ძიება ბლოგზე
-
ესეც საინტერესოა
ჩემი თვითერი
- @Katiee_Ge Settings > Accounts and Import > Google Account settings 3 days ago
- @Sweet naec.ge-ზე, as i know 6 days ago
- How to change the ‘root’ password for MySQL in XAMPP? http://bit.ly/49MONK 6 days ago
პოსტების კატეგორიები
- დეველოპმენტი (28)
- ვორდპრესი (22)
- თბილისი (7)
- პირადი ჩანაწერები (14)
- საზოგადოება (9)
- სანაგვე (35)
- სოციალური მედია (19)
ბოლო კომენტარები
- Landish on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- Landish on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- GioMac on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- green on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- ნინ on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- BLOGGING.GE » Blog Archive » საკუთარი დომეინის მიბმა Gmail-ზე on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- შეყვარებული on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
- Landish on WordPress 2.9 Features
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
-
ბოლო პოსტები
ტეგების ღრუბელი
ამირანი ბიჭი ბლოგერები ბლოგი ბლოგინგი ბლოგოსფერო გალერეა განათლება გრავატარი დასვენება ვიდეო თამაში კინო კრეატივი ლუდი მხიარული პაემანი პლაგინი პორნო პროექტი რეკლამა რუსთავი 2 საინტერესო საიტები საქართველო სექსი სკაიპი სკოლა ურთიერთობა უსაფრთხოება ქალი ჯავასკრიპტი 3D 10 მიზეზი CSS Facebook Firefox Google IE Sucks Iphone MySQL PHP Rapidshare Template Twitter Web Youtubeბმულები
- ბლოგზე 7 მკითხველია
პროექტი სახელწოდებით “გააჯვი”!
გქონია შემთხვევა, როდესაც ვინმეს შენთვის ნერვები მოუშლია ინტერნეტის მეშვეობით? გქონია შემთხვევა, როდესაც ვინმესთვის უცენზურო სიტყვით მიმართვის სურვილი გამოძრავებდა, მაგრამ მაინც თავს იკავებდი? გქონია სურვილი, რომ ვინმეს ბოროტად გახუმრებოდი? მაშინ პროექტი სახელწოდებით “გააჯვი” შენთვის არის შექმნილი. განაგრძეთ კითხვა
ბმული
ერთკვირიანი, სააღდგომო დასვენების შემდგომ გადავწყვიტე კვლავინდებურად, აქტიურად შევუდგე ბლოგზე პოსტების გამოქვეყნებას. რას შეეხება ჩემი დღევანდელი პოსტი? ალბათ გქონიათ შეხება ინტერნეტში არსებული ვებ-გვერდების გრძელ URL მისამართებთან, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. მათი დამოკლებისა და ერთგვარად “შელამაზებისთვის” მოიგონეს სერვისი Short URL Redirection, რომელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია: http://tinyurl.com/

bmu.li
ამ სერვისს მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. TinyURL-ს მიზანი მხოლოდ ბმულების შემოკლება არაა, იგი ასევე “ფარავს” პირველად ბმულს და კოდირებულ მისამართს გვაძლევს. განაგრძეთ კითხვა
27 სუპერლოგო – ნათურები
დრო და დრო აქ პოსტების სახით საუკეთესო ნამუშევრებს დავდებ ხოლმე, ვებ-დიზაინიდან, ლოგოებიდან, თუ სხვა კატეგორიებიდან. დღეს ლოგოების იმ ნაწილის სიას იხილავთ, სადაც აქცენტი ნატურაზეა გაკეთებული. ზოგადად ნათურა ახალი, კრეატიული იდეეის სიმბოლოა.
ლოგოები - ნათურა
საიტები სახის ილუსტრაციებისთვის
დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც იქნებით ისეთ საიტზე შესული, სადაც არაფრისგან ქმნით თქვენი პერსონის ანიმაციურ ვარიანტს, ილუსტრაციას და დარწმუნებული ვარ დიდად გიხალისიათ და მოგწონებიათ თქვენი თავი ასეთ ამპულაში დანახვისას
. სწორედ ასეთი ტიპის საიტების მცირე ნაკრებს ჩამოვთვლი ამ პოსტში.
1) Portrait Illustration Maker
WordPress iPhone-სთვის
WordPress ყველასთავის ცნობილი და ყველასათვის საყავრელო ბლოგინგ სისტემაა, როგორც WordPress.Com-ის მომხმარებლებისთვის, ასევე Self-Hosted მომხმარებლებისთვის. iPhone კი დღესდღეოებით ყველაზე ელეგანტური ტელეფონია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა არა საქართველოში
WordPress-მა გადაწყვიტა ამ ბლოგის მართვა ახლა უკვე iPhone-ს საშუალებითაც გაეადვილებინა და ვნახოთ რა გამოუვიდა.

WordPress for iPhone
iPhone-თი ბლოგის მართვა შესაძლებელია 2.5.1 ან უფრო მაღალ (უახლესს) ვერსიებზე, WordPress.Com-ზე და WordPress MU-ს 2.6.1 ან უფრო მაღალ ვერსიებზე. ამ სისტემას გააჩნია სურათების ავტომატურად დაპატარავების ფუქცია, Draft-ებში შენახვის და ნებისმიერ დროს მათი გამოქვეყნების საშუალება და უამრავი რამ, თითქმის არაფრით ჩამოუვარდება ბრაზუერით მართვას. პოსტების დამატება და მართვა ხდება XML-RPC სისტემის მეშვეობით.
Dear Penis
რამდენიმე წლის წინ უცხოურ ვიდეოპორტალებზე გაშუქებული ფლეშ ანიმაცია სახელწოდებით Dear Penis, რომლის ავტორიც Rodney Carrington-ია, დიდი პოპულარობა მოიპოვა. იმ დროს ბლოგინგით არ ვიყავი დაინტერესებული და პოსტი ამ სიმღერას და ამ პიროვნებას ვერ მივუძღვენი. მაგრამ ამის შანსი ახლა მაქვს და ხელიდან არ გავუშვებ
რა არის Mofuse?
Mofuse.Com არის ახალი სერვისი, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი საიტის გენერირება მობილური ვერსიისთვის, რომელსაც აქვს RSS-ის მხარდაჭერა და ხდება ვებ-გვერდის პერიოდული განახლება. Mofuse-ს აქვს გამოქვეყნების ორი ვარიანტი, ერთი მობილური ტელეფონებისთვის და მეორე Iphone-ებისთვის.
რითი დავიწყოთ?
პირველ რიგში შევიდეთ Mofuse-ს ოფიციალურ საიტზე და დავრეგისტრირდეთ. რეგისტრაციის შემდეგ გამოსულ ფანაჯარაში მთავარ გვერდზე დავამატოთ ჩვენი ბლოგის მისამართი ან RSS მისამართი, სასურველია RSS წყაროს მისამართი.
თქვენი ბლოგის დამატების შემდეგ თქვენ მიიღებთ ასეთი სახის URL მისამართს: BLOGNAME.mofuse.mobi სადაც BLOGNAME თქვენი ბლოგის სახელია, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს. განაგრძეთ კითხვა
ყველაფერი Twitter-ის შესახებ
Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. მასში უამრავი ქართველიცაა გაწევრიანებული. თვითეთის მიზანია შენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რითი ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში. შენ არავის არ ესაუბრები, თუმცა ამავდროულდ უამრავი კონფერენციის თანამონაწილე ხარ. თვითერს უამრავი ცნობილი ხალხიც იყენებს, მაგალითად ბარაკ ობამა (აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი), ბრიტნი სპირსი (პოპ-ვარსკვლავი), შაკილ ონილი (კალათბურთელი) და სხვ. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა არის თვითერი, შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო მისი ახნის შესახებ (ინგლისურ ენაზე).

Magento
Magento გახლავთ ელ. კომერციის მომავალი. კერძოდ კი ინტერნეტ მაღაზიებისთვის განკუთვნილი მოხერხებული, მარტივად მოსახმარი და რაც მთავარია უფასო, ღია კოდის (Open Source) მქონე CMS. თუ კი ელექტრონული მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეთ, მაშინ გააკეთეთ სწორი არჩევანი და დაყეენთ მაგენტო. სწორედ ამ სკრიპტის XAMPP-ის ლოკალურ სერვერზე დაყენებაში დაგეხმარებით მე.
1) რა არის Magento?
Magento ეს გახლავთ: საძიებო სისტემაზე ორიენტირებული, დიზაინის და კონტენტის მარტივი სარედაქტირებელი, მრავალფუნციონალური და რაც მთავარია უახლესი სისტემა ელექტრონული მაღაზიის შექმნისთვის. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - დეველოპმენტი
2 კომენტარი
PHP-ის 9 უფასო ბიბლიოთეკა
მინდა წარმოგიდგინოთ 9 ყველაზე ხშირად გამოყენებადი (უფასო) ბიბლიოთეკა, რომელიც განკუთვნილია სპამის დასაცავად, წერილების გასაგზავნად და უბრალოდ თქვეი აპლიკაციის მრავალფუნქციონირებისთვის. ამ ბიბლიოთეკების გამოყენება სრულიად უფასოა და მათ ისეთი დიდი კომპანიები იყენებენ, როგორიც არის WordPress, Joomla, Drupal და სხვა უამრავი.
1) reCAPTCHA
reCAPTCHA-ს ბიბლიოთეკა საშუალებას გაძლევთ ინტერგაცია გაუკეთოთ თქვენს აპლიკაციებს, რომლებიც CAPTCHA სისტემას იყენებნ. ჩვეულებრივი CAPTCHA-ებისგან განსხვავებით, reCAPTCHA-ს აქვს აუდიო ვერსიიის მოსმენის საშუელბაც; ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ კი ტქვენ გიჭირით გენერირებული ტექსტის წაკითხვა.






