სვიითის თხოვნით ვწერ პოსტს, იმის შესახებ, თუ როგორ შეგეძლება შენ ვორდპრესის ან ტუნდაც სხვა რომელიმე სკრიპტზე გამოიყენო შემდეგი ორი ფუნქცია: ნიკის ჩასმა და ციტირება. ასეთი ფუნქციები მე უკვე მაქვს დამატებული ჩემს ბლოგზე და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შენთანაც ვიხილავ ამას :) ასეთი ფუქნციების ბლოგზე დასამატებლად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა.

1) ფაილის შექმნა და ატვირთვა

შენ ჯერ უნდა შექმნა რაიმე Javascript ფაილი .js გაფართოებით, მაგალითად script.js და შიგ ჩაწერო ეს კოდი

function paste(name)
{
document.commentform.comment.value+="<strong>"+name+"</strong>\n";
}  

function Insert(text){
if (text!="") paste4("<blockquote>"+text+"</blockquote>\n", 0);
}
function paste4(text, flag){
if (document.commentform) {
if ((document.selection)&&(flag)) {
document.commentform.comment.focus();
document.commentform.document.selection.createRange().text = text;
} else document.commentform.comment.value += text;
}
}  

function get_selection() {
if(navigator.userAgent.search(/webkit/i) > -1) {
selection = window.getSelection();
} else {
if (document.getSelection){
selection = document.getSelection();
selection = selection.replace(/\r\n\r\n/gi, "_doublecaret_");
selection = selection.replace(/\r\n/gi, " ");
while (selection.indexOf("  ") !=-1) selection = selection.replace(/  /gi, "");
selection = selection.replace(/_doublecaret_/gi, "\r\n\r\n");
} else {
selection = document.selection.createRange().text;
}
}
}

ამ ფაილში paste ფუნქცია შეასრულებს ნიკის ჩასმას კომენტარის ველში, ხოლო დანარჩენი კოდი გათვლილია ციტირების მონიშნვა-ჩასმისთვის.

მას შემდეგ რაც შექმენი ეს ფაილი ატვირთე შენს სერვერზე შენთვის სასურველ დირექტორიაში, ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ სკრიპტის გამოძახებისას სწორი დირექტორია უნდა მიუთითო.

2) სკრიპტის გამოძახება

მას შემდეგ რაც ატვირთე script.js ფაილი შენს სერვერზე, გახსენი WordPress-ის შენი იმ სკინის header.php ფაილი  <head> კონტეინერში გამოიძახე იგი ამ კოდით

<script type='text/javascript' 
src='http://TKVENI_JS_FAILIS_MISAMARTI/script.js'></script>

როგორც უკვე მიხვდი, YOURSITE-AND-PATH-OF-SCRIPT-ის ნაცვლად უნდა ჩაწერო შენი ბლოგის მისამართი და სრული გზა (full path)  შენს სკრიპტამდე.

3) დიზაინის რედაქტირება

მივადექით უკანასკნელ ეტაპს, სადაც უკვე კონკრეტული კოდის ჩაწერა იქნება საჭირო, რათა შეძლო ზემოთხსენებული სკრიპტის გამოყენება.

გახსენი comments.php ფაილი (რაღა თქმა უნდა იმავე დიზაინისა, რომელსაც შენ იყენებ)  და მოძებნე <form> ტეგის დასაწყისი. ამ ტეგს შენ უნდა დაუმატო პარამეტრი name მნიშვნელობით commentform. აი ასე

<form name="commentform" ..... > .... </form> 

ამ პარამეტრის დაწერა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სკრიპტი არ იმუშავებს.

ახლა კი იმ ადგილას სადაც გსურს, რომ გამოჩნდეს ტექსტი “ნიკის ჩასმა” (ეს რა თქმა უნდა შეგიძლია შენი გემოვნების და მიხედვით შესცვალო)

<a style="cursor:hand" onclick="paste('<?php comment_author() ?>')">
ნიკის ჩასმა</a>

ეს კოდი კი იმ ადგილას, სადაც გსურს რომ გამოჩნდეს ტექსტი და ციტატის ჩასმის მიზნით

მონიშნული ციტირების ჩასასმელად <a href="javascript:Insert(selection)" 
onmousedown="get_selection()">დააჭირეთ აქ!</a>

გადმოწერეთ არქივი Blockquote and Insert Username მუშა მაგალითით

სულ ეს იყო :)