10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 3

ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ასეული აქტიური ბლოგია, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკის, წერის სტილისა და სხვა უამრავი ასპექტის მიხედვით განსხვავდებიან. მათ შორის განსხავება სათაურებში, ბლოგის აღწერებში და ტეგლაინებშია. გადავწყვიტე სია შემედგინა იმ ბლოგებისა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული, ორიგინალური და მეტად საინტერესო ტეგლაინები აქვთ. ამ პოსტში მხოლოდ 10 ასეთ ბლოგს დავწერ, შემდეგ ნაწილებშიც ასევე 10-10 ბლოგი იქნება საინტერეს ტეგლაინებით.

1. უკანასკნელი კეისარი

უკანასკნელი კეისარი

ZURRIUSS – ქუთაისელი ჟურნალისტის საოპერო და თეატრალური ბლოგი.

2. ბლოგი უამრავ საჭირბოროტო საკითხზე და ასევე იმაზე, თუ რა სასტიკია ჩვენი ცხოვრება

ბლოგი უამრავ საჭირბოროტო საკითხზე და ასევე იმაზე, თუ რა სასტიკია ჩვენი ცხოვრება

Daleila’s Blog – დალიელას ბლოგი.

2. დღეს რა ვჭამოთ?

დღეს რა ვჭამოთ?

ორი მშიერი სტუდენტის ბლოგი – ერთ დროს ყველასათვის საყავრელი ტეგლაინის მქონე ბლოგი.

4. ძალით ღადო ბლოგი..

ძალით ღადო ბლოგი..

ძალით ღადო ბლოგი – ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქართველი ბლოგერის იუმორით ჩაქსოვილი ბლოგი.

5. სირაქლემას სამალავი

სირაქლემას სამალავი

ჩემი სამყარო – გავიგოთ როგორია ბლოგოსფერო იქ, სადაც სირაქლემები იმალებიან.

6. სენტიმენტალური ბოდვები დროდადრო მუსიკის და ამერიკული ტელესერიალების შესახებ გადახვევებით

სენტიმენტალური ბოდვები დროდადრო მუსიკის და ამერიკული ტელესერიალების შესახებ გადახვევებით

Keta’s Closet – მუსიკისა და ამერიკული TV-შოუების მოყვარული ქეთას ბლოგი.

7. ცოტაზე უფრო მეტი და ბევრზე უფრო ცოტა

ცოტაზე უფრო მეტი და ბევრზე უფრო ცოტა

ცოტაზე უფრო მეტი – ბლოგი აბსულუტურად “ყველაფერზე”.

8. წაიკითხე წიგნები – უკეთესად იქნები

წაიკითხე წიგნები - უკეთესად იქნები

ბიბლუსი – ეს ჩემი ამ ათეულის ფავორიტია. წიგნების წაკითხვაც, ხომ მართლა აყენებს ადამიანს უკეთესად.

9. დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

e2-e4 – ჭადრაკის დაფიდან დაწერილი პოსტები.

10. პოზიტიური ბლოგი მეოცნებე რეალისტებისა და რეალისტი მეოცნეებისათვის

ოზიტიური ბლოგი მეოცნებე რეალისტებისა და რეალისტი მეოცნეებისათვის

Never Say Never – არასდროს არ თქვათ არასდროს, არც ის, რომ ამ ბლოგს არასდროს წაიკითხავთ.

მესამე ნაწილი ამ გრანდიოზული პოსტებისა დავასრულე, წინ მეოთხეც გველის, რომელსაც იმ კვირაში აუცილებლად ვიხილავთ.

პ.ს. ბლოგებზე გადასასვლელად შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამისი ბლოგის ფოტოს.

თუ თვლით, რომ რომელიმე ბლოგი დასამატებელია ამ სიაში თავისი ორიგინალური და განსხვავებული ტეგლაინის გამო, ან თვლით, რომ რომელიმე ზედმეტია და ამ სიას არ შეესაბამება, გთხოვთ შემატყობინოთ კომენტარის სახით. დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "ვორდპრესი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

16 კომენტარი პოსტზე 10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 3

  1. წყარო ამბობს:

    ეს არის ბლოგი ჩემზე და ჩემს შეხედულებებზე, თუ რამეს არ ეთანხმები რაც ამ ბლოგზე წაიკითხე, ესეიგი ცდები! just saying : )

  2. ირინა_ქ ამბობს:

    ზურიუსის ბლოგი ჩემი ფავორიტია : ) : X

  3. დალიელა ამბობს:

    კაცო დალეილა კიარა დალიელა ბლია :D ( თუ მართლა შეცდომით მიწერია მე რამე?)არა ისე რა კაია ხანდახან რომ აღმოვაჩენ რომ მარტო მე არ ვკითხულობ ამ ჩემს საცოდავ ბლოგს . და თან ტეგლაინიც ვარგებულა :D იჰააა

    • Landish ამბობს:

      sorry, my bad :d
      უბრალოდ ხომ იცი ადამიანი იმას კითხულობს რაც მისთვის ნაცნობია და არა იმას, რაც რეალურად წერია…

  4. ♥ The Dream Teller ♥ ამბობს:

    ბლოგროლში ჩამატება რო არის შენი ბლოგის – მანდ ვცადე ჩამემატებინა ჩემი, და მისამართი ჩავწერე მაგრამ რაღაც ჭირს , არ შვება : ს

    • Landish ამბობს:

      ყველა ველი უნდა შეავსო : )
      სათაურის, მისამართისაც და მიმატება გამოკლება… + არ ვარ სპამიც უნდა მონიშნო : )

  5. ♥ The Dream Teller ♥ ამბობს:

    აუ დავპოსტე და მგონი არ დაიპოსტა : ს

    ესეიგი რა ხდება , სიამოვებით შევავსებდი მაგათაც მაგრამ მარტო მისამართი ჩანს და არც ნექსთ არის რომ დავაჭირო შემდეგ ეტაოებზე არც რამე მსგავსი რომ დავეთანხმო, უბრალოდ ჩავწერე მისამართი და დავრჩი ასე

    აი
    [IMG]http://s60.radikal.ru/i167/1001/0a/477611d12959.jpg[/IMG]

    • Landish ამბობს:

      იმის გამო, რომ შენ ლინკი ჩაწერე კომენტარებში, სპამი ეგონე და სპამში გაუშვა. ამის გამო მე მომიტევე : )
      ეგ პრობლემა რატომღაც მხოლოდ ოპერაში ჩანდა, და ახლა გამოვასწორე : )

  6. ♥ The Dream Teller ♥ ამბობს:

    ვსო ჩავამატე ეხლა:) :)

  7. ანინა ამბობს:

    და ჩემი ბლოგი რატომ არაა აქ? :!@

  8. ანინა ამბობს:

    ყველაზე მარილიანი ბლოგი
    :O

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>