ნამდვილად არ მინდა ეხა უაზრო სტატისტიკებით აგირიოთ თავგზა და შეგაწუხოთ. უბრალოდ მინდა იმ ხერხის შესახებ გითხრათ, რომელსაც მე ვხმარობ და ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს მართლაც საუკეთესოა.

ისმის კითხვა, დღის რომელი ინტერვალია საუკეთესო პოსტის დასაწერად? დილა, შუადღე, საღამო თუ ღამე?

ოთხივე მათგანს თავისი დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს, როგორც მკითხველისთვის, ასევე ბლოგერისთვის. აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ვამბობ “დაწერას”, ვგულისხმობ “გამოქვეყნებას” :)

CBR003592

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

პოსტის დილაობით გამოქვეყნება

ეს ის დროა, როდესაც თქვენი მკითხვლების უმეტესობა სამსახურშია, ინსტიტუში ან თუნდაც სკოლაში. სამწურხაროდ არ შევხვედრივარ ისეთ პიროვნებას, რომელიც ზემოთხსნებულ დაწესებულებას, მხოლოდ იმიტომ გააცდენდა, რომ ბლოგზე პოსტი წაეკითხა :D . ასეთი ვინმე, რომც ყოფილიყო, 1-2 კომენტი და ვიზიტორი არაფერს მოგცემდათ. თქვენ ფართო აუდიტორიაზე უნდა იზრუნოთ :)

ამიტომ დილა გამორიცხულია

პოსტის შუადღეზე გამოქვეყნება

ვერც ამ დროით დავიკვეხნით, რადგან ჩვენი აუდიტორია კვლავინდებურად ზემოთხსნებულ დაწესებულებებში იმყოფება. ზოგი სასწავლებლიად დაღლილი შინ ბრუნდება, ზოგი კი ლანჩის მერე თავის სამუშაო მაგიდებს უჯდება. ასე, რომ აქ აუდიტორია გათვლილია “ბეზძელნიკებზე”, ჩვენ კი მხოლოდ ასეთები არ გვაწყობს :)

პოსტის ღამით გამოქვეყნება

ინტერნეტ სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი გვიანობამდე (მინიმუმ 2-3 საათამდე) ზის კომპიუტერთან და დაძვრება ინტერნეტში, ფორუმებზე, სოციალურ ქსლებზე და მათ შორის ბლოგებზეც. ასე რომ ურიგო არ უნდა იყოს ამ დროს პოსტის დაწერა, მაგრამ ეს დრო უფრო საშიშია ვიდრე, ვიდრე დღის სხვა რომელიმე ინტერვალში დაწერა. რატომ? იმიტომ, რომ ღამეს მოსდევს დილა, დილას შუადღე, ეს ორი კი ზემოთ უკვე განვიხილეთ და ვთქვით, რომ არაშეფერისი დროა პოსტის დასაწერად.

თუმცაღა ინტერნეტში “ღამურები” ბევრნი არიან, არ ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ყველაზე მეტი ხალხი იყენებს ინტერნეტს. ჩვენ კი ბევრი კი არა, არამედ მაქსიმიმალური გვინდა. ალბათ მიხვდით კიდეც, როდის არის მაქსიმალური დრო.

პოსტის საღამოობით გამოქვეყნება

ეს დრო ნადმვილად იდეალურია პოსტის დასაწერად, უფრო სწორად გამოსაქვეყნად. ამ დროს მოსახლეობის უმეტესობა ზის ინტერნეტში და ეს დრო უნდა გამოიყენოთ თქვენი ახალი პოსტის გასაზიარებლად (Share). სამსახურიდან დაბრინებულ ხალხს, ვახშმის შემდეგ რაღა დარჩენია ინტერნეტში შესვლის გარდა? ნამეცადინევ სტუდენტებს და მოსწავლეებს რაღა დარჩენიათ ინტერნეტში შესვლის გარდა? “ბეზძელკინები” ისედაც სულ მანდ არიან. “ღამურები” კი საღამოდან დაწყებული მთელი ღამე ინტერნეტში არიან.

ასე რომ სწორედ ეს დრო არის იდეალური, როდესაც თქვენ შეძლებთ მაქსიმალური რაოდენობის მკითხველების და კომენტარების მოგროვებას. ეს ყველაფერი კი აუცილებელია თქვენი ბლოგის განვითარებისთვის.

შენიშვნა: მე თქვენ არ გიკრძალავთ და არ გიბრძანებთ ამა და ამ დროს პოსტის დაწერას, წერეთ თქვენთვის სასურველ დროს, მაგრამ რჩევას მოგცემთ, რომ შეინახოთ იგი და საღამოს საათებში, 8-12-მდე გამოაქვეყნოთ იგი. თუ თქვენ ამას შეასრულებთ,განსხვავებს მალევე იგრძნობთ, ისევე, როგორც მე ვიგრძენი :) თუ არ იცით, როგორ ჰქნათ ეს, იხილეთ ეს ვიდეო.

წარმატებები ბლოგინგის განვითარებაში :)

პ.ს. გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარის სახით :)