ერთკვირიანი, სააღდგომო დასვენების შემდგომ გადავწყვიტე კვლავინდებურად, აქტიურად შევუდგე ბლოგზე პოსტების გამოქვეყნებას. რას შეეხება ჩემი დღევანდელი პოსტი? ალბათ გქონიათ შეხება ინტერნეტში არსებული ვებ-გვერდების გრძელ URL მისამართებთან, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. მათი დამოკლებისა და ერთგვარად “შელამაზებისთვის” მოიგონეს სერვისი Short URL Redirection,  რომელის ერთ-ერთი ყველაზე  პოპულარული ვებ-გვერდია: http://tinyurl.com/

bmuli-screen

bmu.li

ამ სერვისს მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. TinyURL-ს მიზანი მხოლოდ ბმულების შემოკლება არაა, იგი ასევე “ფარავს” პირველად ბმულს და კოდირებულ მისამართს გვაძლევს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მეგობარს უნდა გაუგზავნოთ ბმული, რომელიც დაახლოებით ამ სიგრძის არის:

http://rover.ebay.com/rover/1/711-53200-19255-0/1?type=3&campid=5336224516&toolid=10001&customid=tiny-
hp&ext=unicycle&satitle=unicycle

დამეთანხმებით, რომ ამხელა ბმულებით სარგებლობა, არც თუ ისე მოსახერხებელია, აიტომაც თუ გამოვიყენებთ TinyURL-ს, მოკლე ბმულს დაახლოებით ამ სახით მივიღებთ:

http://tinyurl.com/unicycles

ეს რაც შეეხებოდა TinyURL-ს დამის გამოყენებას, მაგრამ რა არის “ბმული” ?

ბმული – http://bmu.li/

bmuli-screen

ბმული

http://bmu.li/ არის ანალოგიური სერვისი TinyURL-სა, ოღონდ ქართული და პირველი საქართველოში!

მისი მიზანიც სწორედ ბმულის შემოკლებაა. გამოყენება კი ძალიან მარტივია.

მთავარია შევიდეთ http://bmu.li/-ზე, ჩავსავთ მისამართის ველში გრძელი URL, და “შეამოკლე” ღილაკზე დაჭერისას მიიღებთ უმოკლეს მისამართს, რომლის გამოყენებაც შედარებით მარტივი და სასიამოვნო იქნება :)

მაგალითი:  http://bmu.li/sM5

თუ თქვენ ამ  ბმულს დააჭერთ, მაშინ ახალ ფანჯარაში გაიხსნება ჩემი ბლოგის მისამართი :)