სულ ცოტა ხანია, რაც ბილიარდს ვთამაშობ, ეს თამაში კი უკვე ძალიან შემიყვარდა. ამას წინათ რაღაც მასალას ვეძებდი ქართულ ენაზე ბილიარდთან დაკავშირებით და ამასაც წავაწყდი.

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?
- თქვენ არ გჭირდებათ ბილიარდის ჟურნალების ჩუმად სახლში მიტანა და გადამალვა
- თუ თქვენ არ ხართ ძლიერი ბილიარდში, ამისთვის არავინ დაგცინებთ და შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ დახმარებისთვის
- თუ თქვენი პარტნიორი ბილიარდის თამაშის დროს მოინდომებს ფირზე ჩაწერას, თქვენ ამაზე არ აღელდებით, რომ შემდეგში ეს ფაქტი ხელს შეუშლის თქვენს კარიერას
- თქვენი პარტნიორი არასოდეს დაგიწყებთ გამოკითხვას, კიდევ ვისთან ერთად თამაშობდით წარსულში ბილიარდს
- ბილიარდის თამაში შესაძლებელია საერთოდ ახალგაცნობილთან ან უცნობთან
- თუ თქვენ ხედავთ ბრწყინვალე მოთამაშეს და მოგინდებათ მასთან თამაში, ეს არანაირ სირცხვილს არ წარმოადგენს და თამამად შეგიძლიათ შეთავაზოთ
- თუ თქვენი პარტნიორის მოსვლამდე სხვასთან ითამაშებ, არ ეწყინება და ამისთვის კამათს არ დაგიწყებს
- თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოათავსოთ საკუთარ კაბინეტში ბილიარდის თამაშის დროს გადაღებული ფოტოები, ასევე ისაუბროთ თანამშრომლებთან ბილიარდის შესახებ და ამის გამო თქვენ “დაუკმაყოფილებელ” და აგზნებულ ადამიანად არავინ ჩაგთვლით
- თქვენი პარტნიორი არასოდეს მოგთხოვთ პირობის დადებას, რომ სიცოცხლის ბოლომდე მარტო მასთან ითამაშებთ
- თუ თქვენი პარტნიორი დაკარგავს ბილიარდის ინტერესს ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ
ბონუსი: თქვენი პარტნიორი არასოდეს გეტყვით საყვედურს, რომ “ჩვენ უკვე ხო ვითამაშეთ ბილიარდი დღეს და სულ მაგ ფიქრი რატომ გაქვსო”







