ძიება ბლოგზე
-
ესეც საინტერესოა
ჩემი თვითერი
- @Katiee_Ge Settings > Accounts and Import > Google Account settings 3 days ago
- @Sweet naec.ge-ზე, as i know 6 days ago
- How to change the ‘root’ password for MySQL in XAMPP? http://bit.ly/49MONK 6 days ago
პოსტების კატეგორიები
- დეველოპმენტი (28)
- ვორდპრესი (22)
- თბილისი (7)
- პირადი ჩანაწერები (14)
- საზოგადოება (9)
- სანაგვე (35)
- სოციალური მედია (19)
ბოლო კომენტარები
- Landish on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- Landish on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- GioMac on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- green on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- ნინ on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- BLOGGING.GE » Blog Archive » საკუთარი დომეინის მიბმა Gmail-ზე on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- შეყვარებული on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
- Landish on WordPress 2.9 Features
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
-
ბოლო პოსტები
ტეგების ღრუბელი
ამირანი ბიჭი ბლოგერები ბლოგი ბლოგინგი ბლოგოსფერო გალერეა განათლება გრავატარი დასვენება ვიდეო თამაში კინო კრეატივი ლუდი მხიარული პაემანი პლაგინი პორნო პროექტი რეკლამა რუსთავი 2 საინტერესო საიტები საქართველო სექსი სკაიპი სკოლა ურთიერთობა უსაფრთხოება ქალი ჯავასკრიპტი 3D 10 მიზეზი CSS Facebook Firefox Google IE Sucks Iphone MySQL PHP Rapidshare Template Twitter Web Youtubeბმულები
- ბლოგზე 6 მკითხველია
მოგზაურობა თურქეთში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი!
თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, თუმცა პოსტი ამის შესახებ დღემდე ვერ დავწერე, რადგან ეს მოგზაურობა იმდენად ემოციური იყო, რომ აქამდე ეიფორიაში ვიყავი.
19 მარტის მოსაღამოვებულ ჟამს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრებილი ათასობით ადამიანი “ვარდების მოედანზე” ელოდა თავის ტრანსპორტს. ზოგი შვილებს აცილებდა, ზოგი დედას და მამას, ზოგიც საყვარელ ადამიანს და ზოგიც მეგობარს.

Trabzon / Hollywood
საღამოს 10 საათისთვის ყველანი ჩვენს ჩვენს ავტობუსებში ვისხედით და გამგზავრებას ველოდით.წინ გრძელი გზა გველოდა. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ყველანი ადგილზე ვიყავით და არავინ გვაკლდა, გზას შევუდექით, რასაც ხალხის ჟრიამული მოჰყვა.
წინ რომ გრძელი გზა გველოდა და მეორე დღეს საინტერესო მატჩი, ეს მეც კარგად ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე ცოტას წავუძინებ მეთქი და ენერგიებს შევინახავ თქო, თუმცა ვინ მაცალა, ქართველების ამბავი ხომ იცით? ქეიფი და ლხინი ავტობუსის დაძვრისთანავე დაიწყო, არყებითა და ლუდებით მომარაგებული ახალგაზრდობა ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმით ავსებდა. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - პირადი ჩანაწერები
ტეგები: ავტობუსი, არაყი, დიმა ბილანი, დოლარები, დოლარი, დროშა, ვიდეოპოსტი, ზალიკო სულაკაური, თამაში, თურქეთი, ლელო, ლირა, ლუდი, მატჩი, მოგება, მოგზაურობა, რაგბი, რუსეთი, რჩევა, საზღვარგარეთ, საქართველო, სუვენირები, სუმელა, სუმელას მონასტერი, ტარკანი, ტრაბზონი, ფორუმი, ხატვა
25 კომენტარი
პენისის გაზრდა
დღეს ფეისბუქზე ჩემმა ერთმა მეგობარმა ასეთი საიტი დააშეარა – http://10sm.ge/ , რომელმაც თავისი დომენით მიმიზიდა და დავაკლიკე, სადაც ერთობ საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე
თქვენ ოცნებობდით დიდ ასოზე? გშურდათ პორნო მოდელების, რადგან მათ დიდი ასო აქვთ? თქვენ გინდათ რო გქონდეთ ისეთივე დიდი როგორც მათ? გიგრძვნიათ როდისმე რომ თქვენი გოგო არ არის კმაყოფილი თქვენი ასოს ზომით?
ჩვენი მეთოდი 100%-იანია და ამაში თქვენ დარწმუნდებითანონიმურობა დაცულია!
მაშასადამე!
გვაქვს ორი დისკი, ერთი რუსულენოვანი და მეორე ინგლისურ ენოვანი;
რუსულ ენოვან დისკ ვიდეო ვარჯიშები არ მოყვება, მაგრამ გასაგებ ენაზე, დაწვრილებით და კარგად არის ახსნილი ყველაფერი.
რუსულ ენოვანი დისკის ფასი არის 100$ (აშშ დოლარი)არის ინგლისურ ენოვანი დისკიც (DVD) რომელსაც მოყვება ვიდეო ვარჯიშები და დისკის ფასი არის 150$ (აშშ დოლარი)
მინდოდა მარგალიტების სახით რაღაც მონაკვეთების დადება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთლიანი საიტი თავისი კონტენტით მარგალიტია
ასე, რომ შედით საიტზე, გადაიკითხეთ არსებული მასალა და გაერთეთ
პ.ს. არ ვიცოდი თუ პენისის გაზრდა 100-150$-ად შეიძლებოდა
ბმული – http://10sm.ge/
კატეგორია - სანაგვე
ტეგები: ასო, ასოს გადიდება, პენისის გადიდება, პენისის გაზრდა, საინტერესო საიტები
27 კომენტარი
რა გველის WordPress 3.0 ვერსიაში?
მემგონი დედა არ ზრუნავს თავის შვილებზე და მათ განვითარებაზე ისე, როგორც ვორდპრესის დეველოპერები ვორდპრესზე
.
ბოლო პერიოდში ვორდპრესს არაერთი საინტერესო ფუნქცია დაემატა, გაუმჯობესდა მისი სამომხმარებლო ინტერფეისი, დაიხვეწა ტექნიკურად, გაუმჯობესდა თავდაცვა და სხვ. ვორდპრესის ახალი, 3.0 ვერსიის გამოშვება დაგეგმილია უახლოესი 2 თვის მანძილზე.
მაგრამ, მანამ სანამ იგი ოფიციალურად გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი, მის რამდენიმე საინტერესო ფუნქციის შესახებ გამცნობთ.
1. იუზერნეიმის და პაროლის შეცვლა
აქამდე ვორდპრესის ინსტალაციისას ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენით აგვერჩია ადმინისტრატორის სახელი და პაროლი. იძულებულნი ვიყავით დავკმაყოფილებულიყავით სახელით “admin” და იმ პაროლით, რომელსაც ვორდპრესი ავტომატურად გვაძლევდა ხოლმე (მართალია სახელის და პაროლის შეცვლა ადვილი არ იყო, თუმცა არც შეუძლებელი).

ვორდპრესის ინსტალაცია. სახელის და პაროლის არჩევის ველები
ახალ ვერსიაში კი ეს საკითხი შემდეგნაირად გადაიჭრა, ინსტალაციისას ჩნდება ორი დამატებითი ველი, სადაც მომხმარებელი თავისით ირჩევს მისთვის სასურველ სახელს და პაროლს.
2. ახალი default დიზაინი
როგორც იქნა!
განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - ვორდპრესი
ტეგები: background, default, Wordpress 3.0, WPMU, დიზაინი, თემა, შაბლონი
20 კომენტარი
ტიტანიკი 3D
Jeffrey Katzenberg-ის თქმით, “3D კინოს მომავალია“, რასაც არ შემიძლია არ დავეთანხმო. ბოლო ორი 3D ფილმი, კერძოდ კი ავატარი და ალისა საოცრებათა სამყაროში, რომელთა პრემიერაც გასული თვეების მანძილზე შედგა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა კინომოყვარულთა შორის.

ტიტანიკი 3D
მათი გადაღება ნამდვილად მომგებიანი აღმოჩნდა. თითეულმა არაერთი ასეული მილიონი დოლარი მიიღო შემოსავალი. ალბათ სწორედ ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა ჯეიმს კემერონმა თავისი ლეგენდარული ფილმის, ტიტანიკის, 3D ვარიანტში გადაღება.
კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დღეს-დღეობით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. 3D ეფექტების დადება შესაძლებელია უკვე სპეციალური კამერის გადაღების გარეშეც, სწორედ ისეთების გარეშე, რომლებსაც კემერონი იყენებდა ავატარის გადაღებისას. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - სანაგვე
ტეგები: 2012, 3D, hollywood, ავატარი, ალისა საოცრებათა სამყაროში, ტიტანიკი, ჯეიმს კემერონი, ჰოლივუდი
14 კომენტარი
13 მარტი
ის თუ რა მოხდა 13 მარტს საქართველოში, შეგიძლიათ შეიტყოთ:
- როკოს პოსტიდან – მიმართვა ტელეკომპანია იმედს
- დოდკას პოსტიდან – “იმედი” და ბრბო
- საბას პოსტიდან – ”რა ცუდი ხალხი ვყოფილვართ! როგორ შეგვეშინდა!”
- დვორსკის პოსტიდან – რა მოხდა იმედზე 13 მარტს?

რიცხვი 13
ის თუ რა შემემთხვა პირადად მე, შეგიძლიათ შეიტყოთ:
- ზურიუსის პოსტიდან – დაუვიწყარი დღე!
- გაბოს პოსტიდან – თეატრი უკვდავია
- სვითის პოსტიდან – შო(კ)ის მეთორმეტე ღამე
- თინის პოსტიდან – შობის მეთორმეტე ღამე და ჩვენი თავგადასავალი
რა გეგონათ? გრძელ პოსტს დავწერდი და მე ვიბუტბუტებდი? : ) – ვერ მოგართვით : )
რა საჭიროა, რაღაცის 10ჯერ განმეორება, როდესაც შეგიძლია ყველაფერი ის შეაჯამო, რასაც ეთანხმები? : )
P.S. თუ კი ვინმეს რაიმე საინტერესო უწერია ამ თემებთან დაკავშირებით და მათი ლინკები ამ სიაში არ ჩანს, მე მაპატიეთ და კომენტარის სახით შემატყობინეთ : )
კატეგორია - პირადი ჩანაწერები
ტეგები: gabo, sweet, tiny, ზურიუსი, თეატრი, იმედი, იმიტაცია, ომი, პრეზიდენტის სიკვდილი, რუსეთი, სააკაშვილი, საქართველო
11 კომენტარი
გამარჯობა ანუ როგორ გავხდეთ კრეატინულები?
ჰოი, რა ბედნიერია ჩემი ცხრას პლუს ერთი თითი (მარცხენა ხელის ცერს არ ვხმარობ კლავიატურაზე)!
მეღირსა!…

Zurriuss
მოკლედ, მე Zurriuss ვარ, ამ ბლოგის სტუმარი და ლანდიშას აწ უკვე განუყრელი მეგობარი
დღეს გიამბობთ, როგორ გავხდეთ კრეატინულები საკუთარი მაგალითით. არ გეგონოთ, თავს ვიპიარებდე. ახლა ისე მეძინება, ცხელი ტაფა სახეში არ მაწყენდა
ამისათვის აუცილებელია, ღამის 2 საათი მაინც იყოს. ამ დროს სხეული პრაქტიკულად გამოთიშულია, სახე კი – გამოთაყვანებული. თუ ყოველივე ამას კომპიუტერთან დიდხანს ჯდომასაც დავუმატებთ, მით უკეთესი. ადამიანის ტვინი ამ ინფორმაციას აგროვებს, დიდი მონდომებით აღრიცხავს მეხსიერებაში და მერე ცოტა ხნით აყოვნებს, სანამ რაიმე ახალი იდიოტობა არ ჩაანაცვლებს. სინამდვილეში ამ დროს კი ნამდვილად ბევრი საჭირო ინფორმაცია ინახება: თუნდაც ისეთი, რომელსაც მერე განსაკუთრებულად დავაფასებთ. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - სანაგვე
ტეგები: ბლოგერი, ზურიუსი, კრეატივი, კრეატინული, კრეტინი, მოწვეული ბლოგერი, რჩევა, ხრიკი
12 კომენტარი

