეტრიანი მანძილიდან ერთი გაგორებული შარით პირველად წააქცევ კეგლს, როდესაც პირველად აიღებ Strike-ს (1 გაგორებით ათივე კეგლის წაქცევა) და როდესაც პირველად მოიგებ ერთ გეიმს.
მე კი „უბედური შემთხვევის“ გამო ადგილზე სათვალეს გამოვემშვიდობე, ლინზებიც არ მქონდა გაკეთებული და ასე „ბრმად“ მომიწია თამაში. 4 გეიმის განმავლობაში 2 Strike გავაკეთე და რამდენიმე Spare (2 გაგორებით ათივე კეგლის წაქცევა) და თითქმის ყველა ხელი ჩემი გამარჯვებით დასრულდა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველ თამაშს კრახი არ განუცდია და შესანიშნავად ჩაიარა. სავარაუდოდ სხვა ბოულინგ ცენტრებსაც მივაკითხავ უახლოეს მომავალში, რათა ამ უკანასკნელს არსებული სიტუაცია შევადარო, მანამდე კი ცოტას თამაშის წესებისა და რჩევების შესახებ გიამბობთ.
„თბილისი ცენტრალში“ არსებულ ბოულინგ კლუბში ფასები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
- 1 სთ – 14 ლარი 03:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე
- 1 სთ – 24 ლარი 14 სთ-დან 20:00 სთ-მდე
- 1 სთ – 38 ლარი 20:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე
შაბათ-კვირას კი:
- 1 სთ – 24 ლარი 03:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე
- 1 სთ – 38 ლარი 20:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე
თუმცა 1 გეიმის ფასი 4 ლარს შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენ 4ნი ვიყავით და 1 საათის განმავლობაში მხოლოდ 4 გეიმის თამაში მოვასწარით, რაშიც 38 ლარი გადავიხადეთ, მაშინ როდესაც შეგვეძლო გვეთამაშა 4 გეიმის მიხედვით და გადაგვეხადა 16 ლარი. ასე რომ თქვენც გაითვალისწინეთ თუ რა ტარიფით გსურთ თამაში.
თამაშის წესები
ერთი გეიმი შედგება 10 ჩარჩოსაგან (Frame), სადაც იმ ქულების რაოდენობა იწერება, რამდენ კეგლსაც წააქცევ. თამაშის მთავარი პრინციპი მაქსიმალური ქულების დაგროვებაა. მოთამაშეები 2-2-ჯერ აგორებენ შარებს. სულ მათ 20-ჯერ (10 ჩარჩო გამრავლებული 2 გაგორებაზე) მოუწევთ შარის გაგორება.
თუ თქვენ 1 გაგორებით 10-ვე შარი წააქციეთ, მაშინ ეს Stike-ია და თქვენ გემატებათ 10 ქულა + იმ ქულის რაოდენობა, რამდენსაც შემდეგი 2 გაგორებით აიღებთ.
თუ თქვენ 2 გაგორებით წაქციეთ 10-ვე შარი, მაშინ ეს Spare-ია და თქვენ გემატებათ 10 ქულა + მომდევნო ერთი გაგორებით მოგროვილი ქულა.
Strike ანგარიშის ტაბლოზე აღინიშნება X-ით (იქსით), ხოლო Spare /-ით (დახრილი ხაზით).
მოკლედ თქვენ ზედმეტი ქულების თვლა არ დაგჭირდებათ, თქვენს მაგივრად კომპიუტერი დაითვლის და ეკრანიდან შეიტყობთ თქვენს ანგარიშს და სვლას.
განსხვავება არის შარების წონასა და ნომრებში. ძირითადად 6-დან 14 ნომრამდე (თუმცა 6 ნომერი 6 კილოგრამს არ უდრის) მერყეობს შარები. მიღებულია რომ შედარებით დაბალ ნომრიან შარებს ხმარობენ ბავშვები, საშუალო ზომის შარებს ქალები, ხოლო დიდებს – კაცები.
პირადი გამოცდილებიდან 10-11 ნომრის შარი საუკეთესოა, არც ზედმეტად მძიმე და არც მსუბუქი. სწორედ ამ ნომრების მქონე შარებით ვთამაშობდი და ვიღებდი სთრაიქებს, თუმცა თქვენთვის შესაძლოა სხვა ნომრის მქონე ბურთულა უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდეს. ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა მინდა ერთი რჩევაც მოგცეთ შარის გაგორებისას, ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მშვიდად იყოთ ამ დროს. არ არის საჭირო მთელი ძალ-ღონით ბურთის გაგორება, აქ მთავარი სიზუსტეა და არა სიძლიერე. რამდენჯერაც ძლიერად არ გავაგორე შარი, იმდენჯერვე ბილიკიდან გადაგორდა, ხოლო რამდენჯერაც მშვიდად და აუღელვებლად ვითამაშე, იმდენჯერვე მაქსიმალური შედეგი მივიღე.
მოკლედ გისურვებთ წარმატებებს ბოულინგის თამაშისას. და თქვენ თუ გითამაშიათ ბოულინგი, ან გაგჩენიათ სურვილი სამნახვრეტიანი შარით კეგლების წაქცევისა? რა გამოცდილებას გაგვიზიარებდით? : )
მე ვიყავი წყნეთში, “კოპალში”, სამი გეიმი ვითამაშეთ მგონი და ნორმალურად ავუღე ალღო:) მომეწონა. თავიდან ქაოტურად ვთამაშობდი, ხან გამომდიოდა, ხან არა. მერე სანამ სხვა აგორებდა და მე ვიჯექი, იქვე ბუკლეტი დავლანდე, სადაც სქემატურად იყო ახსნილი სწორად როგორ უნდა გააგორო, ოთხი ნაბიჯი გარბენი და ა.შ. ორ ცდაზე დავამუღამე და მერე წავიდა სტაბილურად, Double-ც გავაგორე ერთხელ (როცა ორ სთრაიკს ზედიზედ მიაყოლებ). მოკლედ სანამ მაჯა არ მომენგრა, კარგად ვითამაშე
) ასე რომ, დეეძალენით ბოულინგს, “ქუჩაში დგომას ისევ ჯობია”
კარგი პოსტია ლად
:*
ქუჩაში დგომას ნამდვილად სჯობს, თუმცა ბოულინგი ცოტა ძვირი სიამოვნებაა…
ნეტა ჩემთანაც ყოფილიყო ეგ ბუკლეტები, სულ იმპროვიზაციით ვთამაშობდი(თ) : ))
Double-ს ჯერიც მოვა, ლიჟბი მალე ვითამაშო მეორედ
აუ ძალიან მიყვარს ბოულინგიიი….”დავამუღამე”
მაგარი მუღამი მაქვს თამაშის და იმედია ავიხდენ… მაშინ ერევანში, რომ ვიყავით იქ გავჩითე ბოულინგ კლუბი და გამიკვირდა ვააა ეს სირები ნახე-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი, ნეტა თბილისშია თუა ანალოგიური -თქო… ხოოდა გასინჯვად ღირს, მარა ფასები მართლა ძვირია… უეჩველი დილის 10-ზე დავადგები თუ რამეა
)
შეგიძლია გეიმებით ითამაშო.
იმჰო ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია.
ერთი გეიმი შეილება ნახევარ საათს გააგრძელო, გააჩნია, რა ტემპებით გააგორებ შარებს : ))
მარა თბილი ცენტრალამდეც იყო ბოულინგ ცენტრები, აი, კელამ რაც დაწერა, კოპალა მაგალითად
კარგი სიახლეა!
გავითვალისწინებ ამ ყველაფერს. არც მე ვიტყოდი უარს ბოულინგობაზე
მალადეც შენ კარგად დაგიმუღამებია
ისე ტექნილურად წყნეთის კოპალას ბოულინგ კლუბი ჯობს და იქაც მოსინჯე და დაწერე შედარება
ჩვენ გუშინ ვაპირებდით ანტალიაში, მაგრამ ისეთი რამეები გადაგვხდა თავს რო რო ჩამოვედით ბოულინგი კი არა ბოლო ზაბეგალოვკას ძლივს მივუსწარით რო რამე გვეჭამა
ისტორიები დაიდოს!
მიყვარს ბოულინგი და მინდა, რომ დამკვიდრდეს ჩვენთან.
შესაბამისად გამიხარდა, ამ თემაზე რომ დაიწერა.
პ.ს. 3 სთრაიქიც მქონია
ეჰ, მე კიდევ 8 კგ-ს ძვლივს ვწევ
მერე 1 კვირა მთელი სხეული მტკივა, მაგრამ მაგრა ასწორებს
სათვალე რომ გაგიტეხე იმიტომ თამაშობდი კარგად.
მგონი თბილისში წყნეთის კოპალაზე უკეთესი ბოულინგი არსადაა
რაღაცნაირი წყნარი სიტუაციაა ხოლმე, ნორმალურად ითამაშებ ძაან გადატვირთული და დიდიც არაა
ტექნოლოგიურადაც კაია
აი ეგ რაც გიწერია რო სქრინი რესტარტდებოდა და რაღაც ეგეთები იქ არ ხდება…
პროსტა ძვირია რა ძაან ეს კოპალა
რა ღირს მანდ?
ზუსტად არ მახსოვს მარა 3 კაცი ვიყავით, ერთი საათიც არ გვითამაშია და სულ 3 კოკა-კოლა დავლიეთ და 75 ლარი დავტოვეთ
7 სთ-მდე 30 ლარი, 7 სთ-ის მერე 60…
ლად მე 7ით ვთამაშობდი და ეგეც მემძიმა :შ
შენ ქათამი ხარ : )
რა 7?
მე 12 ავიღე და იშშშშ
მააი მუღამი დავუჭირე :დ კიდე მინდა წასვლა.. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძვირი სიამოვნებაა. უარს არ ვიტყოდი უკვე მე3ეჯერ წასვლაზე
მშვენიერი პოსტი იყო. მითამაშია მაშინ პატარა ვიყავი და წესები არ ვიცოდი და დღემდე არც დავინტერესებულვარ
ეჰ, მე კიდევ 8 კგ-ს ძვლივს ვწევ
მერე 1 კვირა მთელი სხეული მტკივა, მაგრამ მაგრა ასწორებს
მაგარია ბოულინგი…
მე პირველიოვე ცდაზე 9 კეგლი წავაქციე… 
პოსტიც კარგი იყო.. მომეწონა…
ვერ გავიგეე როგორააა..აიი ვთქვათ 4 კაციი მივდივართ და 1 საათით გვინდაა..სადღაცც ესე 4-5ზეე ანუ ოტხივემ რამდენიი უნდაა გადავიხადოთ ერთად??
გააჩნია, რომელ საათზე წახვალთ : )
რომელზეც წახვალთ იმას გაყოფთ იმაზე, თუ რამდენი კაცი მიდიხართ : )
მაგალითად 24 / 4 = 6
24 ლარი ღირს 2-დან 8-მდე და 4 კაცი თუ წახვალთ 6-6 ლარის დადება მოგიწევთ … : )
ახლა კი ზუმის აქცია და რამდენ ხანსაც ითამაშებ, იმდენს გიმატებენ, ანუ ფაქტიურად 50%-იანი ფასდაკლებაა : )
ძალიან გამიხარდა რო ამომწურავი ინფორმაცია მივიღე თქვენგან
მე ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ ივენთებზე ხოდა ეხლა გამიჩნდა იდეა რო მოვაწყო შეჯიბრი მოყავრულთათვის…. მე გავარკვევ დეტალებს და შეგეხმიანებით თუ სურვილი გექნებათ
ავტორ, ერთ ბილიკზე რამდენი კაცი თამაშობს?
რამდენიც გინდა : ) რაოდენობაში შეზღუდული არ ხარ : )
დღეს ვიყავი მე და ახლა მგონი მხოლოდ საათობრივია , ანუ 1 გეიმის აღება არ შეიძლება და ბილიკზე მაქსიმუმ 5 კაცი ( ასე გვითხრეს) — მაინც დააზუსტეთ ! პირველი ხელი რომ მოვიგე და თანაც 2 სტრაიკით ძააან გამისწორდა
) სცადეთ არ ინანებთ