ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ასეული აქტიური ბლოგია, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკის, წერის სტილისა და სხვა უამრავი ასპექტის მიხედვით განსხვავდებიან. მათ შორის განსხავება სათაურებში, ბლოგის აღწერებში და ტეგლაინებშია. გადავწყვიტე სია შემედგინა იმ ბლოგებისა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული, ორიგინალური და მეტად საინტერესო ტეგლაინები აქვთ. ამ პოსტში მხოლოდ 10 ასეთ ბლოგს დავწერ, შემდეგ ნაწილებშიც ასევე 10-10 ბლოგი იქნება საინტერეს ტეგლაინებით.
1. დასაწყისიდან აპოკალიფსამდე
ღმერთების დღიურები – მამაღმერთის ღვთიური ბლოგი.
2. Let me show you the world in my eyes
Buda’s Blog - ბუდას თვალით დანახული სამყარო.
3. ახალგაზრდა უტვინოს ვნებანი
My Beautiful Sinking Ship – მერე რა რომ უტვინოა? მაინც ბლოგერია.
4. ბრატცი უთოს იცნობთ?
უთოს წაღება თუ იცი დაბრუნებაც უნდა იცოდე – ყველაზე ცირკი ბლოგი ყველაზე ორიგინალური და სახალისო ტეგლაინით. ამ ათეულის ჩემი ფავორიტი
5. მთვარის მელანქოლიით გაჟღენთილი ბლოგი
Clown – სისხლიანი კლოუნის მელანქოლიური ბლოგი.
6. ბლოგი. მეტი არაფერი. არც ჭკვიანური აზრები, არც ლამაზი ფოტოები.
დღიური – ბლოგის ყველაზე “ჩესნი” აღწერა ბლოგოსფეროში
7. ლეგენდარული ბლოგი. შავით თეთრზე.
ბლოგი Rocko.Ge – როკოს თეთრ ბლოგზე შავი ფერით დაწერილი პოსტები.
8. ანახეთ ეს ბლოგი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება
გაიძვერა ბლოგი – ძალზედ ბანალური, თუმცა მაინც ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული ტეგლაინის მქონე ბლოგი.
9. ფინჯან ყავასთან ერთად დასაგემოვნებელი ბლოგი
ლიტერატურული კაფე კაპუჩინო – ბლოგს ხან არომატულ ჩაისთან ერთად ვსვავთ, ხანაც ფინჯან ყავასთან ერთად.
10. My blog has the name that sounds like prostitute. Therefore, it’s cute.
Candy Says – ერთი შეხედვით პროსტიტუტიული, მაგრამ საყვარელი ბლოგი.
მეორე ნაწილის ამით დასრულდა, წინ კიდევ მესამე ნაწილი გველის, რომელსაც უახლოეს დღეებში შეხვდებით
პ.ს. ბლოგებზე გადასასვლელად შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამისი ბლოგის ფოტოს.
თუ თვლით, რომ რომელიმე ბლოგი დასამატებელია ამ სიაში თავისი ორიგინალური და განსხვავებული ტეგლაინის გამო, ან თვლით, რომ რომელიმე ზედმეტია და ამ სიას არ შეესაბამება, გთხოვთ შემატყობინოთ კომენტარის სახით. დიდი მადლობა.










პირველ და მეორეს გარდა ყველას ვადევნებ ხოლმე თვალს
♥ განსაკურებით კლოუნის ბლოგს ^_^
მადლობა დატაგვისათვის, იუ რილლი საფორთ მაი ბლოგ
მართალი ხარ : )) ნამდვილად ბანალური ტეგლაინი აქვს ჩემს ბლოგუკას : )) მარა არაუშავს.. წავა რა : )
ანუშკას დავეთანხმები და გეტყვი, “მადლობა დატაგვისათვის, იუ რილი საფორთ მაი ბლოგ” : )))
ვაააჰჰ )) ღმერთების დღიურები მოხვდა ლისტში
ეს რა მომხდარა
მე კიდე ველოდი რო სათაურს გაამართლებდა პოსტი და იქნებოდა იმენნა 10 ყველაზე პოპულარული თეგი და განხილვა თემაზე რატოა ეს თეგები ასეთი პოპულარული.
აი მაგალითად blogroll.design.ge-ს tag cloud-ის მიხედვით ბოლო 1 თვის 100%-იანი ”ჰიტი” არი ”ახალი წელი” ასევე მაგალითად კაი რეიტინგი აქ ”შემაჯამებელ პოსტს”
მოკლედ ეს უფრო საინტერესო იქნებოდა, იმჰო, 10 ყველაზე პოპულარული თეგლაინი – და მერე განხილვა რატომ არის ეს თეგლაინი პოპულარული და რაზე მიუთითებს.
ეგეც იქნება..
thanks for idea !
ანუ მე აქ აქცენტი description-ებზე და title-ბზე მქონდა რა
მოკლედ ესეიგი რაშია საქმე
ბლოგი მზადაა, სურათები, პოსტები, აზრები, ყველაფერი მზადარის ადა გამადებულია, უბრალოდ ბლოგის სახელი ვერ მოვიფიქრე, ძაან სასაცილო ბლოგი გამოვიდა და იქნებ დამეხმაროო
და ბლოგის მისამართი?