“ნიჭიერის” დღევანდელი გადაცემით იმდენად კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ არ მიმეძღვნა, არ შეიძლებოდა. თუ კი მეორე გადაცემა, პირველთან შედარებით ორჯერ უფრო საინტერესო და სახალისო იყო, მესამე ნამდვილად სამჯერ უკეთესი იყო. შესავალშივე რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ შოუს მონაწილეებზე დავიწყებ საუბარს.
დღევანდელი გადაცემა, ჯგუფმა “Next Level”-მა გახსნა, რომელიც “Hip-Hop”-სა და “Breakdance”-ს ცეკვავს. იგი ჯერ კიდევ წინა გადაცემაში აიღარეს ჯგუფ “New Style”-ს კონკურენტად, თუმცა მე თუ მკითხავ კონკურენციამდე ბევრი უკლიათ. არა, უდაოდ კარგად ცეკვავდნენ, თუმცა ამ ორიდან ჩემთვის პირველ გადაცემაში მყოფი ჯგუფი ფავორიტია.
ასე რომ დავას, “Next Level” ჯობია, თუ “New Style”, არ დავიწყებ.
შემდეგი საინტერესო მომენტი ალბათ შიშველი ბიჭის, არმან ერემიანის, გამოსვლა იყო, რომელმაც თავი ძვლების “მოძრაობით” დაგვამახსოვრა და მეორე ტურში გადასულს ემოციისგან სცენაზე დარჩენილი ფეხსაცმელიც კი დაავიწყდა და სახლში ფეხშიშველი მოუწევდა წასვლა, რომ არა მაიას: “Арман! ты туфли забыл!!”.
შემდეგ თავი კახელმა და-ძმამ დაგვამახსოვრა, რომლებიც მიხოსა და მაროს ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი. ჯერ იყო რაღაც “სკეჩი” მოგვიმზადეს, ხოლო შემდეგ ცეკვა, რომელსაც “მაროსგან” სულაც არ ველოდი. მე პირადად ამ ცეკვამ მხოლოდ იმის გამო მომხიბლა, რადგან ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა 15 წლის “ბებო” მაგ მოძრაობისას.
ეს ცეკვა მხოლოდ მე როდი მომეწონა, კმაყოფილი თვით ვანო თარხნიშვილიც დარჩა, რომელიც “მიდი, ბებოს!” შეძახილებით ამხნევებდა დედმამიშივილებს.
ძალიან ცუდია, როცა ადამიანი სიგარეტს ეწევა, მითუმეტეს ბავშვობიდან, თუმცა ისეთი მომენტების სანახავად, როგორიც ნოდარ ვარშალომიძეს გამოსვლა იყო, რომელმაც სიგატერის კვამლი ყურებიდან გამოუშვა, ნამდვილად ღირს. ჟიურს და მაყურებლებს იმდენად მოეწონათ, რომ ამის გაკეთება ხელმეორედ სთხოვეს. რაღაც მომენტში დაეჭვდნენ კიდეც და გაიფიქრეს “ხან ატარებს, ხან არაო”, რის გამოც მეორე ტურში იგივე ნომრის ხილვა არ გვეღირსა.
ჯერი შოუს ყველაზე ასაკოვანი მონაწილისთვის, 86 წლის გივი გვესელიანისთვისაც დადგა. არ ვიცი ახალგაზრდობის და სტუდენტობის წლებში, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ბატონი გივი, როგორ მღეროდა, თუმცა ვერც ჟიური და ვერც მე ვერ გამაკვირვა ვერაფრით, გარდა მისი სივაჟკაცისა, რომ ამ ასაკში შეძლო და ამხელა ნაბიჯი გადადგა.
მისი გამოსვლისას ნაწილს გული აუჩუყდა, ნაწილმა იტირა კიდეც, თუმცა მე სად მეტირებოდა, როცა ვხედავდი, როგორ იყურებოდა სხვა მიმართულებით, როცა დარბაზს და ჟიურის, ზურგს, არა უკაცრავად, გვერდს აქცევდა. ძალიან ცუდი ბავშვი ვარ, არ უნდა დავცინოდე მოხუცებს, მეც ხომ დავბერდები ოდესმე არა?
თუმცა მემგონი ცუდი არაფერია, იმაში, რომ რაღაცაზე გამეცინოს (?).
დღევანდელი გადაცემის ყველაზე “ნათელი” წერტილი, უფრო სწორად წერტილები, პატარა ტყუბი დები, ელენე და ეკა თორიები აღმოჩნდნენ, რომლებმაც პირღია დამტოვეს მთელი მათი ნომრის მსვლელობისას. მათი ასაკის, ტანვაჯრიშისა და ცეკვის ილეთების შერწყმით უდაოდ 6 კის მფლობელები გახდნენ, რომელსაც 7-ე დადებითი ხმა მე დავუწერე.
ნათელი წერტილ(ებ)იდან ბნელ წერტილზე, რომ გადავინაცვლო, დაუფიქრებლივ მიხვდებით ვისზე მაქვს საუბარი. დიახ, ეს გოგი შონიაა, ზუგდიდიდან, რომელმაც “ნიჭიერის” და საერთოდ ტელესივრცის განმავლობაში მსგავსი სახალხო შოუების ყველაზე უცნაური ნომერი – 40 სართულიანი მეგრული წყევლა – შემოგვთავაზა.
მის გამოსვლას დიდი ინტერესით ველოდი, როდესაც მოსაცდელში ტელემაყურებელი დააინტრიგა თავისი უჩვეულო ნომრით. მეგონა აქამდე მხოლოდ ქალები იწყევლებოდნენ, თუმცა “კაცური” წყევლა სხვა ყველა წყევლაზე უარესი ყოფილა, მითუმეტეს მეგრული, რომელიც ქართულად გარითმულიყო.
იმედი მაქვს მეორე ტურში არ გადაყვანის გამო იგი ჟიურის წევრებს არ დაწყევლის, მე კი მისი ამ პოსტში ხსნების გულისთვის
.
ცრუწმენები გვერდზე იყოს და არაერთ ილუზიონისტს ნომერი კი ჩაუვარდა, მანამ სცენაზე დათო რობაქიძე არ გამოვიდა თავისი კარტებით. “კაცი ტუზი”, რომელსაც პირობითად ასე შევარქვი ძალზედ საინტერესო ნომერი გვაჩვენა, რომელშიც მცირე იუმორი ჩააქსოვა. ვანიკოს დაშინებით და “ტუზია, ტუზი,სად უყურებთ?”-ით მეორე ტურში უფრო საინტერესო ფოკუსების ჩვენებას დაგვპირდა და “3 კი”-თ დაგვემშვიდობა.
არ შემიძლია არ ვახსენო 9 წლის ბიჭი, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად და პარკურის ტექნიკით ნამდვილი შოუ დადგა სცენაზე. მათი შემხედვარე ჩემი ბავშვობა, მსგავსი მცდელობები და ფილმი Yamakasi გამახსენა.
ქორწილი შეყვარებული ადამიანებისთვის ერთ-ერთი ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღეა, მისი გადადება ცუდის მანიშნებელია (ციკლიდან “ცრურწმენები”
), თუმცა გვანცასთვის და აკასთვის იგი მეორე ტურში გადასვლის და შესაბამისად წარმატების ნიშანი აღმოჩნდა. მათმა სამეჯლისო ცეკვამ ოპერის სცენას ცეცხლი აუკიდა, რომელსაც თიკასა და ვანოს აცეკვებაც მოყვა. მე კი მხოლოდ ერთი მომენტის გამო გადავიყვანდი მათ მეორე ტურში.
წინა ნომერში შესრულებული ცეკვის შემდეგ ვანიკომ თავი მოცეკვავედ სცნო და გადაწყვიტა (ნუ მთლად მისი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ
) უპარტნიოროდ დარჩენილ შორენა ბერელიძესთვის ანგარიში გაეწია.
გადაცემა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ სცენაზე კონიაკს დალევდა და ისაუზმებდა. ერთი წარბი უმალვ ავწიე და დავფიქრდი, ამას მისამართი ხომ არ შეეშალა თქო, მარა როდესაც მისი ნომერი ვიხილე, დავრწმუნდი, რომ იგი სწორედაც რომ იქ მივიდა, სადაც უნდა მისულიყო.
ყოველდღე ვერ ნახავ ადამიანს, რომელიც ფეხით პროფილს დახატავს და იარაღს საკმაოდ დამიზნებულად ისვრის, რომ არაფერი ვთქვა ასანთის ანთებაზე და სხვა ტრიუკებზე. მიუხედავად ამისა გეგასგან ერთი “არა” მიიღო, გეგამ კი ჩემგან დიდი გაკვირვება.
შუშა – დამეთანხმებით, მეტად უცნაური სახელია როკ-ჯგუფისთვის. მაგრამ მეტად უცნაური ჩემთვის მათ მიერ ხელნაკეთი მიკროფონის დასადგამი აღმოჩნდა, რომელიც შამპანიურის ბოთლის თავსახურებისგან, პიანინოს სკამის დასადგამისგან, ზღვის ქოლგისაგან, რომელიც ისევ ფუნქციონირებდა და ელექტრო მაფთულებისგან იყო გაკეთებული.
ამ “მოწყობილობამ” წარმატება მოუტანა ჯგუფს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ მომავალში, მე კი დღევანდელ მიმოხილვას ამით დავამთავრებ, წინ იმედი მაქვს 4-მაგად საინტერესო შოუ გველის და არ იქნება ისეთი იმედგაცრუებები, როგორიც დღეს იყო სტრიპტიზიორის მოლოდინში
თქვენ რას ფიქრობთ გასულ შოუსთან დაკავშირებით?














კარგი პოსტია ფრიად, მაგრამ ერთი ჩასწორება, იმ 9 წლის ბავშვს არ ჰქვია გივი მაღრაძე.
მაღრაძე არის ნომრის ბოლოს რომ ესაუბრებოდა ჟიურის ის
მაგათი ტრენერია და პარკურის ფედერაციის პრეზიდენტი ეგ ბიჭი და 19 წლისაა.
უი, დიდი მადლობა მაგ ინფოსთვის, ჩავასწორე : )
“იმედი მაქვს მეორე ტურში არ გადაყვანის გამო იგი ჟიურის წევრებს არ დაწყევლის, მე კი მისი ამ პოსტში ხსნების გულისთვის”
კაი იყოო!!
დათო რობაქიძე მომეწონა ძალზედ.
გეგა ბავშვობაში ცირკში არ დაყავდათ ალბათ მშობლებს და ეგ არაც მაგის ბრალია
დათო რობაქიძე მართლა მაგარი იყო ღადაობდა
სულ 3 იყო სამეგრელოდან და სამივე როგორი…
(( ერთი ქალი თევზის იმიტაცია, მეორე ო, შანტე
და ეხლა ესსსსს კაცი წყევლა ))) რა წარმოდგენა უნდა დარჩეს?… ვწუხვარ..
ჯობია ჯერ დაფიქრდე და მერე ისაუბრო.
შენნაირებია საქართველოს რომ ანგრევენ. იმიტომ რომ განასხვავებენ სამეგრელოს და სხვა კუთხეებს. სწორედ მაგიტოა დღეს დაკარგული რომ გვაქვს აფხაზეთი და ოსეთი.
ქართველობა არ დაიბრალო შენ გოგონი
კარგი სტატია Landish, უბრალოდ ერთ შესწორებას შევიტან: “დღევანდელი გადაცემა, ჯგუფმა “Next Level”-მა გახსნა, რომელიც “Hip-Hop”-სა და “Breakdance”-ს ცეკვავს.”
Hip-Hop არის მუსიკა, Hip Hop არის კულტურა. Breakdance კი შედის Hip Hop-ში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. ასე, რომ ისინი არა Hip-Hop-ს ცეკვავდნენ, არამედ Breakdance-ს ცეკვავდნენ. თუმცა, როგორც მათ, ასევე New Style-ის ბიტები საკმაოდ პაპსა ბიტებით იყო დავირთული, რაც პირადად ჩემთვის B-Boying-ს თავის შარმს (თუ შეიძლება ასე ითქვას) უკარგავს.
გარკვეული არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ მე როგორც ვიცი ბრეიქ დანსი სულ სხვა ცეკვაა, ჰიჰ-ჰოპი სულ სხვა…
ამიტომაც დავწერე მასე : )
პ.ს. შენი ბლოგი ვნახე welcome
ჰიპ ჰოპ, ტირეთი, არის მუსიკა. Hip Hop, დაშორებით, არის კულტურა და Hiphop, ერთად, არის ცხოვრების წესი. Breaking-ის და B-Boying, ან თუნდაც Hip Hop Dancing-ი კი სედის Hip Hop კულტურაში.
პ.ს. – thanks. btw, ჯერ სრულად არ არის მზად.
უიმე, ერთ ტირეს და მთელ ამბებს რამდენი მნიშვნელობა ჰქონია
ხო, მართლა, პროფოლიოს გვერდი რომ გაქვს ბლოგზე, რამე დიზაინზე მუშაობ თუ? : )
ჯერ-ჯერობით დიზაინებზე არ მცალია. მაქ იქნება უბრალოდ ჩემი გადაღებული ფოტოები, ძველი გადაღებულები არ დაიდება, მხოლოდ ის ფოტოები დაიდება რასაც ბლოგის შექმნის შემდეგ გადავიღებ. ჯერ-ჯერობით არაფერი გადამიღია, თუმცა რაღაც-რაღაც იდეები მაქვს რა თემაზე გადავიღო და მალე ნახავ(თ).
ოკ
ა ის მეგრელი მეწყევლე მართლაც რომ sucks more than anyone else. even more than i do ))))
U დონ’ტ სუცკ!! :*
everyone sucks, trust me/us
ჟიურს ძალიან ვამტყუნებ რადგან ბოლომდე არ მოგვასმენინა 40 სართულიანი წყევლა თავისი თარგმნით