Entries by Landish

Trip to Yerevan at Deep Purple Concert

24 მაისის ღამე იდგა, რამდენიმე საათში უნდა გამეღვიძა და “ელიტ-ტურის” ოფისთან უნდა წავსულიყავი. დავწექი და მომავალი ორი დღის შესახებ დავიწყე ფიქრი. ემოციების გამო დაძინება მიჭირდა, თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე და ორიოდ საათით მოვხუჭე თვალი.

Deep Purple - Georgian Fans Sprinter

გათენდა, დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი, მივიღე შხაპი და პატარაზე ვისაუზმე. ცოტა ხანში გზას გავუდექი, ტაქსით დანიშნულ ადგილას მივედი, სადაც უკვე Deep Purple-ს ფანები შეკრებილიყვნენ და გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

გასვლა დილის 7 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც სწორედ ამ დროისთვის დაგვიბარეს ყველანი, თუმცა გასაკვირი არავისთვის იყო, რომ 8 საათისთვის ჯერ კიდევ არ დავძრულვართ ადგილიდან. ბოლოს როგორც იქნა, ყველანი შეიკრიბნენ, ავტობუსებში გადაგვანაწილეს და ერევნისკენ გავეშურეთ. Read more…

“ტაო პრივატ ბანკის” მარკეტინგი

დღეს დილას, როდესაც გავიღვიძე და მობილურს დავხედე, რამდენიმე ახალი მესიჯი დამხვდა. ერთ-ერთი კი სხვებისგან ორიგინალურობით გამოირჩეოდა.

მანამ მესიჯს გავხსნიდი, ჩანდა მხოლოდ შემდეგი ტექსტი: “momenatre, gelode” და მეთქი ვა, ვიღაც ნაშას მოვენატრე და სადღაც მელოდება თქო. თვალები გამიბრწყინდა და წინასწარ მოვემზადე გრანდიოზული დღისთვის :D .

ტაო პრივატ ბანკი

ხოლო როდესაც დროისა და ადგილის გასაგებად მთლიან მესიჯში შევედი მის წასაკითხად, დამხვდა შემდეგი სახის შეტყობინება: “momenatre, gelodebi TaoPrivatBankshi. Sheni sakredito barati :) ” და ვიფიქრე, მეთქი რაღაც მეშლება, თუმცა ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული, მაგრამ არც წინა ღამეს დაიმლევია იმდენი, რომ მეორე დღეს ვეღარ მეაზროვნა :D .

ბოლოს გამახსენდა, რომ წინა პარასკევს განაცხადი შევიტანე ამ ბანკში საკრედიტო ბარათის აღებასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო დღეს უკვე მზად იყო, თუმცა მას შემდეგ მოყოლებული დღემდე, ვერა და ვერ მოვახერხე მისი გამოტანა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და როგორც ჩანს 7 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ასეთი ტიპის მესიჯები იგზავნება კლიენტებთან. Read more…

Opera-ს პასუხი Google Chrome Speed Test-ზე

რამდენიმე კვირის წინ Google Chrome-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო, თუ რაოდენ სწრაფია ამ ბრაუზერით ვებ-გვერდების ჩატვირთვა.

Opera Vs. Potato Vs. Google Chrome

ამის საპასუხოდ Opera-მ მსგავსი ტიპის ვიდეო გადაიღო შინაარსით Opera უფრო სწრაფია თუ კარტოფილის მოხარშვა. :D

Read more…

moved to new host

ალბათ გემახსოვრებათ, თუ რამდენს ვწუწუნებდი ჰოსტის შეცვლასთან დაკავშირებით. ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შესაფერისი ჰოსტი დიდი ხანია, რაც შერჩეული მაქვს.

Serv.ge - servers for you

გასული დღეების მანძილზე კი ბლოგი გათიშული იყო. ამ დღეებში ჰოსტს ვიცვლიდი, თუმცა ჰოსტის შეცვლა ასეთი რთული და შრომატევადი ნამდვილად არ არის. არც ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ჰოსტზე ვარ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე serv.ge-ს ადმინისტრაცია და Cpanel-ის Support Team ჩართული იყო და ერთობლივად ცდილობნენ ჩემთვის, ერთი მოკვდავი ბლოგერისთვის, იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩემი კაპრიზებიდან გამომდინარე წარმოიშვა.

მაშინ როდესაც სხვა არსებულ ჰოსტებზე ყოფნისას ტექნიკური დახმარების მიღებისთვის მესაჭიროებოდა რაიმე სახის რიგში დგომა ან პასუხისთვის ლოდინი, აქ თითოეულ დასმულ შეკითხვაზე ვიღებდი დეტალურად ახსნილ და გასაგებ პასუხს, იმის თაობაზე, თუ რა პროცესში იყო ჩემს მიერ (კაპრიზნულად) მოთხოვნილი ცვლილებების შეტანაზე მუშაობა.

ამ მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი თითეულ იმ პიროვნებას, რომლის დრო და ენერგია დაიხარჯა ჩემი, როგორც ერთ-ერთი კლიენტის სურვილის დაკმაყოფილებისთვის.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ serv.ge-ში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და აწი ჰოსტის შეცვლაც აღარ დამჭირდება. Read more…

IMO

ერთხელ, ერთმა კომენტარი დამიტოვა, ხშირად ეძებე ხოლმე დილაობით ინტერნეტში საიტებიო, კარგ რამეებს ჩითავო. დღესაც, სწორედ ერთი ასეთი რეიდის დროს ეს საინტერესო და გამოსადეგი საიტი აღმოვაჩინე – imo.im

imo.im - IM your friends online

IMO არის web-based ონლაინ მესენჯერი, რომელიც შემდეგ ჩატ კლიენტებს აერთიანებს:

  • Skype
  • MSN
  • AIM
  • ICQ
  • Yahoo
  • Google Talk
  • Myspace
  • Faceebok

პირადად ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და მოულოდნელი ფეისბუქისა და სკაიპის აღმოჩენა იყო ამ სიაში, რადგან ყველაზე მეტად ამ 2-ს ვიყენებ ადამიანებთან საკონტაქტოდ და მათი ანალოგიც ჯერ არ შემხვედრია. Read more…

Google Search Terms

მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.

გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.

წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. Read more…

PR სკოლა

უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც PR სკოლაში პიარის ლექციებს ვესწრები. ამის შესახებ კურსის დასრულების შემდეგ ვაპირებდი დაწერას, თუმცა ერთ-ერთი გასული ლექცია იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავიწყვიტე ეს პროცესი დამეჩქარებინა.

GAU Tbilisi PR School

PR სკოლა, რომელიც Gepra-სა და GAU-ს თანამრომლობის შედეგია, ყველა დაინტერესებულ პირს უტარებს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურს, რომელიც  მარკეტინგს, პიარს, ივენთ-მენეჯმენტს, მედია დაგეგმარებას და ყველა იმ პუნქტს მოიცავს, რაც სამომავლოდ პიარ მენეჯერს დასჭირდება.

კურსი 3 თვის მანძილზე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ყოველი ლექცია იმდენად დატვირთულია ინფორმაციით, რომ თითეულ მათგანზე გამოყოფილი დრო შესაძლოა მცირედ მოგეჩვენოს. Read more…

ლანდიშა მერად!

დიახ, გადავწყვიტე საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც გამოვცადო და 30 მაისს, მერის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. გაგაცნობთ ჩემს პროგრამას და ყველა იმ პირობას, რომელიც შესრულებული იქნება ჩემი მერობის არჩევის შემთხვევაში.

მერობის კანდიდატი - ლანდიშა! ხმა მიეცით მას! შემოხაზეთ ნომერი 0!

შემოხაზეთ ნომერი 0!

თქვენს წინაშეა ყველაზე ახალგაზდა, ენერგიული (როცა არ ეძინება), ყველაზე წარმაცი და ამავდროულად შრომის მოყვარე (შრომასაც გააჩნია), ყველაზე მონდომებული (მონდომების მიზანს გააჩნია) და ყველაზე წარმატებული (მომავალი) პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. Read more…

როგორ დავბლოკოთ ფეისბუქში აპლიკაციები?

მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე იმატა მომხმარებელთა რაოდენობამ, გაიზარდა ჩემი მეგობრების რიცხვიც. იმის გამო, რომ მთავარ გვერდზე უამრავი არასაჭირო ინფორმაცია (spam) ქვეყნდებოდა (ამ შემთხვევაში აპლიკაციების სახით) და საინტერესო მასალის გადარჩევა მიჭირდა, მომიწია აპლიკაციების დაბლოკვა და ასე გამესუფთავებინა ჩემი გვერდი.

იმის გამო, რომ ასეთი აპლიკაცია ასობით და ათასობით მხვდებოდა, მათი დაბლოკვა ბევრი დროის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვეცადე, რომ ყველაზე სწრაფი გზა მომეძებნა ამ პრობლემის გადასაჭრელად. და ვფიქრობ მას მივაგენი. პოსტის წაკითხვის შემდეგ გეცოდინებათ, თუ როგორ დაბლოკოთ ესა თუ ის აპლიკაცია უმარტივესად.

განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე, აპლიკაციაზე, რომლის სახელიცაა “Who has seen your profile?“.

1. აპლიკაციის არჩევა

აპლიკაციის არჩევა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ფეისბუქის მთავარ გვერდზე გამოჩენილ აპლიკაციებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი აპლიკაცია. “Comment“-ის გვერდით დავაჭირთო ბმულს “Who has seen your profile?“.

Read more…

15+ Google Chrome Extensions for Facebook

მას შემდეგ, რაც Google Chrome-ის აქტიური მომხმარებელი გავხდი, დავიწყე მისთვის გამოსადეგი და საინტერესო გაფართოებების/ედონების ძებნა. ძიებისას არაერთ ათეულ საინტერესო გაფართოებას წავაწყდი, რომელთა გამოყენებამ ინტერნეტში ძრომიალი უფრო საინტერესო გამიხადა.

მინდა ეს გაფართოებები თქვენც გაგიზიაროთ, რათა ჩემსავით შვება იგრძნოთ. დღეს კონკრეტულ თემას, ფეისბუქს შევეხები და მისთვის გამოსადეგი ედონების სიას ჩამოგითვლით, თან ვეცდები თითეული მათგანის ფუნქცია აგიხსნათ.

1. Beautify Facebook

Beautify Facebook

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გაფართოებაა, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახე იცვალა, რის შემდეგაც რთული გახდა ინფორმაციის მიღება ახალი შეტყობინებების და სხვა ქმედებების (activities) შესახებ.

ამ ედონის საშუალებით თქვენი ფეისბუქის გვერდი ისეთივე გახდება, როგორც ზემოთა ფოტოზე; დაემატება ახალი სმაილები ჩატში, ფეისბუქის title ტეგში, favicon-ის გვერდით დაეწერება ახალი შეტყობინებების/ქმედებების რაოდენობა და სხვ.

სხვების თუ არა, ამ გაფართოების დაყენებას ყველას გირჩევთ : ) Read more…