ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი მანამ, სანამ რამდენიმე სხვა ბლოგერის პოსტებს არ ვნახავდი, თუ როგორ აჯამებდნენ ისინი გასული წლის მოვლენებს. მეც გადავხედე წინა წელს და თურმე რამდენი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

To Do List
2009 წლის მოვლენები
- ავიღე დომენი landish.ge
- შედარებით სერიოზულად მოვკიდე ხელი ბლოგინგს
- ოქტომბრის თვეში ახალი მედიის ფორუმზე ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე და ცოდნა მივიღე
- უკვე მეორედ ვიყავით ფილმზე “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“-ზე, როგორც ბლოგერი
- ჩავაბარე გამოცდები და მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში
- ავიხდინე 12 წლიანი ოცნება – მოვინახულე საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ციხექალაქი ვარძია
- ნახევარწლიანი პარტნიორის ძიების შემდეგ, როგორც იქნა შევედი ცეკვაზე (ცეკვის პარტნიორის
) - 6 წლიანი სურვილის და ვაი-ვაების შემდეგ როგორც იქნა მოვკიდე გიტარას ხელი
- ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ექიმის ჩარევა, რომ გარესამყაროსთან თავი სრულყოფილად მეგრძნო – გავიკეთე სათვალე
- შევიძინე უამრავი კარგი მეგობარი, ხოლო ძველებთან ურთიერთოვა გავიმკვრივე
- ლამის აზრი შემეცვალა და ნაადრევად არ “შემომეყვანა” ცოლი
- სხვას ვერაფერს ვიხსენებ, რადგან ამ პოსტს, “გადარბენაზე” ვწერ .. : )
2010 წლის გეგმები
- გამოვცვალო და ავიღო უკეთესი ჰოსტი
- კიდევ უფრო მეტად “ჩავუჯდე” ბლოგინგს
- დავწიო ჩემი ბლოგის Bounce Rate 40%-მდე
- ამ წლის ბარკამპებში მივიღო მონაწილეობა (იმედია იქნება და რამე პრეზენტაციასაც მოვამზადებ)
- წარმატებით და უპრობლემოდ გამოვცვალო ფაკულტეტი
- ასევე გამოვცვალო ტელეფონი (თუ ვინმე iPhone-ს მაჩუქებთ…
) - მოვიმატო წონაში 15-20 კგ
- დავიწყო ინტენსიური ვარჯიშები
- ავიღო მართვის მოწმობა
- მოვინახულო საქართველოს სხვა დანარჩენი ლამაზი ადგილები, სადაც მოხვედრას ვოცნებობ
- ვიშოვნო რამე სამსახური, თორე მშობლების გაღატაკება უინტერესო გახდა
ასე რომ დამასაქმეთ ვინმემ :user: - მინიმალურ დონეზე მაინც ვისწავლო გიტარაზე დაკვრა, არ მინდა გილმორობა და ბიბი კინგობა…
) - იგივეს ვიტყვი ცეკვაზეც, არ მინდა შუა ცეკვის დროს ვიხსენებდე, ამ ჩაკვრის მერე რა მოდის და ა.შ.
- ახლაც ვერაფერს ვიხსენებ ისეთს, თორე დავწერდი კიდე რა
მოკლედ, მინიმალურად ჩამოვწერე ის გეგმები და მოვლენები, რომლებიც მოხდა გასულ და უნდა მოხდეს ამ წელს. ყოველი ამჟამინდელი წელი წინასთან შედარებით უკეთესია, იმედია წელსაც არ დაირღვევა ეს ტრადიცია


ძველებთან ურთიერთობის გამკვრივებას, ძუძუები გაგემკვრივებინა?
ყველა გზა მაინც მანდ მიდის :yes:
პ.ს. წარმატებები 2010-ში
მე მაქვს კარგი ჰოსტინგის ბოლო პაკეტი
2 გბ სპეისი
ბევრი მაილი
ბევრი ქვედომაინი
და კაია რა მოკლედ
და შემილია 8 დომაინის დაჰოსტვა
მარა 8 დომაინი რათ მინდა
და შემილია დაგიჰოსტო
1 მაქ ჩემთვის ეს საიტი dontsend.net
უფასოდ რა თქმა უნდა :დ
სიჩქარე თუ გაინტერესებს გადმოწერე
http://dontsend.net/Duality.rar
რა ცოლი შჩ? :spy:
ცეკვა :-ს
იმედია მეც გადმომესხმება შენი წყალი