10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 1

ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ასეული აქტიური ბლოგია, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკის, წერის სტილისა და სხვა უამრავი ასპექტის მიხედვით განსხვავდებიან. მათ შორის განსხავება სათაურებში, ბლოგის აღწერებში და ტეგლაინებშია. გადავწყვიტე სია შემედგინა იმ ბლოგებისა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული, ორიგინალური და მეტად საინტერესო ტეგლაინები აქვთ. ამ პოსტში მხოლოდ 10 ასეთ ბლოგს დავწერ, შემდეგ ნაწილებშიც ასევე 10-10 ბლოგი იქნება საინტერეს ტეგლაინებით.

1. need you more “youmore” :)

screen_doinge

need you more "youmore" :)

თითქმის EXCLUSIVE – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართული ბლოგი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყავრლესიცაა. ნამდვილი ქართული იუმორით გაჟღენთილი ბლოგი.

2. მხოლოდ შეშლილთათვის!!! შესვლის საფასური – გონება!

screen_lilubeso

მხოლოდ შეშლილთათვის!!! შესვლის საფასური – გონება!

მაგიური თეატრი – ბლოგი, რომელზე შესასვლელად მხოლოდ გონება არაა საკმარისი.

3. ბლოგი ყველასთვის და არავისთვის

screen_fsiqe

ბლოგი ყველასთვის და არავისთვის

ფსიქეს ქუჩა – ძალზედ დამაინტრიგებელი აღწერის მქონე ბლოგი.

4. აბდალა შაშვის მიერ მოტანილი ამბები

screen_charimara

აბდალა შაშვის მიერ მოტანილი ამბები

CHARIRAMA - მართლაც რომ შაშვის მიერ მოტანილ ამბებზე შედგენილი ბლოგი სახალისო პოსტებითა და სურათებით.

5. არომატული ჩაი და ჯიბის ბლოკნოტის ჩანაწერები

screen_shavishashvi

არომატული ჩაი და ჯიბის ბლოკნოტის ჩანაწერები

ჯიბის ბლოკნოტი – კომპიუტერთან ჯდომისას ყავა ყველას დაგვილევია, სიგარეთიც არაერთს მიგვიყოლებია, მაგრამ არომატულ ჩაისთან ერთად ჯიბის ბლოკნოტს ბევრი ვკითხულობთ?

6. ყველაზე არაეგოისტური ბლოგი ანუ მე+თქვენ = ჩვენ <3

screen_teonala

ყველაზე არაეგოისტური ბლოგი ანუ მე+თქვენ = ჩვენ <3

Rainbowmaker – ყველაზე არაეოგისტი ბლოგერის დიდი ხნის ნაოცნებარი არაეგოისტური ბლოგი.

7. ჩემი სიტყვა ჯინეტში

screen_jiblog

ჩემი სიტყვა ჯინეტში

ბლოგი Jiblog – ახალგაზრდა პროგრამისტის სიტყვა ქართულ ინტერნეტ სამყაროში.

8. ამის წაკითხვას წიგნი წაიკითხე ჯობია

screen_bokvera

ამის წაკითხვას წიგნი წაიკითხე ჯობია

Bokvera.com – უბლოგესი – ეს ტეგლაინი ჩემი ფავორიტია ამ ათეულში. ყველაზე ორიგინალური იმათ შორის, რაც კი ამოვარჩიე.

9. მხოლოდ მთვარეულთათვის

screen_mtvarisklubi

მხოლოდ მთვარეულთათვის

მთვარის კლუბი – “გენიოსის” მოწყობილი მთვარის კლუბი, რომელშიც გაწევრიანება მხოლოდ მთვარეულებს შეუძლიათ.

10. იდიოტიზმის მარგალიტები

screen_idioteka

იდიოტიზმის მარგალიტები

idioteka.ge – ფოტოზე აღბეჭდილი საქართველოში არსებული მარაზმების ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა.

დღეისთვის მხოლოდ ამ 10 ტეგლაინით დაკმაყოფილდით, უახლოეს მომავალში მორიგ ათ ტეგლაინს შემოგთავაზებთ. და თუ თქვენი ბლოგი ამ ათეულში ჯერ არ მომხდარა, არ ინერვიულოთ, იგი შემდეგში აუცილებლად მოხვდება.

პ.ს. ბლოგებზე გადასასვლელად შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამისი ბლოგის ფოტოს.

თუ თვლით, რომ რომელიმე ბლოგი დასამატებელია ამ სიაში თავისი ორიგინალური და განსხვავებული ტეგლაინის გამო, ან თვლით, რომ რომელიმე ზედმეტია და ამ სიას არ შეესაბამება, გთხოვთ შემატყობინოთ კომენტარის სახით. დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "ვორდპრესი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

7 კომენტარი პოსტზე 10 ყველაზე საინტერესო ტეგლაინი ქართულ ბლოგოსფეროში – ნაწილი 1

  1. ♥ The Dream Teller ♥ ამბობს:

    აქედან პირველი და მეექვსე მიყვარს ყველაზე მეტად <3

  2. Katten Försvann ამბობს:

    ვერ ვიტყვი რომ ყველას ვკითხულობ მაგრამ მაგ სიიდან რამოდენიმეს მუდამ ვადევნებ თვალს

  3. ნან ამბობს:

    ვაი, ჩემი მეგობრის ორი ბლოგი მოხვდა შენს სიაში. მოვახსენებ, გაუხარდება :)
    კარგი იდეაა :)

  4. მჩხაპნელი ამბობს:

    SenQ you, სიაში მოხვედრისათვის :)

  5. დათო ამბობს:

    ვაა, რა სიაში მოვხვედრილვარ?! დიიდი მადლობაა..
    სულ მალე განვაახლებ ბლოგობანას თამაშს.
    კიდევ ერთხელ მადლობა :)

  6. ნიკჯკეეე ამბობს:

    ლანდიშ ძმურად ეხლა ვიკიდებ ფეხს ბლოგოსფეროში :D ხოდა ბლოგი აწყობილი მაქვს, პოსტებით, სურათებით, ყველაფრით, მოკლედ უხარხარესობა გამოვიდა რა. მაგრამ ერთი პრობლემა მაქ, სახელი ვერ მოვიფიქრე რა :(

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>