ძიება ბლოგზე
-
ესეც საინტერესოა
ჩემი თვითერი
- @Katiee_Ge Settings > Accounts and Import > Google Account settings 3 days ago
- @Sweet naec.ge-ზე, as i know 6 days ago
- How to change the ‘root’ password for MySQL in XAMPP? http://bit.ly/49MONK 6 days ago
პოსტების კატეგორიები
- დეველოპმენტი (28)
- ვორდპრესი (22)
- თბილისი (7)
- პირადი ჩანაწერები (14)
- საზოგადოება (9)
- სანაგვე (35)
- სოციალური მედია (19)
ბოლო კომენტარები
- Landish on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- Landish on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- GioMac on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- green on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- ნინ on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- BLOGGING.GE » Blog Archive » საკუთარი დომეინის მიბმა Gmail-ზე on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- შეყვარებული on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
- Landish on WordPress 2.9 Features
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
-
ბოლო პოსტები
ტეგების ღრუბელი
ამირანი ბიჭი ბლოგერები ბლოგი ბლოგინგი ბლოგოსფერო გალერეა განათლება გრავატარი დასვენება ვიდეო თამაში კინო კრეატივი ლუდი მხიარული პაემანი პლაგინი პორნო პროექტი რეკლამა რუსთავი 2 საინტერესო საიტები საქართველო სექსი სკაიპი სკოლა ურთიერთობა უსაფრთხოება ქალი ჯავასკრიპტი 3D 10 მიზეზი CSS Facebook Firefox Google IE Sucks Iphone MySQL PHP Rapidshare Template Twitter Web Youtubeბმულები
- ბლოგზე 9 მკითხველია
ქუჩაში რომ შემოგხვდეთ
როგორც ჩანს, ბლოგოსფეროს ამ თამაშის მახეში მეც გავები. რამდენიმე კვირის წინ ეკამ დამტაგა და ახლა მიწევს საკუთარი თავის დახასიათება, რათა მიცნობდეთ, იმ შემთხვევაში, თუ კი ქუჩაში ერთხელ მაინც დამინახავთ.
სად?
თითქმის ყველგან. ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ბარებსა და კაფეებში. განსაკუთრებით PUB-ებში “პეროვსკაიას” ქუჩაზე, “დონატებში” აბაშიძეზე და სხვ.

ლანდიშა - სათვალეების გარეშე
ასევე ტრანსპორტში, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ავტობუსებში, უფრო ხშირად #14 ნომერში, რადგან ტაქსის ფული ნაკლებად მაქვს და ამიტომაც ბილეთსაც არასდროს არ ვიღებ. თუ კონტროლიორი გამაჩერებს და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მაშინ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ხოლმე და ჩემი დილის გავარჯიშებაც ეს არის
ზაფხულში და კარგ ამინდში ძალიან მიყვარს ბაღებში, სკვერებში და მსგავს ადგილებში ყოფნა, ასე რომ ძალიან ხშირად შესაძლოა მიხილოთ “მთაწმინდის პარკში”, “ვერის ბაღში”, კუს ტბაზე და სხვ. ძირითადად ლუდის ბოთლით ხელში : ) განაგრძეთ კითხვა
“ოქტობერფესტი” ქართულად
როგორც იქნა ნაბახუსევიდან (პახმელია) გამოვედი და ამ პოსტის დასაწერადაც მოვიცალე, ცოტა მოგვიანებით მართალია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
გასულ შაბათ-კვირას კომპანია “ნატახტარმა” სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთა ლუდის მოყვარულებს – საქართველოში პირველად ჩაატარა ლუდის ფესტივალი.

Tbilisi Beer Festival
ალბათ ჩვეულებად იქცა, რომ ყველაფერი პირველი საქართველოში პირველ საათზე უნდა დაიწყოს. ფესტივალიც სწორედ შაბათ დღეს, დღის პირველ საათზე დაიწყო.
ივნისის აუტანელ სიცხეს არც ორგანიზატორები შეუშინებია და არც იქ მისული სტუმრები. მზისაგან შეშინებული ალბათ მხოლოდ მე დავრჩი, რის გამოც მხოლოდ საღამოს გადავწყვიტე ვარდების მოედანზე მისვლა.
ხალხმაც სწორედ ამ დროს იმატა. ყოველ ნაბიჯზე ნახევრად შეზარხოშებული ახალგაზრდები კათხას კათხაზე ცლიდნენ, თივაში წამოწოლილიყვნენ და მწვადს მიირთმევდნენ. ბევრმა ამ დღის თავის მეხსიერებაში შენახვა გადაწყვიტა და ფოტოაპარატით შეიარაღებული მოვიდა.
დრო და დრო ფეხბურთის მატჩებს ქართველი შემსრულებლების სცენაზე გამოსვლა, შეჯიბრებები ლუდის სმაში და სხვადასხვა კონკურსები ენაცვლებოდა. დრო ხალისიანად გადიოდა, მოწყენილს ვერავის ნახავდით.
ასე მიილია ერთი და დაიწყო მეორე დღე, ზუსტად იგივე განრიგით, იგივე საზოგადოებით და რაც მთავარია იგივე განწყობით. რაღაც დაუჯერებელ ზღაპარს ჰგავს არა? რეალურად კი …
კატეგორია - თბილისი
ტეგები: Tbilisi Beer Festival, ვარდების მოედანი, ლუდი, ლუდის ფესტივალი, ნატახტარი, ოქტობერფესტი
34 კომენტარი
განახლებული Google Docs!
თუ კი Google Docs-ის აქტიური მომხმარებელი ხართ, მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე მაქვს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Google აქტიურად მუშაობდა მისი ერთ-ერთი პროდუქციის, Google Docs-ის განახლებაზე. ამ განახლებებზე მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს-დღეობით უკვე შესაძლებელია ახალი ფუნქციების გამოყენება.

Google Docs Logo
ერთ-ერთი საინტერესო განახლება real-time რედაქტირებაა, რაც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე ადამიანს, იმუშაოთ ერთ ან რამდენიმე დოკუმენტზე ერთდროულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სხვა რედაქტორების მუშაობის პროცესსაც.
ამ რედაქტირებასთან ერთად დამატებულია ჩათის ფუნქციაც, რაც თქვენს კოლეგებთან სწრაფი და მარტივი კავშირის საშუალებას მოგცემთ. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - სოციალური მედია
ტეგები: Docs.Com, Exel, Google, Google Docs, Microsoft, Office
7 კომენტარი
რატომ არ უნდა იჯდეს ქალი საჭესთან?
ბმული – http://www.youtube.com/watch?v=4wT7zM8XgXQ
შეკითხვები გაქვთ? : )
Trip to Yerevan at Deep Purple Concert
24 მაისის ღამე იდგა, რამდენიმე საათში უნდა გამეღვიძა და “ელიტ-ტურის” ოფისთან უნდა წავსულიყავი. დავწექი და მომავალი ორი დღის შესახებ დავიწყე ფიქრი. ემოციების გამო დაძინება მიჭირდა, თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე და ორიოდ საათით მოვხუჭე თვალი.

Deep Purple - Georgian Fans Sprinter
გათენდა, დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი, მივიღე შხაპი და პატარაზე ვისაუზმე. ცოტა ხანში გზას გავუდექი, ტაქსით დანიშნულ ადგილას მივედი, სადაც უკვე Deep Purple-ს ფანები შეკრებილიყვნენ და გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.
გასვლა დილის 7 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც სწორედ ამ დროისთვის დაგვიბარეს ყველანი, თუმცა გასაკვირი არავისთვის იყო, რომ 8 საათისთვის ჯერ კიდევ არ დავძრულვართ ადგილიდან. ბოლოს როგორც იქნა, ყველანი შეიკრიბნენ, ავტობუსებში გადაგვანაწილეს და ერევნისკენ გავეშურეთ. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - პირადი ჩანაწერები
ტეგები: 25 მაისი, Deep Purple, Don Airey, Elit-Tour, Eurasia International University, Highway Star, Ian Gillan, Ian Paice, Marriott, Roger Glover, Smoke On The Water, Steve Morse, Suren Arustamyan, ერევანი, ეჩმიაძინი, საერთო საცხოვრებელი, სასომხეთი, სასტუმრო, სევანის ტბა, სომხეთი, სომხური ყველი, ჰოსტელი
27 კომენტარი
“ტაო პრივატ ბანკის” მარკეტინგი
დღეს დილას, როდესაც გავიღვიძე და მობილურს დავხედე, რამდენიმე ახალი მესიჯი დამხვდა. ერთ-ერთი კი სხვებისგან ორიგინალურობით გამოირჩეოდა.
მანამ მესიჯს გავხსნიდი, ჩანდა მხოლოდ შემდეგი ტექსტი: “momenatre, gelode” და მეთქი ვა, ვიღაც ნაშას მოვენატრე და სადღაც მელოდება თქო. თვალები გამიბრწყინდა და წინასწარ მოვემზადე გრანდიოზული დღისთვის
.

ტაო პრივატ ბანკი
ხოლო როდესაც დროისა და ადგილის გასაგებად მთლიან მესიჯში შევედი მის წასაკითხად, დამხვდა შემდეგი სახის შეტყობინება: “momenatre, gelodebi TaoPrivatBankshi. Sheni sakredito barati
” და ვიფიქრე, მეთქი რაღაც მეშლება, თუმცა ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული, მაგრამ არც წინა ღამეს დაიმლევია იმდენი, რომ მეორე დღეს ვეღარ მეაზროვნა
.
ბოლოს გამახსენდა, რომ წინა პარასკევს განაცხადი შევიტანე ამ ბანკში საკრედიტო ბარათის აღებასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო დღეს უკვე მზად იყო, თუმცა მას შემდეგ მოყოლებული დღემდე, ვერა და ვერ მოვახერხე მისი გამოტანა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და როგორც ჩანს 7 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ასეთი ტიპის მესიჯები იგზავნება კლიენტებთან. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - თბილისი
ტეგები: PR, SMS, ბანკი, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკრედიტო ბარათი, ტაო პრივატ ბანკი, ტაოპრივატბანკი
38 კომენტარი
Opera-ს პასუხი Google Chrome Speed Test-ზე
რამდენიმე კვირის წინ Google Chrome-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო, თუ რაოდენ სწრაფია ამ ბრაუზერით ვებ-გვერდების ჩატვირთვა.

Opera Vs. Potato Vs. Google Chrome
ამის საპასუხოდ Opera-მ მსგავსი ტიპის ვიდეო გადაიღო შინაარსით Opera უფრო სწრაფია თუ კარტოფილის მოხარშვა.
moved to new host
ალბათ გემახსოვრებათ, თუ რამდენს ვწუწუნებდი ჰოსტის შეცვლასთან დაკავშირებით. ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შესაფერისი ჰოსტი დიდი ხანია, რაც შერჩეული მაქვს.

Serv.ge - servers for you
გასული დღეების მანძილზე კი ბლოგი გათიშული იყო. ამ დღეებში ჰოსტს ვიცვლიდი, თუმცა ჰოსტის შეცვლა ასეთი რთული და შრომატევადი ნამდვილად არ არის. არც ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ჰოსტზე ვარ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე serv.ge-ს ადმინისტრაცია და Cpanel-ის Support Team ჩართული იყო და ერთობლივად ცდილობნენ ჩემთვის, ერთი მოკვდავი ბლოგერისთვის, იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩემი კაპრიზებიდან გამომდინარე წარმოიშვა.
მაშინ როდესაც სხვა არსებულ ჰოსტებზე ყოფნისას ტექნიკური დახმარების მიღებისთვის მესაჭიროებოდა რაიმე სახის რიგში დგომა ან პასუხისთვის ლოდინი, აქ თითოეულ დასმულ შეკითხვაზე ვიღებდი დეტალურად ახსნილ და გასაგებ პასუხს, იმის თაობაზე, თუ რა პროცესში იყო ჩემს მიერ (კაპრიზნულად) მოთხოვნილი ცვლილებების შეტანაზე მუშაობა.
ამ მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი თითეულ იმ პიროვნებას, რომლის დრო და ენერგია დაიხარჯა ჩემი, როგორც ერთ-ერთი კლიენტის სურვილის დაკმაყოფილებისთვის.
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ serv.ge-ში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და აწი ჰოსტის შეცვლაც აღარ დამჭირდება. განაგრძეთ კითხვა
IMO
ერთხელ, ერთმა კომენტარი დამიტოვა, ხშირად ეძებე ხოლმე დილაობით ინტერნეტში საიტებიო, კარგ რამეებს ჩითავო. დღესაც, სწორედ ერთი ასეთი რეიდის დროს ეს საინტერესო და გამოსადეგი საიტი აღმოვაჩინე – imo.im

imo.im - IM your friends online
IMO არის web-based ონლაინ მესენჯერი, რომელიც შემდეგ ჩატ კლიენტებს აერთიანებს:
- Skype
- MSN
- AIM
- ICQ
- Yahoo
- Google Talk
- Myspace
- Faceebok
პირადად ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და მოულოდნელი ფეისბუქისა და სკაიპის აღმოჩენა იყო ამ სიაში, რადგან ყველაზე მეტად ამ 2-ს ვიყენებ ადამიანებთან საკონტაქტოდ და მათი ანალოგიც ჯერ არ შემხვედრია. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - სოციალური მედია
ტეგები: AIM, Facebook, Google Talk, ICQ, IMO, imo.im, meebo.com, Myspace, Online Chat, Web 2.0, Yahoo, საინტერესო საიტები, სკაიპი
21 კომენტარი
Google Search Terms
მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.
გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.
წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - სოციალური მედია
ტეგები: Google, landish, search, search terms, ასოს გადიდება, ბლოგი, ვიზიტორი, კუნილინგუსი, ლანდიშა, პორნო, საკვანძო სიტყვები, საძიებო სიტყვები, სექსი, შედეგი, ძიება
36 კომენტარი

