Archive for September, 2009

ერთი საინტერესო მიგნება Firefox-ში

თუ თქვენ ვებ-გვერდების გასახსნელად Mozilla Firefox-ს ან IE (Internet Explorer)-ს ხმარობთ (იმედია ამ უკანასკნელს არა), მაშინ ეს პოსტი გამოგადგებათ ერთი პრობლემის მოგვარებაში, თუ კი ამას პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ.

firefox

ერთი საინტერესო მიგნება Firefox-ში

როდესაც შევდივართ ჩვენს საყავრელ საიტზე სადაც გვჭირდება ავტორიზაცია, შეგვყავს ჩვენი სახელი და პაროლი და შევდივართ სისტემაში, Firefox ამ სახელს (Username-ს) იმახსოვრებს, პაროლის დასამახსოვრებლად კი ჩვენი ნებართვაა საჭირო. როდესაც გამოვალთ სისტემიდან, რომელიმე ფორუმიდან, სოციალური ქსელიდან ან სხვა საიტიდან და შემდეგში ბრაუზერის გახსნისას ისევ მოგვინდება შესვლა, სახელის ველში, წინაზე ჩაწერილ სახელს უკვე დავინახავთ.  განაგრძე კითხვა →

მხიარული პაემანი #2

წინა ნაწილში დაგპირდით, რომ ყოველკვირეულად განვანახლებდი ხოლმე ამ რუბრიკას, მაგრამ “მასალის” სიმცირის გამო გადავწყვიტე კიდევ ერთი კვირა მომეცა და ორმაგი რაოდენობით დამეწერა არსებული განცხადებები.

mxiaruli paemani2

მხიარული პაემანი #2

მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ავდგები და პირდაპირ საქმეს შევუდგები. როგორც უკვე გახსოვთ, მარცხენა მხარეში იწერება განცხადების ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ, ტირის შემდეგ თან დავურთავ ჩემს კომენტარს. განაგრძე კითხვა →

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

ადამიანი ჟესტების ენით საუბრობს. ურთიერთობისას რაღაც მიმიკებით გამოვირჩევით ხოლმე. ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია. სწორედ ასეთი მიმიკები, ჟესტები და დეტალები დაგეხმარებათ ადამიანის უკეთ შეცნობაში. მაგრამ გაინტერესებთ ესა თუ ის მამაკაცი ქალი ხომ არა? ან ესა თუ ის ქალი – მამაკაცი? ეს დაგეხმარებათ მამაკაცის ქალისგან განსხვავებაში.

200170283-001

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

არსებობს რაღაც ცნობილი ფაქტები, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის ნაცნობია კიდეც. ბავშობაში ბიჭებს გოგოები არ “გეკაიფებოდნენ” ხოლმე, აბა ფრჩხილებზე დაიხედეო? :D მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ? თუ ვერა, მაშინ გადაიკეთეთ პოსტი და აუცილებლად გაგახსენდებათ.  განაგრძე კითხვა →

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?

სულ ცოტა ხანია, რაც ბილიარდს ვთამაშობ, ეს თამაში კი უკვე ძალიან შემიყვარდა. ამას წინათ რაღაც მასალას ვეძებდი ქართულ ენაზე ბილიარდთან დაკავშირებით და ამასაც წავაწყდი.

8ball-main_Full

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?

  1. თქვენ არ გჭირდებათ ბილიარდის ჟურნალების ჩუმად სახლში მიტანა და გადამალვა
  2. თუ თქვენ არ ხართ ძლიერი ბილიარდში, ამისთვის არავინ დაგცინებთ და შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ დახმარებისთვის
  3. თუ თქვენი პარტნიორი ბილიარდის თამაშის დროს მოინდომებს ფირზე ჩაწერას, თქვენ ამაზე არ აღელდებით, რომ შემდეგში ეს ფაქტი ხელს შეუშლის თქვენს კარიერას
  4. თქვენი პარტნიორი არასოდეს დაგიწყებთ გამოკითხვას, კიდევ ვისთან ერთად თამაშობდით წარსულში ბილიარდს
  5. ბილიარდის თამაში შესაძლებელია საერთოდ ახალგაცნობილთან ან უცნობთან
  6. თუ თქვენ ხედავთ ბრწყინვალე მოთამაშეს და მოგინდებათ მასთან თამაში, ეს არანაირ სირცხვილს არ წარმოადგენს და თამამად შეგიძლიათ შეთავაზოთ
  7. თუ თქვენი პარტნიორის მოსვლამდე სხვასთან ითამაშებ, არ ეწყინება და ამისთვის კამათს არ დაგიწყებს
  8. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოათავსოთ საკუთარ კაბინეტში ბილიარდის თამაშის დროს გადაღებული ფოტოები, ასევე ისაუბროთ თანამშრომლებთან ბილიარდის შესახებ და ამის გამო თქვენ “დაუკმაყოფილებელ” და აგზნებულ ადამიანად არავინ ჩაგთვლით
  9. თქვენი პარტნიორი არასოდეს მოგთხოვთ პირობის დადებას, რომ სიცოცხლის ბოლომდე მარტო მასთან ითამაშებთ
  10. თუ თქვენი პარტნიორი დაკარგავს ბილიარდის ინტერესს ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ

ბონუსი: თქვენი პარტნიორი არასოდეს გეტყვით საყვედურს, რომ “ჩვენ უკვე ხო ვითამაშეთ ბილიარდი დღეს და სულ მაგ ფიქრი რატომ გაქვსო” :D

როგორ გადმოვწეროთ Rapidshare.Com-იდან Flashget-ით?

დიდი ხანია უკვე ტექნიკურ საკითხზე პოსტი არ დამიწერია და დრო დადგა ეს პრობლემა გამოვასწორო.

თუ კი Rapidshare.Com-იდან ხშირად გიწევთ რაიმე ფაილის გადმოწერა და ამაზე დიდი დრო მიაქ, ვეცდები ამ პოსტში ახსნილი მაგალითით ეს დრო შეგიმციროთ.

rapidshare+flashget

როგორ გადმოვწეროთ Rapidshare.Com-იდან Flashget-ით?

მე თქვენ გასწავლით, თუ როგორ შეიძლება გადმოწერო Flashget-ის მეშვეობით Rapidshare.Com-იდან.

მათთვის, ვინც არ იცის: Rapidshare.Com გახლავთ ყველაზე პოპულარული უცხოური ფაილების ასატვირთი სერვერი, ხოლო Flashget ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Download Manager-ი (ინტერნეტიდან ფაილების გადმოასწერი პროგრამა)

პოსტში განხილული არ იქნება, რამდენიმე ფაილის ერთად გადმოწერის, დროის ლიმიტის გასაუქმებელი საშუალებელი და სხვა ხრიკები, რადგან ასეთი რამ მხოლოდ პრემუმის ექაუნთის შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი :)

რა არის ამისთვის საჭირო?

საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 3 რამ: განაგრძე კითხვა →

მხიარული პაემანი #1

ადამიანი მისი მეორე ნახევრის საძებრად და საინტერესო ადამიანის გასაცნობად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ზოგი პირველივე შემხვედრს გამოესაუბრება, ზოგი დაინტერესებული პირის საერთო ნაცნობს სთხოვს მის განოცბას, მათ კი ვისაც ყველაზე ნაკლებად გაუმართლა ან ერთგვარი ანონიმურობის დაცვა სურს, გაზეთებს მიმართეს, კერძოდ კი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებსაც პაემნების განყოფილება აქვთ.

mxiaruli-paemani

მხიარული პაემანი #1

სწორედ ასეთი ერთ-ერთი გაზეთი მეჭირა ხელში გუშინ და მაგ განყოფილებას წავაწყდი, უსაქმურობისგან რომ არ მოვკვდარიყავი, ყველა განცხადება წავიკითხე და საკმაოდაც ვიხალისე. ამის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი რუბრიკა “მხიარული პაემანი” დამემატებინა, რომელიც სახალისო და საინტერესო განცხადებების კრებული იქნებოდა და იგივე ყოველკვირეულად განახლდებოდა.

მაშ ასე წარმოგიდგენთ ამ რუბრიკის პირველ ნომერს :)

სიის სახით იხილავთ იმ განცხადებების ორიგინალურ ვარიანტებს, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიწვია, ხოლო ტირის შემდეგ ვეცდები ჩემი კომენტარი დავურთო. განაგრძე კითხვა →