ბლოგის შესახებ

Landish.Ge გახლავთ განსხვავებული წერის სტილის მქონე ავტორის ბლოგი, სადაც იხილავთ; ინტერნეტის, სოციალური მედიის, ადამიანური ურთიერთობების და სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ჩანაწერებს.

ვინ არის ბლოგის ავტორი?

ავტორი: Landish

ბლოგის ავტორი ენერგიით აღსავსე ახალგაზრდაა, რომელიც სოციალურ მედიაში და ბლოგინგში ბოლო პერიოდში ძლიერ დაინტერესდა. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, რომლის ფაკულტეტსაც განზრახ არ ასახელებს.

გატაცებულია ფსიქოლოოგიით. არის რეალისტი და ცდილობს დატკბეს აწმყოთი. არ იხედება უკან, რადგან თვლის, რომ რაც მოხდა მოხდა, ხოლო წინ კიდევ ბევრია მოსახდენი. უყვარს თავისუფლება და ეტრფის ლამაზ ქალებს. გააჩნია ყველაფერში საკუთარი აზრი და თვლის რომ მისი აზრი მუდამ მართებულია.

რის შესახებ ვწერ?

ბლოგზე რამდენიმე რუბრიკა მაქვს, რომელსაც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვავსებ ხოლმე სხვადასხვა პოსტებით.

უმეტეს შემთხვევაში ბლოგის შესახებ ვწერ, რაც ბლოგერებისთვის რჩევებს, გაკვეთილებს და უბრალოდ საინტერესო მასალას მოიცავს. ასევე ვორდპრესის შესახებ, რომელიც საინტერესო არის როგორც, wordpress.com მომხარებლებისთვის, ასევე განცალკევებულ ჰოსტზე მქონე ბლოგერებისთვისაც. ინტერნეტზეც არაერთი პოსტი მიწერია, რომელიც მეტ ინფორმაცია მოგაწვდით მსოფლიო ქსელში უკეთ გარკვევისთვის, რომელსაც თან სდევს არაერთი რჩევა და ხრიკი.

რის შესახებ ვწერ?

საყვარელი დედაქალაქის შესახებაც შემიძლია ვთქვა ორიოდე სიტყვა, თუ კი რაიმე საინტერესო მოხდება ჩვენთან და ჩვენი საზოგადოების გარშემო.

ზოგჯერაც უბრალოდ რამე წამომირიკინებს ხოლმე თავში და იმას ვწერ, ზოგჯერაც კი ჩემი ცხოვრებიდან მეტნაკლებად საინტერესო დეტალებს გიამბობთ, მაგრამ იმათთვისაც ვწერ, სულ რომ არ მოიწყინონ ჩემს ბლოგზე.

როგორ დაგიკაშირდე?

ბლოგზე მაქვს კონტაქტის გვერდი, რომელზეც არის საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შეძლოთ ჩემთან დაკავშირება.