ეს უნდა იკითხოს ჩვენმა მომავალმა თაობამ?

დღეს მქონდა ბედნიერება გავცნობოდი საბავშვო ლიტერატურის ნამდვილ ზეიმს. ხელთ ჩამივარდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი საბავშვო სახელმძღვანელო სახელად “პრინცესები“.

წიგნი: პრინცესები

არ დაგიმალავთ და ყდამ ძალზედ მომხიბლა, ვიფიქრე სად იყო ჩემს დროს ასეთ ყდიანი წიგნები თქო და გადავშალე. მასში ლამაზად იყო ჩაწყობილი 12 ცალი პატარა ზომის ბლოკნოტის მაგვარი წიგნი, სადაც 12 სხვადასხვა ისტორია ეწერა პრინცესების შესახებ. გადავწყვიტე ინტერესის გრძნობა მომეკლა და წამეკითხა ისინი, თითოს წაკითხვას წუთიც კი არ მოვანდომე. წარმოგიდგენთ მათ:

მხატვარი პრინცესა

ხატვის მასწავლებელი მონდომებით უხსნიდა პრინცესას:
- შეხედეთ ამ მშვენიერ ნახატს! აი, ეს არის ნამდვილი ხელოვნება!
პრინცესამ გადაწყვიტა, თვითონაც დაეხატა რამე და ფუნჯი მოიმარჯვა.
- მე ამ სურებს და ხილით სავსე ლარნაკს დავხატავ.
- თქვა მან.
- შესანიშნავია, ძალიან ლამაზი ნახატია, პრინცესა!..
- შეაქო მასწავლებელმა.
გულში კი ფიქრობდა: “ვის გაუგონია კვადრატული ვაშლი და კუთხეებიანი ლიმონი?.. მმმ.. ეს თანამედროვე ხელოვნება უნდა იყოს…”
ქებით გახარებულმა პრინცესამ თავისი ნახატი მისაღებ ოთახში კედელზე ჩამოკიდა.

ცხოველების პრინცესა

ამ პრინცესას ცხოველები ძალიან უყვარდა. ამიტომაც ციხესიმაგრის ყველა ბინადარი მას “ცხოველების პრინცესას” ეძახდა.
პრინცესას ყოველთვის მზად ჰქონდა დოლბანდი დაშავებული თათის შესახვევად, მალამო ჭრილობის მოსასუშებლად, ნაყენი მუცლისა და კბილის ტკივილის დასაამებლად… ერთი სიტყვით, ნამდვილი ექიმი იყო. ახლად დაბადებულ წიწილებსაც პირველად პრინცესა მოინახულებდა ხოლმე. ცხოველების პრინცესას ძალიან უყვარდა ჯადოსნური ზღაპრები. მოკალათდებოდა ვებერთელა მუხის ძირში და ზღაპრებს ხმამაღლა კითხულობდა. პატარა მეგობრებიც მაშინვე გარს შემოუსხდებოდნენ და ინტერესით უსმენდნენ საყვარელ პრინცესას.

მსუნაგი პრინცესა

მსუნაგ პრინცესა ჰიპოს ყველაზე მეტად ჭამა უყვარდა. ყოველ დილით უამრავ ფუნთუშას და ნამცხვარს მიირთმევდა. პრინცესა ბაზარში თვითონ დადიოდა და იმდენ რამეს ყიდულობდა, რომ ორ უზარმაზარ კალათას თვალის დახამხამებაში ავსებდა. მსუნაგ პრინცესას მზარეულობაც ეხერხებოდა. ერთხელ გადაწყვიტა, ტორტი გამოეცხო: ათქვიფა შაქარი, კვერცხი და ფქვილი; მოზილა ცომი და ღუმელში შედო… სულ მალე სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სუნი გამოვიდა. ტურტი მზად იყო. პრინცესამ ტორტი მეფეს მიართვა. მეფეს ძალიან მოეწონა მთლიანი თხილის გულებით, შოლოლადებით, კრემითა და ჟოლოთი მორთული ტორტი, რომელსაც სულ ზემოდან დიდი მარყვი ჰქონდა დასკუპებული.

პრანჭია პრინცესა

ერთ მშვენიერ დღეს პრანჭია პრინცესამ თავისი ყველა კაბა დაიწუნა და ახლის შეკერვა მოინდომა. მან თავის ოთახში ციხესიმაგრის საუკეთესო მკერავები დაიბარა. მკერავები მაშინვე პრინცესასთან გაჩდნენ.
- ცოტა დააგრძელეთ, თუ შეიძლება!.. არა, ახლა დაამოკლეთ! აქ თასმა დაამაგრეთ, აქ კი ოქროსფერი ბაფთა დააკერეთ!.. – მითითებებს იძლეოდა პრინცესა.
კაბა მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. მსახურების დახმარებით პრინცესა ახალ კაბაში გამოეწყო.
- მომაწოდეთ ჩემი პომადა… სავარაცხელი… საკმაულები… ოჰ, რა მშვენიერი კაბაა, ძალიან მომწონს, – გაიხარა პრანჭია პრინცესამ.

მოცეკვავე პრინცესა

ციხესიმაგრეში ერთი მხიარული პრინცესა ცხოვრობდა, რომელსაც ყველაფერზე მეტად ცეკვა უყვარდა. ის ისე მოხდენილად ცეკვავდა, რომ ყოველთვის მასწავლებლის ქებას იმსახურებდა. პრინცესა ბუმბულივით ნაზად მოძრაობდა, ცეკვის ყველა ილეთს ლამაზად ასრულებდა. ის და მისი მეგობრები საკონცერტოდ ემზადებოდნენ. ერთ რეპეტიციაზე პრინცესას ფეხი დაუცდა, იატაკზე გაიშხლართა და თათი იღრძო. საბრალო პრინცესა! მასწავლებელი ძალიან შეწუხდა. კონცერტი ჩაიშალა. ფეხშეხვეული პრინცესა მეფემ მოინახულა და საჩუქრად მუსიკალური ზარდახშა მიართვა.

გულადი პრინცესა

ამ ქალაბიჭა პრინცესას არც ქარგვა ეხერხებოდა და არც კერვა. ოცნებობდა, პრინცი ყოფილიყო და ორთაბრძოლებში მიეღო მონაწილეობა. ერთ დღეს მან მსახურს აბჯარი და მუზარადი მოატანინა, პრინცივით გამოეწყო, ცხენზე ამხედრდა და შეჯიბრების არენაზე ჩავიდა… პრინცესამ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.
- შეხედეთ, ყველაზე ძლიერი და გულადი პრინცი! – ყვიროდნენ გახარებული მაყურებლები.
როცა გამარჯვებულმა “პრინცმა” მუზარადი მოიხსნა, მაყურებლებმა მაშინღა იცნეს თავიანთი პრინცესა.
- გაუმარჯოს ჩვენს გულად პრინცესას! – შესძახა ყველამ ერთად.

წიგნი: პრინცესები. გადაშლილი ვარიანტი (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ხელმარჯვე პრინცესა

პრინცესა თაგუნია მთელ სამეფოში საუკეთესო მქარგველი იყო. ერთ დღეს მან საქორწილო ფატის მოქარგვა გადაწყვიტა. ქარგვაში მას მეგობრებიც ეხმარებოდნენ. თუმცა ისინი პრინცესასავით მარჯვეები როდი იყვნენ?!
- სულ ცოტაც და დავამთავრებთ, – ამხნევებდა მეგობრებს პრინცესა.
ფატა ძალიან გრძელი და მშვენიერი გამოვიდა. ქორწილის დღეს პრინცესამ ფატა დაიხურა. იცით, როგორ მოუხდა?!
საქმრო საპარტაძლოს კიბის თავში ელოდა. ყველა აღტაცებით შეჰყურებდა საფეხურებზე გადმოფენილი ულამაზეს ფატას.

ონავარი პრინცესა

ონავარ პრინცესას თავისზე უფრო ონავარი ცხენი ჰყავდა. ეს პრინცესა ყოველ დილით ცხენით დასეირნობდა და ხალხის გამასხარავებით იქცევდა თავს. ერთხელ მან მეზობლს ცხელ-ცხელი პუდინგიც კი მოჰპარა ფანჯრიდან. ერთ დღეს ონავარმა პრინცესამ ციხესიმაგრიდან გაპარვა გადაწყვიტა, ცხენს მუცელზე მოექცა და მცველების შეუმჩნევლად კარიბჭე გაიარა. როცა სამშვიდობოს გავიდნენ, ცხენმა ტლინკები აყარა და მუცელზე აკრულ მხედარს მოადენინა ტყაპანი.

წუნია პრინცესა

წუნია პრინცესას თაყვანისმცემლები უამრავ საჩუქარს, ყვავილებსა და ტკბილეულს უძღვნიდნენ, მაგრამ ამაოდ – მისი გული ვერავინ მოიგო.
- საკმარისია! მეტს ვეღარ მოვიცდი! მე თვითონ მოვძებნი პრინცს, ვინც ჩემს გულს დაიპყრობს, – გადაწყვიტა წუნიამ, ცხენზე ამხედრდა და სატრფოს საძებნად გაეშურა. მალე ერთ პატარა ტბას მიადგა. ტბის პირას ვეება ლოდზე დიდი, უშნო ბაყაყი დასკუპებულიყო.
- მაკოცე, მშვენიერი პრინცესა! – სთხოვა ბაყაყმა.
პრინცესამ თხოვნა შეუსრულა. ტკაც! უცბათ უშნო ბაყაყი მშვენიერ პრინცად გადაიქცა. თურმე ოდესღაც ის ბოროტ ჯადოქარს მოეჯადოვებინა. პრინცესას პრინცი მაშინვე შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა. ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ჭკვიანი პრინცესა

ერთ პრინცესას წიგნების კითხვა ისე უყვარდა, გაღვიძებისთანავე სათვალეს მოირგებდა და წიგნის კითხვას იწყებდა. მომსახურეს მასთან წიგნები პატარა ურიკით მიჰქონდა. პრინცესა საუზმობის დროსაც კი არ წყვეტდა კითხვას. პრინცესა კითხვას ციხესიმაგრის პატარა ბინადრებსაც ასწავლიდა. პატარები ინტერესით უსმენდნენ საყვარელ მასწავლებელს. მეგობრები პრინცესას ხშირად უძღვნიდნენ საჩუქრებს. აბა თუ გამოიცნობ, რას? რას და, რა თქმა უნდა, წიგნებს!

მუსიკოსი პრინცესა

ციხესიმაგრის ყველაზე მაღალი კოშკიდან ყოველთვის ლამაზი მელოდია ისმოდა. იმ კოშკში ერთი პრინცესა ცხოვრობდა, რომელსაც ძალიან უყვარდა მუსიკა და მეგობრებთან ერთად სხვადასხვა მელოდიას უკრავდა. გამვლელები კოშკთან ჩერდებოდნენ და აღტაცებულები უსმენდნენ ულამაზეს ჰანგებს. მეფე კი დაიღალა ამდენი მუსიკით, მაგრამ აბა საყვარელ ქალიშვილს მუსიკოსობას ხომ ვერ დაუშლიდა? პრინცესამ ციხესიმაგრის პატარა ბინადრებისგან ორკესტრიც კი ჩამოაყალიბა.

მებაღე პრინცესა

პრინცესა ზღარბუნა მეგობრებთან ერთად ყოველ დილით ბაღში მიდიოდა მცენარეების მოსავლელად. ჯერ ბუჩქებს ჩამოუვლიდა. ზოგ ტოტს აქეთ შეაჭრიდა, ზოგს – იქით და ბუჩქებს უცნაურ ფორმას მისცემდა. შემდეგ ყვავილების გარშემო სარეველა ბალახს დაგლეჯდა, ახალ ნარგავებს მორწყავდა და სასუქს შემოუყრიდა. მის ბაღში ყოველთვის ულამაზესი ტიტები ხარობდა. პრინცესა ოთახის მცენარეებსაც საგულდაგულოდ უვლიდა. შემოდგმული მცენარე იმხელა გაიზარდა, რომ კოშკის წვერს სწვდებოდა.

წიგნი: პრინცესები. ერთი პრინცესის ისტორია (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ახლა რაშია საქმე, ჩემ დროს, როდესაც რაიმე ნაწარმოებს გავივლიდით ან რაიმე მოთხრობას წავიკითხავდით, მასწავლებლის პირველი შეკითხვა მუდამ ასეთი იყო: “რას გვასწავლის ეს ნაწარმოები/მოთხრობა?”, და ჩვენც ვუზიარებდით ჩვენს აზრებს ერთმანეთს, თუ რა გავიგეთ და ვისწავლეთ აქედან. რიგ-რიგობით ჩამოვთვლიდით მიზეზებს, თუ როგორი უნდა/არ უნდა ვიყოთ ცხოვრებაში და ა.შ.

მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ამ 12 “ნაწარმოებიდან” ვერაფერი ვერ ვისწავლე და ვერც ვერაფერი გავიგე. რისთვის არის ეს შექმნილი? ან ვისთვის არის შექმნილი? ყოველი ლექსის და ნაწარმოების მთავარი მიზანი ხომ ისაა, რაღაც კარგი, ან თუნდაც ცუდი შევისწავლოთ? მაგრამ მე ნამდვილად ვერ მივხვდი რისთვის და ვისთვის არის ეს შექმნილი.

გაოგნებული დავრჩი ამ სიდებილესა და მარაზმზე, როგორ შეიძლება უკითხო/აკითხვინო ეს პატარა ბავშვს? როგორ შეიძლება დახარჯო ამისთანა წიგნში ამხელა თანხა?

ყოველთვის ვცდილობდი რომ ნეგატიური პოსტი არ დამეწერა ბლოგზე, მარა დღეს უბრალოდ ვერ შევძელი ამდენის მოთმენა და ატანა და გადავწყვიტე ფარდა ამეხადა სულაკაურის გამომცემლობაზე, რომელზეც აზრი სრულიად შემეცვალა ამის ნახვის შემდეგ.

არ მესმის როგორ უნდა არ აფასებდე საკუთარი შვილის ინტელექტს და მის გონებრივ განვითარებაზე არ ზრუნავდე, რომ მას ასეთი წიგნი უყიდო. რთულია კი ასეთ რამეს წიგნი უწოდო, რომელიც გაფერადებული კარდონისგან არის შექმნილი და მხოლოდ ვიზუალური მხარით თუ მიგიზიდავს. გამოთქმა ხომ გაგიგიათ, რო გარედან ლამაზი ვაშლი შესაძლოა შიგნიდან ჭიანი აღმოჩნდესო? ეს გამოთქმაც სწორედ ამ წიგნს ეხება.

ჩემი რჩევა იქნება რო წიგნი ყდით არასდროს შეაფასოთ, თუ კი ყდა მოგეწონათ, გადაშალეთ და კაკ მინიმუმ სარჩევს მაინც გადახედეთ თუ რა წერია მასში, თორე თქვენც დარწმუნებული ვარ ასეთი მარკეტინგული ხრიკის მსხვერპლნი გახდებით.

და თუ კი თქვენ, რომელიმე ეს ზღაპარი მაინც წაიკითხეთ და თქვენ მაინც მიხვდით მის შინაარს და იმას, თუ რატომ არის ესა და ეს დაწერილი და რას გვასწავლის, იქნებ კომენტარის სახით ამიხსნათ მეც? იქნებ ჩემი ინტელექტი ჩამორჩება სულაკაურისას და ასეთ ღრმააზროვან ნაწარმოებებს მე ვერ ვგებულობ?

ან იქნებ თქვენც მეთანხმებით, რომ მსგავსი სახის წიგნებში არ უნდა ყრიდნენ ჩვენი მშობლები ჩვენი მომავალი თაობის აღსაზრდელად? გთხოვთ, დააფიქსრიეთ თქვენი პოზიცია, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ :)

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "საზოგადოება" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , .

28 კომენტარი პოსტზე ეს უნდა იკითხოს ჩვენმა მომავალმა თაობამ?

  1. Dv0rsky ამბობს:

    ამაზე ის ზღაპრები გამახსენდა, პირველ რადიოში რომ გადის ხოლმე საღამოობით. კერძოდ კი ამ გადაცემის ანოტაცია:
    “რად მინდა ქმარიო, ჭოკად სახმარიო?”
    (თურმე გამხდარი იყო ქმრობის კანდიდატი)

  2. Clown^^ ამბობს:

    საშინელებაა!
    რა უნდა ისწავლონ ამით ბავშვებმა..
    დიდი დიდი წიგნის დიზაინით ისიამოვნონ :|

    • Landish ამბობს:

      ბლიად წიგნი ცარიელი კარდონია თან იმ სისქე და ისეთი მძიმე რო მაგ ასაკის ბავშვმა როგორ უნდა აწიოს და წაიკითხოს არ მესმის : ))

  3. ის გილმორი ამბობს:

    გვადებილებენ ხო ხედავ შენც. განათლებას ვითომ აძლიერებენ მაგრამ პირიქით ხდება და შენ შემთხვევაშიც, სანამ არ ნახე არ დაიჯერე და ეგრეა ნახევარი საქართველო

  4. ეუფ ამბობს:

    ესენი ხო არ ან%რევენ?

    ან ამის დამწერს რა უდევს თავში, ან ამის გამომცემს.

    სულ და&ლევდნენ!

  5. ♥ The Dream Teller ♥ ამბობს:

    ალბათ იმხელა სიბრძნეა მაგ მოთხრობებში ჩაქსოვილი რომელსაც ჩვენი გონებრივი მონაცემები ვერ შესწვდება….

    : )))

  6. შორენ ამბობს:

    ყველაფერი აუტანელი და მარიაჟა მშობლების ბრალია. გეთანხმები ეგეთ წიგნებში არ უნდა გადაყაროს ნორმალურმა ადამიანმა ფული. მერე ეზრდებათ თავხედი და უზრდელი პრინცესები და იმაზე წუწუნებენ, რატომ არიან ტუტუცებიო.მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეგეთი წიგნის მყიდველი ძალიან ცოტა იქნება.როცა ვიცით ასტრიდ ლინდგრენი,მარკ ტვენი,ეგზიუპერი მგონი ეგეთ ბრჭყვიალა სისულეეებს არ დავეხამებით.
    ჩემი მოკრძალებული ოცნებაა, ასტრიდ ლინდგრენის ყველა მოთხრობა შევიძინო, ახალი გამოცემები

  7. Taboo ამბობს:

    იდიოტიზმი სუფთა სახით!
    იდიოთეკას ხომ არ მივაწოდოთ? ;)

    ისე კი საკუთარ კითხვაზე თვითონ გაეცი პასუხი: “წიგნი ყდით არასდროს შეაფასოთ”

  8. Just Simple Guy ამბობს:

    ეს რა არის. ამაზე უაზრობებიცაა.

    14 ბწლის ვარ და ქართულად კითხვას გავანებე თავი. სამმაგი ფასები წიგნებზე, ერთი-ორი წიგნი მხოლოდ. არაფერია საკითხავი. ყველაზე მეტას ქარჩხაძის გამომცემლობა მომწონს. სულაკაური ბავშვებზე და სულელურ წიგნებზე გადაერთო ძალიან.

  9. ნინ ამბობს:

    ლად ამის წასაკითხად ნერვები როგორ გეყო :D სამი წავიკითხე და გული შემიღონდა :D

    აი რატომ არ უყვართ წიგნის კითხვა, პირველად ეს რომ წამეკითხა მეც შემძულდებოდა :|

  10. ჰიუსტონ ამბობს:

    ბავშვს უნდა სათამაშო, კარლსონი და პეპი გრძელწინდა. :D რა პრინცესა, რის პრინცესა. რამე აზრიანი უფრო.

  11. madridman ამბობს:

    რ დაგიმალავთ და ყდამ ძალზედ მომხიბლა

    ძალზედ კი არა ძალიან :P შენ ამას მიხედე ლადიკ თორე ისინი კაი ხანია გამოყლევებულები არიან :D

  12. დემეტრე ამბობს:

    საცოდაობაა :(

  13. ..:* ნუცა :).. ამბობს:

    აუუ ეს ჩემ პატარა დასაც აქვს და გამოვშტერდი რო უკითხავდი ერთხელ მთხოვა ზღაპარი წამიკიტხეო ოგონდ ის ცხოველი პრინცესები რო არიან ის არააო :| ბავშვებიც მიხვდნენ რო იდიოტობაა :|

  14. ipooo ამბობს:

    აუ რატომღაც ჩემთვის მიუღებელია თქვენი კრიტიკა… იმაში გეთანხმებით რომ მართლაც უაზრო ტექსტია ოღონდ ეს ჩვენთვის, ეს წიგნი პატარებისთვისაა შექმნილი… და ისეთ ენაზეა დაწერილი როგორსაც ისინი იგებენ. გაფორმება და ექსტერიერი ნამდვილად ხელს უწყობს ბავშვების ინტერესის გამოწვევას ამიტომაც ურიგო არაა პაწაწინა ბავშვებს ძილის წინ წაუკითხოთ ეს პატარა მოთხრობები…

    • Landish ამბობს:

      მაშინ ის ამიხსენით, რა აზრი აქვს ამის წაკითხვას თუ კი ზღაპარს მორალი არ ექნება? უბრალოდ ორიოდე წინანადებას წაიკითხავს, ენას გაივარჯიშებს ი ვსიო ? და ეს ძირითადად იმ ასაკის ბავშვებზე ავგონებ გათვლილი, რომლებიც ჯერ სკოლაში არ დადიან და კითხვაც კი არ იციან.. შესაბამისად უფროსმა უნდა წაუკითხოს…

      ჩემი რჩევა იქნება ზედა კომენტარის გადაკითხვა, რომლის ავტორიც ნუცაა : )

  15. ipooo ამბობს:

    მეც მყავს და… 2 წლისაა და ძალიან მოსწონს ამის მოსმენა… ამ ასაკის ბავშვისათვის, ჩემი აზრით, მორალის კითხვა არაა აუცილებელი. მთავარია შინაარსი გაიგონ და მათთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ეწეროს… ნუცას კომენტარი წავიკითხე… ეს მისი და მისი პატარა დის აზრია… რაოდენ ოპოზიციურიც არ უნდა იყოს მე საჭიროდ ჩავთვალე ჩემი აზრი გამომეხატა რადგან არაა ყველაფერი აუცილებელი კრიტიკის ქარცეცხლში გაავატაროთ. დარწმუნებული ვარ ამას მხოლოდ მე არ ვფიქრობ…

    • Landish ამბობს:

      საპირისპირო აზრის მოსმენა ყოველთვის მსიამოვნებს, მახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ ფიქრი და აზროვნება.

      კი ბატონო, ჩაციკვლას არ დავიწყებ, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, მე ჩემი :)

  16. Beorn ამბობს:

    ყველა წავიკითხე :(
    სად ნახე ბიჭო ეს?
    რატომ უნდა მოგინდეს ესეთი წიგნის გამოშვება, ყიდვა ან წაკითხვა?
    შეიძლება ორ წლამდე ბავშვებს წაუკითხო, ისიც არ ღირს მგონი. :D
    თვითონ ბავშვებს მოაფიქრებინო ჯობს ამას მგონი, უფრო ჭკვიანურს მოიფიქრებენ :)

  17. NINO ამბობს:

    AMIთ BAVშHVEBI VEღAPEღშ შHEIშჩAVLIANNN

  18. ლიტერატორი ამბობს:

    რაღაც რაღაც მორალი არის ლანდიშ
    მაგ. მსუნაგ პრინცესაში – მერე რა რომ მსუქანი ხარ ბევრს ხეთქავ, ზომა წონა არ იცი, ნუ გაქვს კომმპლექსები, წელში გაიმართე, ამაყად იარე შენი გამომცხვარი ტორტი ხომ თვით მეფეს მოეწონა.

    ონავარი პრინცესა – დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო ანუ მითითება იმისა, რა შეიძლება მოუვიდეს ცელქ, ტუტუც და ონავარ ბავშვს

    მიმბაძველობაზეა აქცენტები გაკეთებული ანუ აი რა კარგია ქარგვა, ხატვა მოდი აბა შენც გააკეთე იგივე” აი ამას გულისხმობს ალბათ.

    ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მახინჯურად არის ნათარგმნი ალბათ საიდანღაც, ორიგინალ ენაზე უფრო ასატანი იქნებოდა ალბათ, ქართული ყველაფერს ვერ ეგუება.

    მე პირადად პეპი გრძელიწინდამ, კარსლონმა შემაყვარა მთელი საწიგნეთი.
    სულ ახლახან ჩემს ნათლულს წავუღე წიქარა, ნაცარქეცია, ნახევარქათამა, ჭინჭრაქა, კარგად დასურათებული ხალხური ზღაპრები.

    ასე რომ ეს ტრეშია, არ არის აუცილებელი 1 წლის ბავშვმა სადღაც მორალი ეძიოს, მას ამისთვის მთელი ცხოვრება აქვს წინ და უამრავი წიგნი წასაკითხი.

    ვაიმე რამდენი ვწერე :D :D :D :D

  19. ალბინოსი. ამბობს:

    ყველაზე ცუდი ისაა რომ მეათე კლასამდე ბავშვები იგივე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საზისღრობას სწავლობენ და სულ იქვვეითებენ გონებრივ შესაძლებლობებს…..

  20. mari** ამბობს:

    ასეთი წიგნები ძვირია გადაშლი და გხვდება რა? მხოლოდ ლამაზი ილუსტრაციები.ილუსტრაციებით კი კითხვას ვერ ისწავლის ბავშვი :)

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>