Entries by Landish

ოცნების ქალაქი – საოცნებო ფილმი (?)

ბოლო რამდენიმე წელია რაც ქართველი კინორეჟისორები ეროვნული პროდუქტით გვანებივრებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი დავით იმედაშვილის “ოცნების ქალაქია”, რომლის პრემიერაც 14 აპრილს გაიმართება.

ოცნების ქალაქი

ამ ფილმს ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე დიდი ინტერნეტ მხარდაჭერა აქვს. ოფიციალურ საიტზე ყველანაირი ინფორმაცის მოძიებაა შესაძლებელი ფილმთან დაკავშირებით. myvideo-ს არხზე ვიდეო-ტრეილერების ნახვაა შესაძლებელი. ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე კი ყოველდღიურად იდებოდა ფოტოები გადაღებებიდან.

გადაღებები ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით ფილმში საახალწლო განყწობა სუფევს. Read more…

მოგზაურობა თურქეთში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი!

თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, თუმცა პოსტი ამის შესახებ დღემდე ვერ დავწერე, რადგან ეს მოგზაურობა იმდენად ემოციური იყო, რომ აქამდე ეიფორიაში ვიყავი.

19 მარტის მოსაღამოვებულ ჟამს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრებილი ათასობით ადამიანი “ვარდების მოედანზე” ელოდა თავის ტრანსპორტს. ზოგი შვილებს აცილებდა, ზოგი დედას და მამას, ზოგიც საყვარელ ადამიანს და ზოგიც მეგობარს.

Trabzon / Hollywood

საღამოს 10 საათისთვის ყველანი ჩვენს ჩვენს ავტობუსებში ვისხედით და გამგზავრებას ველოდით.წინ გრძელი გზა გველოდა. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ყველანი ადგილზე ვიყავით და არავინ გვაკლდა, გზას შევუდექით, რასაც ხალხის ჟრიამული მოჰყვა.

წინ რომ გრძელი გზა გველოდა და მეორე დღეს საინტერესო მატჩი, ეს მეც კარგად ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე ცოტას წავუძინებ მეთქი და ენერგიებს შევინახავ თქო, თუმცა ვინ მაცალა, ქართველების ამბავი ხომ იცით? ქეიფი და ლხინი ავტობუსის დაძვრისთანავე დაიწყო, არყებითა და ლუდებით მომარაგებული ახალგაზრდობა ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმით ავსებდა. Read more…

პენისის გაზრდა

დღეს ფეისბუქზე ჩემმა ერთმა მეგობარმა ასეთი საიტი დააშეარა – http://10sm.ge/ , რომელმაც თავისი დომენით მიმიზიდა და დავაკლიკე, სადაც ერთობ საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე :D

თქვენ ოცნებობდით დიდ ასოზე? გშურდათ პორნო მოდელების, რადგან მათ დიდი ასო აქვთ? თქვენ გინდათ რო გქონდეთ ისეთივე დიდი როგორც მათ? გიგრძვნიათ როდისმე რომ თქვენი გოგო არ არის კმაყოფილი თქვენი ასოს ზომით?

ჩვენი მეთოდი 100%-იანია და ამაში თქვენ დარწმუნდებითანონიმურობა დაცულია!

მაშასადამე!

გვაქვს ორი დისკი, ერთი რუსულენოვანი და მეორე ინგლისურ ენოვანი;

რუსულ ენოვან დისკ ვიდეო ვარჯიშები არ მოყვება, მაგრამ გასაგებ ენაზე, დაწვრილებით და კარგად არის ახსნილი ყველაფერი.

რუსულ ენოვანი დისკის ფასი არის 100$ (აშშ დოლარი)არის ინგლისურ ენოვანი დისკიც (DVD) რომელსაც მოყვება ვიდეო ვარჯიშები და დისკის ფასი არის 150$ (აშშ დოლარი)

მინდოდა მარგალიტების სახით რაღაც მონაკვეთების დადება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთლიანი საიტი თავისი კონტენტით მარგალიტია :D

ასე, რომ შედით საიტზე, გადაიკითხეთ არსებული მასალა და გაერთეთ :D

პ.ს. არ ვიცოდი თუ პენისის გაზრდა 100-150$-ად შეიძლებოდა :D

ბმული – http://10sm.ge/

რა გველის WordPress 3.0 ვერსიაში?

მემგონი დედა არ ზრუნავს თავის შვილებზე და მათ განვითარებაზე ისე, როგორც ვორდპრესის დეველოპერები ვორდპრესზე :D .

ბოლო პერიოდში ვორდპრესს არაერთი საინტერესო ფუნქცია დაემატა, გაუმჯობესდა მისი სამომხმარებლო ინტერფეისი, დაიხვეწა ტექნიკურად, გაუმჯობესდა თავდაცვა და სხვ. ვორდპრესის ახალი, 3.0 ვერსიის გამოშვება დაგეგმილია უახლოესი 2 თვის მანძილზე.

მაგრამ, მანამ სანამ იგი ოფიციალურად გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი, მის რამდენიმე საინტერესო ფუნქციის შესახებ გამცნობთ.

1. იუზერნეიმის და პაროლის შეცვლა

აქამდე ვორდპრესის ინსტალაციისას ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენით აგვერჩია ადმინისტრატორის სახელი და პაროლი. იძულებულნი ვიყავით დავკმაყოფილებულიყავით სახელით “admin” და იმ პაროლით, რომელსაც ვორდპრესი ავტომატურად გვაძლევდა ხოლმე (მართალია სახელის და პაროლის შეცვლა ადვილი არ იყო, თუმცა არც შეუძლებელი).

ვორდპრესის ინსტალაცია. სახელის და პაროლის არჩევის ველები

ახალ ვერსიაში კი ეს საკითხი შემდეგნაირად გადაიჭრა, ინსტალაციისას ჩნდება ორი დამატებითი ველი, სადაც მომხმარებელი თავისით ირჩევს მისთვის სასურველ სახელს და პაროლს.

2. ახალი default დიზაინი

როგორც იქნა! :D Read more…

ტიტანიკი 3D

Jeffrey Katzenberg-ის თქმით, “3D კინოს მომავალია“, რასაც არ შემიძლია არ დავეთანხმო. ბოლო ორი 3D ფილმი, კერძოდ კი ავატარი და ალისა საოცრებათა სამყაროში, რომელთა პრემიერაც გასული თვეების მანძილზე შედგა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა კინომოყვარულთა შორის.

ტიტანიკი 3D

მათი გადაღება ნამდვილად მომგებიანი აღმოჩნდა. თითეულმა არაერთი ასეული მილიონი დოლარი მიიღო შემოსავალი. ალბათ სწორედ ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა ჯეიმს კემერონმა თავისი ლეგენდარული ფილმის, ტიტანიკის, 3D ვარიანტში გადაღება.

კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დღეს-დღეობით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. 3D ეფექტების დადება შესაძლებელია უკვე სპეციალური კამერის გადაღების გარეშეც, სწორედ ისეთების გარეშე, რომლებსაც კემერონი იყენებდა ავატარის გადაღებისას. Read more…

13 მარტი

ის თუ რა მოხდა 13 მარტს საქართველოში, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რიცხვი 13

ის თუ რა შემემთხვა პირადად მე, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რა გეგონათ? გრძელ პოსტს დავწერდი და მე ვიბუტბუტებდი? : ) – ვერ მოგართვით : )

რა საჭიროა, რაღაცის 10ჯერ განმეორება, როდესაც შეგიძლია ყველაფერი ის შეაჯამო, რასაც ეთანხმები? : )

P.S. თუ კი ვინმეს რაიმე საინტერესო უწერია ამ თემებთან დაკავშირებით და მათი ლინკები ამ სიაში არ ჩანს, მე მაპატიეთ და კომენტარის სახით შემატყობინეთ : )

“ბილაინი” პლაგიატორია (?)

დღეს დილას ფეისბუქზე ბილაინის (ახალი) სარეკლამო რგოლი ვიხილე, რომელმაც ერთ-ერთი ძველი რეკლამა გამახსენა თავისი იდეით და შესრულებით. აი იხილეთ თქვენც ორივე ვიდეო (და იპოვნეთ 10 განსხვავება :D ).

ბილაინის რეკლამა

http://www.youtube.com/watch?v=IU3hXdDdzUk

ვიდეოს ბმული – http://www.youtube.com/watch?v=IU3hXdDdzUk

Read more…

40 სართულიანი მეგრული წყევლა და სხვანი

ნიჭიერის” დღევანდელი გადაცემით იმდენად კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ არ მიმეძღვნა, არ შეიძლებოდა. თუ კი მეორე გადაცემა, პირველთან შედარებით ორჯერ უფრო საინტერესო და სახალისო იყო, მესამე ნამდვილად სამჯერ უკეთესი იყო. შესავალშივე რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ შოუს მონაწილეებზე დავიწყებ საუბარს.

Next Level VS. New Style

Next Level VS. New Style

დღევანდელი გადაცემა, ჯგუფმა “Next Level”-მა გახსნა, რომელიც “Hip-Hop”-სა და “Breakdance”-ს ცეკვავს. იგი ჯერ კიდევ წინა გადაცემაში აიღარეს ჯგუფ “New Style”-ს კონკურენტად, თუმცა მე თუ მკითხავ კონკურენციამდე ბევრი უკლიათ. არა, უდაოდ კარგად ცეკვავდნენ, თუმცა ამ ორიდან ჩემთვის პირველ გადაცემაში მყოფი ჯგუფი ფავორიტია.

ასე რომ დავას, “Next Level”  ჯობია, თუ “New Style”, არ დავიწყებ. Read more…

Myvideo.Ge Plugin for WordPress

მას შემდეგ, რაც WordPress-ის 2.9 ვერსიაში oEmbed-ის მეშვეობით Youtube.com-იდან და მსგავსი ვიდეოჰოსტინგებიდან მარტივი გახდა ბლოგის პოსტებსა და გვერდებში ვიდეოების ჩასმა, გადავწყვიტე მსგავსი ტიპის პლაგინი დამეწერა სპეციალურად ქართველებისთვის, რომლებიც მარტივად ჩასვამდნენ ვიდეოებს Myvideo.Ge-ს სერვერიდან.

Myvideo.Ge Plugin for WordPress

Myvideo.Ge Plugin for WordPress

პლაგინის შესახებ იხილეთ გვერდი აქ – Myvideo.Ge Plugin

განახლება: პლაგინი ახლა უკვე wordpress.org-ის ბაზაშია

Super Mario

ეს თამაში ალბათ ყველას გახსოვთ. იგი ჩვენი ბავშვობის განუყრელი და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ყველას გითამაშიათ იგი, ყველას გიბრძვიათ პრინცესას გადასარჩენად და ამისთვის არაერთი იხვი, გუმბა, თევზი და მედუზა მოგიკლავთ, არაერთი სოკო გიჭამიათ ენერგიის მოსამატებლად და არაერთ ცეცხლოვან დრაკონს შესჭიდებიხართ.

Super Mario

Super Mario

დარწმუნებული ვარ, მისი მუსიკის ჰანგები ახლაც ჩაგესმით, რომელიც სატელევიზიო რეკლამებში არაერთხელ შეგხვედრიათ. მისი მოსმენით ჩემი გული ყოველთვის ნოსტალგიით ივსება და ის ტკბილი დრო მახსენდება, როცა დენდის 10 კნოპკიანი ჯოისტიკით ვიბრძოდი ხოლმე ჩემი არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის მქონე პრინცესას გადასარჩენად.

თქვენი არ ვიცი და მარიო ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი თამაში იყო. იმ დროის გასახსენებლად კი მისი სიმულატორის ძებნა დავიწყე ინტერნეტში, თუმცა რას არ წავაწყდი, ათასნაირ remake და გარემიქსებულ (:D) ვერსიებს. ჩემი გული კი მხოლოდ ორიგინალისკენ მიიღწვოდა და ბოლოს, როგორც იქნა, ისიც აღმოვაჩინე. Read more…