ცოტა ხნის წინ ანინამ თავის ბლოგზე საინტერესო ტეგ-თამაში შემოგვთავაზა, სახელწოდებით “წლის ბლოგერი“, რომლის მიზანიც წლის საუკეთესო ბლოგერის გამოვლინებაა. ცოტა ხნის წინ ამ თამაშში ლიტერატორმა დამტაგა და ახლა ჩემი ჯერია იმ ბლოგერზე დავწერო, რომელიც ნამდვილად იმსახურებს “წლის ბლოგერის” სტატუსს. ეს ახლახანს აღმოჩენილი ბლოგის ავტორი – ხახიტოა.

რატომ ხახიტო? მან თავისი ორიგინალურობით, გამბედაობით და გონებაგამჭრიახობით ბევრ ჩვენგანს შეაყვარა თავი. მისი 25 გვერდიანი ბლოგის კითხვამ იმდენად ჩამითრია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი თითოეული პოსტი გადავიკითხე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ხახიტო იაპონურად ორგაზმში მყოფ ადამიანს ნიშნავს და ბევრი სხვა რამ მისი გვერდიდან.

წიგნის კითხვას ბოლოდან არავინ იწყებს, ბლოგისას კი თავიდან. ამიტომაც სულ ბოლო გვერდზე, სულ პირველი პოსტი მოვძებნე და საქმეს შევუდექი. ეს წესით უნდა ყოფილიყო პოსტი თავისი “ბლოგუნას” გახსნის შესახებ, თუმცა მან უეცრად საიუბილეო მისალოცი ბარათის სახე მიიღო. ოდნავ დაბნეულმა ბლოგზე ადაპტაციის მიზნით მის ლიტარუტურლ შემოქმედებას – “სიკვდილი ჭიამაიას” – გავეცანი.

ავტორის უკეთ შესაცნობად როგორც ჩანს 2-ზე მეტი პოსტის წაკითხვაა საჭირო. რომ არა “გზა დიდობიდან პატარაობამდე“, მე  ვერ გავიგებდი იმის შესახებ, რომ 6 წლის ასაკში დაშვებული შეცდომები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. რომ არა “სტუმრები და ავჩარკის ნაკბენი“, ვერ გავიგებდი, რომ იგი მარხულობს, ვეგეტარიელია, მაგრამ არ უყვარს ხახვი და მწვანილი, ვერ გავიგებდი, რომ პოსტის წერის პარალელურად შესაძლებელია ჯოკრის თამაშიც და სხვა საინტერესო.

პოსტიდან, რომელიც ძაღლებზეა მიძღვნილი, ვიგებთ, რომ იგი სადისტია, თუმცა ქალაქში წესრიგი უყვარს და ამისათვის მერიას შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს. წესრიგის მიმართ გამოხატულ სიყვარულის გრძნობას პოსტი “ავტობუსების გაჩერებაზეც” ადასტურებს, მისთვის თბილისი ნაგვის ქალაქია და მოსახლეობას სისუფთავისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩანს ხახიტოს მოწესრიგებული არა მხოლოდ ქუჩები, არამედ საკუთარი თავიც ძალიან უყვარს. პოსტში “ჩემი სტილი ჩემი სახეა” ვავლენთ მის ამბიციას, გახდეს ნამდვილი მოდის გურუ და გაუწიოს კონკურენცია ისეთ წამყვან დიზაინერებს, როგორებიც არიან, ბიჭოლა, ავთანდილი და სხვ. თუ მას ამ სფეროში არ გაუმართლებს, ყოველთვის ექნება საშუალება შექმნას ადამიანის ცნობიერების მაკონტროლებელი აპატარი, ასეთ დიად პროგრამისტებს დატევას კი დედამიწა ყოველთვის შეძლებს თავის ზურგზე.

მას საკუთარი მომავლის გარდა ქვეყნის ბედიც ადარდებს. იგი თავის მსოფლმხედველობას და პოლიტ-ინტერესებს რუსეთ-ამერიკასთან ურთიერთობის პოსტში ავლენს, მისთვის საქართველი ნამდვილი მათხოვარი ქვეყნაა და პრობლემებს  ტრადიციებშიც ხედავს. საზოგადოებას თავისი ნაწარმოებით მოწევის არ ურჩევს, სიგარეტის მავნე ჩვევებზე კი თავის “დაბოლილ ქვეყანაში” გვესაუბრება.

თურმე ირკვევა, რომ სიყვარულის გრძნობით შესაძლოა ნებისმიერი ბაბნიკიც კი დაიწვას, თანაც სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი პირველივე ნახვისას მოხდეს, ხოლო თუ რა არის სიყვარული, ამას მისი პოსტიდან ვიგებთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა მისთვის კვლავ გაურკვევლად რჩება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები თინეიჯერულ ასაკში. მას ვერ გაურკვევია, რატომ მიიჩნევენ ქართველი გოგონები შეყვარებულ ბიჭთან დაწოლას ბოზობად? ალბათ მათ შიდსით დაავადების ეშინიათ, ეს ხომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რასაც ხახიტოს მიერ მოყვანილი ახსნა-გამარტება გვიდასტურებს.

ანალიზების გარდა იგი რამდენიმე რჩევასაც გვაძლევს, მაგალითად ის, რომ აუცილებელია გამვიყენოთ კონდომი, თუმცა მის გამოყენებამდე, ჯერ გვამცნობს თუ რა არის იგი. მაგრამ მაინც გვირჩევს, რომ ადრეულ ასაკში სექსისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვინ იცის, რამდენად გამოცდილი ქმარი შეგხვდებათ და პირველ ღამეს თქვენს ამოკერილ აპკს უმალვე ამოიცნობს. გამოსავალი მხოლოდ ერთია – გოგონებმა თავი უნდა შეიკავონ, ბიჭებმა კი ლეგალიზებულ ბორდელებში იარონ.

მაგრამ ყოველივე ეს არაფერია იმასთან შედარებით, თუ რას ფიქრობს იგი გოგოებთან მიმართებაში. მაგალითად, მისთვის გაუგებარია, რატომ იცვამენ გოგონები სხვადასხვა ფერის ტრუსს და ლიფს, ან საერთო რატომ იკეთებენ ისინი ბიუსჰალტერს, როდესაც ყველამ ისედაც კარგად იცის, რომ მათ მამაკაცებზე დიდი მკერდი აქვთ. რატომ შეიძლება ჩაიცვას ადამიანმა ტრუსი, როდესაც იგი სახლში მარტოა და არაფრის არავისთვის დამალვა არ უწევს. მას ეს პრობლემა იმდენად აწუხებს, რომ რამდენჯერმე გაუფიქრია, რა მოხდებოდა, ერთი დღით გოგო, რომ ვყოფილიყავიო? თუნდაც ორი დღით?

იგი თავის სექსუალურ ფანტაზიებზე უკვე გვესაუბრა, მაგრამ ვის თვლის იგი სექსის ეტალონად, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

ხახიტო ბლოგერებზე და სოციალურ მედიაზეც გვესაუბრება. ის თითოეულ ჩვენგანს შემდეგნაირად ახასიათებს, ეს კი მისი თვალით დანახული თვითერია. ის ასევე გვასწავლის, თუ როგორ შევქმნათ ბლოგი. მან უკვე სერიოზულად შეხედა ბლოგინგს და კიდევ ერთი, ახალი, ფსიქოლოგიური ბლოგი შემოგვთავაზა. გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ რომელიმე კომპანიის წარმომადგენილი და გსურთ სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანია, ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ხახიტოს.

პოსტს კი სპეციალური, ყოლბაიურ-ქართული ლექსიკონით დავასრულებ.

  • მდებაორებდა – მდედრობითი სქესის წარმომადგენლის გაორება http://xaxito.ge/?p=35
  • სტუმართმოყვარებოით - სტუმართმოყვარე ბიჭითურთ (ბოი-boy)
  • ღა-გადარჩენა – ღამით, ქუჩაში, მარტო სიარულის დროს ყაჩაღების თავდასხმისგან გადარჩენა
  • გამოემშვიოდბა - შიმშილის დროს სხვა პიროვნებისთვის საჭმლის პირიდან გამოგლეჯა
  • თვისუფლება - ძველ რომში იყო კანონი, რომლის თანამხადაც კეისარს ყოველთვიურად უნდა აერჩია თვის საუკეთესო მოსამსახურე და მისთვის ყველაფრის უფლება უნდა მიეცა http://xaxito.ge/?p=47
  • გაუკვაოს - გაუმარჯოს კვაოს. კვაო იტალიური ანიმაციური სერიალის გმირია (http://en.wikipedia.org/wiki/Quaq_Quao) http://xaxito.ge/?p=50
  • საბალეშიკოდ - საბალეტო შიკოლადის შემოკლებული ვერსია
  • ჯღლართი - ძველ-ყოლბაიურად ნიშნავს დიდი ზომის მკერდს. ამ სიტყვას იყენებდნენ სექსუალური პრელუდიის დროს. ითვლებოდა რომ გოგოებს ეს ძალზედ აღაგზნებდა და ჯღლართის თავებს უფრო უმკვრივებდა. http://xaxito.ge/?p=163
  • ჯვურწერა - ბლოგინგის სახეობა ძველ ყოლბაიეთში. ჯვურპრესი იმ დროს ყველაზე ცნობილი ბლოგინგ-პლატფორმა იყო. http://xaxito.ge/?p=161
  • აზები - აზერბაიჯანელების მოფერებით-კნინობითი სახელწოდება http://xaxito.ge/?p=155
  • დავხრიგინებ - დავდივარ რიგში და ვიგინები http://xaxito.ge/?p=178

All posts linked above are highly recommended to read :D